№30 საზამთროს კურკის საოცარი თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
საზამთრო დაბალკალორიული, დიეტური პროდუქტია, მის 100 გრამში მხოლოდ 30 კილოკალორიაა. შეიცავს უჯრედისს, რომელიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. საზამთროს 98 პროცენტი წყალია. მასში ბევრია მინერალური ნივთიერება. შეიცავს ბეტა-კაროტინსაც. საზამთროს დიეტის მეშვეობით დროის მოკლე მონაკვეთში შეგიძლიათ, შესამჩნევად გახდეთ და გაჯანსაღდეთ.
საზამთრო ფასეულია, ასევე, ლიკოპინის მაღალი შემცველობით. დამტკიცებულია, რომ ეს ნივთიერება პროსტატის კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ლიკოპინი საზამთროში უფრო დიდი რაოდენობით არის, ვიდრე პომიდორში, რომელიც ოფიციალურად არის აღიარებული „კაცური მენიუს“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროდუქტად.
აღსანიშნავია, რომ საზამთროს თესლშიც კი უამრავი სამკურნალო ნივთიერებებია: 1) შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიუმს და იცავს გულს დაავადებებისგან. 2) შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომელიც დაბერების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. 3) მკურნალობს აკნეს და სახეზე გამონაყარს. 4) აჯანსაღებს თმას, რადგან შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც თმის გამაგრებასა და გაჯანსაღებას უწყობს ხელს. 5) არეგულირებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში.
საზამთროს თესლის ნაყენი შემდეგნაირად მზადდება: უნდა მოვხარშოთ საზამთროს თესლი და მისი ნაყენი გამოვიყენოთ თმის დაბანის დროს. შინაგანი დაავადების დროს კი შეგიძლიათ, დალიოთ. ხოლო აკნეს დროს ის სახეზე უნდა წაისვათ, ასევე, ეფექტურია საზამთროს თესლის ზეთი...
თუ საზამთროს კურკას მთლიანად გადავყლაპავთ, ორგანიზმი არანაირ სარგებლობას არ მიიღებს, ხოლო, თუ მისგან ჩაის დავაყენებთ, მის სიკეთეს მაშინვე ვიგრძნობთ.
ქსოვილები, რომლებსაც საზამთროს კურკები შეიცავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ის ადამიანს პარაზიტებისგან ათავისუფლებს. ორგანიზმის ჭიებისგან გასაწმენდად თბილ რძეში გახსნილ დაფქულ საზამთროს კურკების ნაყენს (პროპორციებით 1:10) ერთი კვირის განმავლობაში იღებენ, დილა-საღამოს.
ნივთიერება ციტრულინი, რომელიც საზამთროს კურკებშია, ორგანიზმზე ანტიოქსიდანტად მოქმედებს. ის აფართოებს სისხლძარღვებს და დაბლა სწევს არტერიულ წნევას. მეცნიერების მონაცემებით, საზამთროს კურკები ძალიან სასარგებლოა თირკმელებისა და შარდსასქესო გზებისთვის. საზამთროს კურკებისგან მომზადებული ჩაი საუკეთესო შარდმდენი საშუალებაა.
საზამთროს თესლს შეუძლია მეხსიერების გაუმჯობესებაც და მამაკაცებისთვის პოტენციის ამაღლებაც.
საზამთროს კურკა შეიცავს მაგნიუმს, A, B და C ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, კალიუმს და ბევრ სხვა სასარგებლო ნივთიერებას.
აიღეთ 4 სუფრის კოვზი საზამთროს კურკა. დაასხით 2 სუფრის კოვზი წყალი და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ჩაი სვით ორი დღის განმავლობაში. შემდეგ შეისვენეთ 2 კვირა და გააგრძელეთ პროცედურა. მნიშვნელოვანია, რომ საზამთრო ეკოლოგიურად სუფთა უნდა იყოს.
უნდა გახსოვდეთ, რომ საზამთრო დიდი რაოდენობით ნიტრატებს შთანთქავს, ამიტომ ზომიერად უნდა მიირთვათ. მისი ჭარბი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს. რადგან საზამთრო შაქარს შეიცავს, ის შეზღუდულად უნდა მიიღონ დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა, ასევე, მათ, ვისაც თირკმელებში კენჭი აღმოაჩნდათ, რადგან როგორც უკვე აღვნიშნეთ, საზამთროს შარდმდენი თვისებები აქვს და შესაძლოა, კენჭი დაძრას.