კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№30 სად წაიყვან სადაურსა...

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ „და თუ ეს დემოკრატიაა“

  არც თუ ისე დიდი ხნის წინათ გერმანიაში ვლადიმერ ლენინს ძეგლი დაუდგეს (დამეთანხმებით, საინტერესო ლოგიკაა: აშშ-სა და ევროპაში დამფუძნებლებისა და განმანათლებლების ძეგლებს ყრიან და შეურაცხყოფენ, ამ ფონზე კი საბჭოთა რუსეთის სიმბოლოს აძეგლებენ), ცხადია, ეს გერმანელების საქმეა და შესაძლოა, ისიც გაიხსენეს, რომ, მოარული ხმებით, სწორედ გერმანელების შეგზავნილი „შპიონი“ იყო
ვლადიმერ ულიანოვი.
  ასე იყო თუ ისე, ეს კიდევ ნახევარი უბედურება, გნებავთ – ბედნიერებაა, რაც მთავარია, მართალია, აშშ-მა გერმანიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ არც მისი რუსეთთან თანამშრომლობა ეპიტნავება და არც „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობა (კარგა ხანია, უკიჟინებენ, შეაჩერეთ სამუშაოებიო და აქვე გაგახსენებთ, რომ თავის დროზე ტრამპმა მერკელს თავისი ფიქალის გაზიც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო პარტნიორისგან, ძვირი ღირსო), მაგრამ, როგორც პოეტი ამბობს: „შენი ვახტანგი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აშშ) ლუდოვიკოს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში გერმანიას) ფეხზე ჰკიდია.“
  და თუმცა ამერიკელები გერმანიას სანქციებით ემუქრებიან (იმ კომპანიებსა და პირებს, რომლებიც ამ მაგისტრალის მშენებლობაში მიიღებენ რამე სახის მონაწილეობას, აეკრძალებათ აშშ-ის კომპანიებთან თანამშრომლობა), გერმანელები ამერიკულ მითითებებს თავიანთ საშინაო საქმეში ჩარევად აფასებენ.
  იმთავითვე ნათელია, რომ გერმანია რუსეთთან თანამშრომლობაზე უარის თქმას არ აპირებს (არადა რთულად წარმოსადგენია, არ იცოდნენ, როგორია რუსული გაზის პოლიტიკა), როგორც ის, რომ ევროპასა და აშშ-ს შორის უთანხმოებები მატულობს და ეს იმ ფონზე, როდესაც აშშ ლამის სამოქალაქო ომის ზღვარზეა, აქედან გამომდინარე კი, ფრიად ბუნდოვანია ჩვენი პარტნიორული პერსპექტივა, იმიტომ რომ, სანამ ისინი დალაგდებიან, ფაქტობრივად, ჰაერში ვართ გამოკიდებული.


скачать dle 11.3