კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 რა სარგებელი მოუტანა საქართველოს ბერიამ ცეკას პირველი მდივნობისას

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  ამ ბოლო დროს უფრო და უფრო მეტი საიდუმლო დოკუმენტი ხდება ცნობილი, რომელიც ლავრენტი პავლეს ძე ბერიას საქმეებზე სიმართლეს მოგვითხრობს... პუბლიცისტი ელეონორა კარცევა წერს: „რა არ დააბრალეს ბერიას, მათ შორის, ინგლისის აგენტობაც. უნდოდათ, მისთვის გერმანიის აგენტობაც მიეწერათ. საამისოდ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა. „ენკავედემ“ საქართველოს ცეკას არქივებში ბერიასა და ფაშისტური პარტიის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს მიაგნო და ბერიასთვის გერმანიის აგენტობის მიკერება სცადა, თუმცა მიხვდნენ აბსურდულობას და გადაიფიქრეს. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატი და გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის კომისარიატები დარგობრივ თანამშრომლობას აწერენ ხელს. 1936 წელს, რა თქმა უნდა, სტალინის ნებართვით, საქართველოს ცეკას პირველი მდივანი ლავრენტი ბერია და რამდენიმე მინისტრი სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდნენ (მათ შორის არ იყო განათლების კომისარი და შეთანხმებას მის ნაცვლად, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბერიამ მოაწერა ხელი). გერმანიაში ქართველების ამ ორკვირიანმა „ვოიაჟმა“, პირველ რიგში, საქართველოს მოუტანა სარგებელი: გერმანელები გვაწვდიდნენ მაღალი ხარისხის ქაღალდს, საბეჭდ მოწყობილობებს და სანაცვლოდ ხილსა და ციტრუსებს იღებდნენ. სულ მალე ბერლინიდან იმ პერიოდისთვის საუკეთესო სტამბა ჩამოვიდა. ის თბილისის უნივერსიტეტში, თუ არ ვცდები, დღემდეა შემონახული. გებელსი გერმანიის სახალხო განათლებისა და პროპაგანდის მინისტრი იყო. ბერია პირადად გაიცნო და თანამშრომლობის ხელშეკრულებასაც ერთად მოაწერეს ხელი.
სტალინურ სახელმწიფოში არსებული დაწერილი თუ დაუწერელი კანონების მიუხედავად, ლავრენტი ბერია იყო ერთადერთი საკავშირო რესპუბლიკების ხელმძღვანელთა შორის, რომელიც დამოუკიდებლად, ცენტრთან შეუთანხმებლად გადიოდა საზღვარგარეთ და სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს ამყარებდა.
  ცნობილი ქართველი მწერალი, შალვა დადიანი ყვებოდა: „ბერია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სტალინთან შეთანხმებით აკეთებდა. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ის ისეთი სულელი იყო, ბელადთან მოთათბირების გარეშე რაიმეს გააკეთებდა, ძალიან ცდება. ბერია, რა თქმა უნდა, ყველაფერს სტალინს უთანხმებდა. ბერიას ნიჭი მიწოდებაში, ინტერპრეტაციაში აშკარა იყო. ლავრენტი პავლოვიჩს ბელადისთვის ამბის მისაწოდებლად ყოველთვის რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა მომზადებული. ამიტომაც ჩანდა, რომ სტალინი ბერიას სწყალობდა. არა, უბრალოდ, ბერია სწორედ ამ თვისების დამსახურებით აკეთებინებდა სტალინს ბევრ რამეს. განსაკუთრებით ცდილობდა, საკუთარ სამშობლოს დახმარებოდა, არგუმენტირებულად აწვდიდა საქართველოში გასაკეთებელი საქმეების აუცილებლობას და მათზე თანხმობასაც იღებდა. ასე აიგო ჩვენში ჰიდროელექტროსადგურები, თანამედროვე შენობები და ერთი სიტყვით, ბერიამ სამშობლო აღმშენებლობის გზაზე დააყენა...“
  და, მართლაც, საქართველოში, რომ იტყვიან, ჯერ კიდევ ბერიას სული ტრიალებს და ნახევარ საუკუნეზე მეტიხნის წინ ჩასხმული ფუნდამენტი, დღემდე ბურჯია... ცალსახაა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობისას საქართველოსთვის ამდენი არცერთ მის წინამორბედ და შემდგომ მეთაურებს არ გაუკეთებიათ. ბერიამ გამართა საქართველოს ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, სპორტი. დააარსა მრეწველობა და ცხოვრების დონე ორმაგად აამაღლა. რესპუბლიკაში იმატა ეროვნულმა დემოგრაფიამ – ქართველებმა სწრაფად იწყეს გამრავლება. ლავრენტი ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში კლასიკური ეროვნული განათლების დონის მკვეთრად ამაღლებაში. ბერიას ძალისხმევით გაძლიერდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი („გეპეი“), რითაც ქართველი ხალხის არა მარტო ჰუმანიტარული, არამედ ტექნიკური განათლებაც განვითარდა და თითქმის მეცნიერებისა და განათლების ყველა დარგში მოიკიდა ფეხი.
  საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას დროს საქართველოში საზღვარგარეთიდან უმაღლესი ხარისხის პროდუქცია შემოდიოდა და მათი 95 პროცენტი გერმანიაში იყო წარმოებული, ანუ ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყანაში. ლავრენტი ბერია შესანიშნავად უთავსებდა თავის სამშობლოს (საქართველოს) ინტერესებს უზარმაზარი ქვეყნისა და პარტიულ ინტერესებს. და ესაა ყველაზე მთავარი, რომ ლავრენტი ბერია საქართველოს სასარგებლოდ იყენებდა საერთო საკავშირო რესურსებს. საქართველოში აშენებული საუკეთესო შენობები ბერიას დროს აშენდა. ყველა დიდ საქმეს იმ პერიოდში ჩაეყარა საფუძველი, რომლებმაც ნაყოფი მისი მკვლელობის შემდეგ გამოიღეს.
  ბერიას მიერ შექმნილი საავიაციო, საავტომობილო, ჩარხმშენებელი თუ სხვა ქარხნები მოწინავე იყო მთელ საბჭოეთში და უმაღლესი ხარისხის პროდუქციას უშვებდა. საგულისხმო ფაქტია, რომ თბილისის მეტროს მშენებლობა, რაც მოგვიანებით განხორციელდა, ბერიას დამსახურება იყო. მეტიც, ბერიას ქალაქ ქუთაისის მძლავრ მეგაპოლისად გადაქცევა უნდოდა, თუმცა არ დასცალდა.
  ერთი სიტყვით, შეიძლება, ცალსახად ითქვას, რომ ლავრენტი ბერია საქართველოს პატრიოტი იყო და თავისი სამშობლოს მსოფლიო არენაზე გამოყვანას ცდილობდა. თუმცა, ამის საშუალება შეთქმულებმა არ მისცეს, ის ხაფანგში შეიტყუეს და ლაჩრულად გაანადგურეს“.

скачать dle 11.3