კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 ექიმის რჩევები

ნინო კანდელაკი მაია ნუცუბიძე

კითხვა: ვარ 16 წლის. ამ ბოლო დროს შევნიშნე, რომ ღრძილებმა დაკარგა ფერი და  დაიწია. რამ გამოიწვია ეს და როგორ მოვაგვარო ეს პრობლემა?
პასუხი: ნორმაში ღრძილის ფერი ნაზი ვარდისფერი უნდა იყოს. გაფერმკრთალების მიზეზი შეიძლება, იყოს ანემია, კბილების გათეთრების დროს მათეთრებელი საშულებების ღრძილებზე მოხვედრა (მოკლე დროში თავისთავად იბრუნებს ფერს), ზოგჯერ კალციუმის ნაკლებობაზეც მიანიშნებს. გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ანემიის დიაგნოსტიკისთვის და მიიღეთ კალციუმით მდიდარი პროდუქტი.
კითხვა: ვარ 21 წლის (ქალიშვილი). თითქმის ერთი წელია, მარცხენა მკერდში მაქვს მცირე ზომის გამაგრება, რომელიც არ გაზრდილა, გინეკოლოგს ვაჩვენე, მაგრამ საშიში არ არისო, ახლა კი ციკლამდე დამეწყო წვის შეგრძნება, მაინტერესებს რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: სარძევე ჯირკვლების მიდამოში განვითარებული ნებისმიერი დისკომფორტის დროს აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი და გამოკვლევის ჩატარება, ვიზიტი უნდა დაგეგემოთ მენსტრუაციის დაწყებიდან მე-7-მე-12 დღეების შუალედში.
კითხვა: თვალების ყოველდღიური ვარჯიშებით რამდენად არის შესაძლებელი მხედველობის აღდგენა ან საგრძნობლად გაუმჯობესება?
პასუხი: სწორად ჩატარებული ვარჯიში ხელს უწყობს თვალის დაძაბულობის მოხსნას და რიგ შემთხვევაში მხედველობის გაუმჯობესებას. პროგნოზი დამოკიდებულია მხედველობის დარღვევის მიზეზზე.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი


скачать dle 11.3