კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ნინი ბადურაშვილი: წამოწოლილი რომ ვარ, მაშინაც ვერ ვაძლევ თავს დასვენების უფლებას

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ნინი ბადურაშვილი ახალ კლიპს იღებს სიმღერაზე „გაზაფხულია“ და გადაღებებიდან სოციალურ ქსელში რამდენიმე მონაკვეთი გაავრცელა, რასაც საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მსმენელს მოლოდინი გაუჩინა.
  ნინი ბადურაშვილი: ეს სიმღერა ყველას უყვარს და ძალიან ბევრმა მითხრა, რატომ არ აკეთებ მის ახალ ვერსიასო. საბოლოოდ მეც გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა. იმდენად დასამახსოვრებელი მელოდია აქვს, ვიფიქრე, ზაფხულს განსაკუთრებით მოუხდებოდა, მით უმეტეს, ასეთი სტრესის გამოვლის შემდეგ ყველას გაახალისებდა. მე თვითონაც ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, რომელიც ერეკლე დიდიას ეკუთვნის. რაც შეეხება კლიპს, მისი ქორეოგრაფია ირაკლი ფიფია, რომელმაც რეჟისურაშიც დიდი წვლილი შეიტანა. კლიპი უკვე ივლისის შუა რიცხვებისკენ გამოვა და ვფიქრობ, კარგად მიიღებს მსმენელი. სოციალურ ქსელში პატარ-პატარა მონაკვეთები დევს და გამოხმაურებებით ვხვდები, ყველა ელოდება. მგონია, რომ კარგი გამოვა. არანჟირება ბორიკო შხიანს ეკუთვნის, რომელიც ჩემთვის შეუცვლელია, წლებია, მასთან ვთანამშრომლობ.
– როგორც ვხვდები, საზაფხულო არდადეგები ჯერ არ დაწყებულა, არა?
– არა, „პრაიმ შოუ“ არ ისვენებს. ძალიან აქტიური პერიოდი გვაქვს.  ვიყავით რაჭაში, სვანეთში, გურიაში, ახლა ქობულეთში ვარ და კიდევ ბევრი გადაცემა დაგვრჩა ჩასაწერი. ალბათ აგვისტომდე არ მომიწევს დასვენება და რა თქმა უნდა, საქართველოში დავისვენებ. ამ სიტუაციიდან გამომდინარე სხვაგან სად წავალ?! ზღვის მოყვარული ვარ და აგვისტოს შუა რიცხვებში, ალბათ, ისევ აქ ჩამოვალ.
– ბავშვთან ერთად?
– ყოველთვის, როცა ამის საშუალება მაქვს, ელენე თან დამყავს. ახლაც, ელენე და ეკა აქ არიან. ბევრს რომ დავდივარ, ყოველთვის მაქვს შვილთან ურთიერთობის დეფიციტი და მინდა, ეს დანაკლისი ავინაზღაურო.  აგვისტოში ალბათ, მეგობრებთან ერთად წამოვალ რამდენიმე დღით.
– როგორი გოგოა?
– ძალიან თბილი და მოსიყვარულე. ჭკვიანი და კარგი ბუნების გოგოა. ძალიან კმაყოფილი ვარ. დედას ჰგავს, მაგრამ დედაზე უკეთესია. ბოლო პერიოდში ვიზუალურად დამემსგავსა, მაგრამ ხასიათით – არა. მას უფრო მარტივად სწყინს, უფრო თბილი და რბილი ხასიათი აქვს. ასჯერ უნდა გაზომო და მერე მისცე შენიშვნა, ძალიან ემოციურია. ჩემსავით ძალიან უყვარს სიმღერა, რაც ძალიან მიხარია. უყვარს ცეკვაც და ბევრად უფრო პლასტიკურია, ვიდრე მე. მგონია, რომ ისიც ხელოვნებისკენ გადაიხრება. თვითონაც ამბობს, რომ ან მომღერალი უნდა გამოვიდეს, ან მოდელი და ან მსახიობი (იცინის). მკაცრი დედა არ ვარ, არცაა ისეთი ბავშვი, რამე რომ დააშავოს და გაუბრაზდე, არც ცელქია. გაწონასწორებულია და შენიშვნებს ნაკლებად იმსახურებს. ერთადერთი, თუ მეცადინეობა დაეზარა, შეიძლება, ამას მოჰყვეს პატარა კონფლიქტი (იცინის).
– გარეგნობაზე როგორ ზრუნავ?
– კორონას დროს რაღაცები, რისი გაკეთებაც  სახლის პირობებში შეიძლებოდა, გავაკეთე. ასე რომ, საკუთარ თავზე კარგი ექსპერიმენტები ჩავატარე, რაც მომეწონა, მაგალითად, სახის მასაჟები, რომელიც აქამდე არასდროს გამიკეთებია და ახლა უკვე, ყოველდღიურად თუ არა, კვირაში რამდენჯერმე ვიკეთებ და სხვათა შორის, ძალიან კარგი შედეგი აქვს. ცუდად არასდროს ვიკვებებოდი, მაგრამ ახლა უკეთ დავაბალანსე ჩემი რაციონი. იოგათი დავკავდი და კარანტინში ორი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი და ახლაც ვცდილობ, დღეში ნახევრი საათი მაინც ვივარჯიშო. დიეტაზე არასოდეს ვყოფილვარ, თუ თინეიჯერობის ასაკს არ ჩავთვლით, როცა ყველა რაღაც სულელურ ექსპერიმენტებს მიმართავს, რაც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ახლა, უბრალოდ, „ცუდ“ საკვებს არ ვჭამ, მაქსიმალურად ვცდილობ, ბოსტნეულსა და ხილზე გავაკეთო აქცენტი და საღამოს არ ვჭამო. განსაკუთრებულად კმაყოფილი ვარ იმით, რომ ძილის რეჟიმი დავაბალანსე. გვიან ვიძინებდი და ადრე ვერ ვდგებოდი და ამ კარანტინის ჟამს ესეც მოვაწესრიგე.
– ფსიქოლოგიურად როგორ შეგცვალა კარგმა თუ ცუდმა გამოცდილებამ, ახლა როგორია შენი შინაგანი მდგომარეობა?
– საკუთარი თავი ვიპოვე და თავდაჯერებულობა მომემატა. ვფიქრობ, რომ ეს წლების შემდეგ მოდის. მართალია, რომ ამბობენ, 30 წლის შემდეგ საკუთარ თავს უკეთ შეიცნობო. გამოცდილება გაძლევს ამის საშუალებას და ხვდები, რა გინდა, რა გზას უნდა დაადგე და როგორ წარმართო ცხოვრება. ახლა უკვე ვიცი, რა მინდა. ჩემი დაშვებული შეცდომებიც, ბოლომდე გავაანალიზე და ალბათ, ისინიც საჭირო იყო, რომ აქამდე მოვსულიყავი. ამიტომ საერთოდ არაფერს არ ვნანობ. არის რაღაცები, რასაც უკან რომ დამაბრუნო, არ გავაკეთებდი, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ისიც საჭირო იყო იმისთვის, რომ დღეს მე ამ ჭკუაზე ვყოფილიყავი და ასე მეგრძნო თავი. ახლა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ვარ. აქამდე ასე არ იყო და ვფიქრობ, ეს წლებმა მოიტანა. საკუთარი შეცდომა უნდა აღიარო და სხვას არასოდეს გადააბრალო. თუ სწორად გაანალიზებ, მიხვდები, რომ ბევრი რამ, რაშიც ადრე სხვა მიგაჩნდა დამნაშავე, სინამდვილეში შენი ბრალი იყო.
– ძლიერი აღმოჩნდი?
– ვფიქრობ, ძლიერი ვარ, ყოველ შემთხვევაში, სუსტი ნამდვილად არ ვარ. საკმაოდ რთული გამოწვევები მქონდა, არ გადამიტანია მარტივად, მაგრამ ამით არავინ შემიწუხებია. ადამიანისთვის მთავარი ისაა, რომ საკუთარ ემოციებს აჯობოს და როცა განსაცდელი აქვს, როცა ძალიან უჭირს, საკუთარი პრობლემები სხვას არ მოახვიოს და თავადვე გაუმკლავდეს. ვფიქრობ, რომ ამის უნარი მაქვს და შევძელი კიდეც ასე მოქცევა. ჩემს განცდებს ღიად არასდროს ვაჩვენებდი და წლებმაც დამარწმუნა, რომ ეს სწორია. ჩემ გარშემოც ასეთი ადამიანები არიან. მაგალითად, ბებია ლალი – მიუხედავად თავისი დიდი დარდისა, არასოდეს არავინ შეუწუხებია. ბებიას და ბაბუას შვილი დაეღუპათ, მაგრამ ერთი წუთით არ გვიგრძნია, რომ მათ ამხელა დარდი აქვთ. არავინაა ჩემს ოჯახში ისეთი, ვისგანაც, ამ თვალსაზრისით, ცუდ მაგალითს ავიღებდი – იწუწუნებდა და საკუთარი სტრესით დაგვრთგუნავდა. ყველა შეგნებული და ძლიერი ადამიანია. ადამიანი, ხომ, საკუთარი გარემოცვიდან იღებ მაგალითს და ამ მხრივ, გამიმართლა.
– ბოლო პერიოდში საკმაოდ მძიმე ამბები გამოიარე, მამის და ბებიის გარდაცვალება, მაგრამ არცერთ ეტაპზე არ ყოფილხარ დრამატული ადამიანი.
– არ არსებობს, დღე ისე გავიდეს, რომ არ გამახსენდეს ბებია, მამა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ვცხოვრობ. ადამიანს ყველაფრის შეცვლა შეუძლია, გარდა გარდაცვალებისა, მაგრამ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლო და შენი დარდით ყველა არ უნდა დაამძიმო.
– მივხვდი, რა არის ცხოვრებაში ჩემთვის მთავარიო – თქვი. რას გულისხმობ?
– პირველ რიგში, ოჯახი, მათი ჯანმრთელობა და ჩემი საქმე, რომლის გარეშეც ვერ გავძლებ. შინაგანად ძალიან აქტიური ვარ. არ შემიძლია, ერთ ადგილას ყოფნა და საკუთარი თავით ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. ეს შეიძლება, რაღაც მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ, ცუდიცაა, იმიტომ რომ მაწუხებს. მუდმივად ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. წამოწოლილი რომ ვარ, მაშინაც სულ რაღაცაზე ვფიქრობ და საკუთარ თავს დასვენების უფლებას ვერ ვაძლევ. ზუსტად ეს მაწუხებს, ხანდახან მაინც როგორ არ შემიძლია, საკუთარ თავს მოდუნების უფლება მივცე-მეთქი, მაგრამ ეგეთი ხასიათი მაქვს და ვერ შევიცვლები. თუმცა, ეს უკმაყოფილება განვითარებისთვის კარგია, ერთ ადგილას არ გავიყინები. ჩემს ადგილას, სხვა, ალბათ, დიდი ხნის წინ დაკმაყოფილდებოდა არსებული მდგომარეობით.
– მაგრამ მეორე უკიდურესობაშიც ხომ არ გადადიხარ, საკუთარ თავს რომ სიამოვნებას აკლებ?
– კი. ამ პანდემიის დროს ამაზეც დავფიქრდი. მივხვდი, რომ ბევრს ვთხოვ საკუთარ თავს, დიდ სტრესს ვაყენებ და „გადავიწვი“. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ მოდუნება აუცილებელია. მე უკვე ზღვარზე ვიყავი და კორონა ამაშიც დამეხმარა.
– მითხარი, ოჯახს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვსო. კიდევ ერთხელ ოჯახის შექმნაზე და შვილის გაჩენაზე ფიქრობ?
– ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. თუ ისე მოხდა და ღმერთმა მეორე შანსი მომცა, აუცილებლად შევქმნი მეორე ოჯახს და გავაჩენ იმდენ შვილს, რამდენსაც ღმერთი მომცემს. ძალიან მინდა, ელენეს და-ძმა ჰყავდეს. ელენესაც ძალიან უნდა. ვფიქრობ, რომ ოჯახი ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კი არა, მთავარია.


скачать dle 11.3