კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ნუკი კოშკელიშვილი: წარამარა შიშველ ფოტოებს ვდებ, ეტყობა, ტვინში რაღაც ზღვარი მაქვს დარღვეული

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი ზაფხულის ცხელ დღეებს, როგორც ყოველთვის, საქართველოში ატარებს, თუმცა გასული წლებისგან განსხვავებით, ამჯერად ბენის გარეშე –  პანდემიის გამო სხვადასხვა კონტინენტზე მოუწიათ დარჩენა. ნუკი ზაფხულის დღეებზე, ოლივერზე და არაერთ საინტერესო თემაზე გვესაუბრა.
  ნუკი კოშკელიშვილი: ზაფხულის დასვენებასთან დაკავშირებული გეგმები ჩემთვის საერთოდ არ შეცვლილა, რადგან ყოველ ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. ამ მხრივ, წლევანდელი ზაფხულიც არ არის გამონაკლისი, გარდა ერთისა,  სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე აქ არ იმყოფება  – მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა კონტინენტზე ვიმყოფებით. ბათუმში ახლახან ჩამოვედი. მანამდე კახეთში ვიყავი და ძალიან  კარგი დრო გავატარე. ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, მერე, ალბათ, უფრო მეტი ადგილის მონახულებას შევძლებ. სულ მრცხვენია ხოლმე, რომ სვანეთში არ ვარ ნამყოფი, რაჭა მხოლოდ ერთხელ მოვინახულე და ასე შემდეგ. უამრავი ადგილია საქართველოში, რომელიც არ მინახავს და აუცილებლად უნდა ვნახო. სულ ვამბობ, იქამდე, სანამ წავალთ იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, ჩვენი სამშობლო უნდა დავათვალიეროთ.
– ოლივერი  ყველგან დაგყავს, როგორ ახერხებ?
– წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ვახერხებ. თავისით გამომდის. მარტივი არაა, მაგრამ სადღაც რომ მივდივარ და რაღაც მომწონს, მინდა, ოლივერიც მისი ნაწილი იყოს და როცა წამოიზრდება, ვუთხრა: დე, იცი, ჩვენ აქ ერთად ვიყავით, ერთად დავათვალიერეთ, ერთად მოვინახულეთ... დედაჩემი და ჩემი და ძალიან მეხმარებიან. ვტოვებ ხოლმე მათთან, მაგრამ მიჭირს, რაღაც შიზოფრენიკი დედა აღმოვჩნდი და სულ მინდა, რომ ჩემთან იყოს, ვერავის ვენდობი. დედაჩემმა ორი შვილი გაზრდა, ამ საქმეში ყველაფერი ჩემზე უკეთ ესმის, მაგრამ მგონია, რომ მე უფრო უკეთ ვიცი, ჩემს შვილს რა სჭირდება. მგონი, ამას პირველი შვილის სინდრომს ეძახიან. თან, დამოუკიდებლად ვზრდი და ესეც განაპირობებს ჩემს დამოკიდებულებას.
– ოლივერი ორი წლის გახდა, როგორ შეიცვალა შენი ცხოვრება ამ ორ წელში? მეორე ბავშვის თემა არ განიხილება?
– საერთოდ სხვა ცხოვრება მაქვს, სულ ყველაფერი შემეცვალა. რომ ვიხსენებ რაღაც მოვლენებს, მაგალითად, ხუთი წლის წინ სადღაც ვიყავი, უცებ გავიფიქრებ ხოლმე, ვაიმე, ბავშვი ვისთან დავტოვე? სასაცილოა ეს, მაგრამ ჩემი ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია მის გარეშე და ოდესღაც მარტო საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თუ ვიყავი, ვეღარ წარმომიდგენია. ოლივერი არის ძალიან ცელქი ბავშვი, მგონია, ცელქობა ამის გამოგონილია და მეორე ასეთი არ დაიარება დედამიწაზე. ხანდახან, რომ ვხვდები, ოლივერი გაიზარდა, მაშინ განვიხილავ  მეორე ბავშვის თემას, მაგრამ ისე მღლის ხოლმე, ვამბობ: არა, მორჩა, მე უკვე დავხურე ეს თემა, აღარ მინდა (იცინის).
– პანდემიის გამო თვეებია, ბენი არ გინახავს, რამდენად რთულია ეს  ურთიერთობისთვის?
– რთულია, მაგრამ ჩვენ ვყოფილვართ ასე ცალ-ცალკე დიდხანს. შეყვარებულობის პერიოდში იყო მსგავსი მომენტები, როცა მე დიდი ხნით მოვდიოდი საქართველოში და ის ამერიკაში რჩებოდა. ახლა ყველაზე რთული ისაა, რომ ბავშვს ვერ ნახულობს. საოცარი მამაა და მართლა უჭირს. თანგადაყოლილია
ბავშვზე, თვლის, რომ ყველაფერში, ყველა სიტუაციაში, რაც ბავშვს უკავშირდება, თავადაც უნდა იყოს ჩართული, მნიშვნელობა არ აქვს, ეს პამპერსის გამოცვლა იქნება თუ საჭმლის მომზადება. და ბენი ამას განიცდის. ეს პანდემიის პერიოდი ორმაგად რთული იყო ჩვენთვის, რადგან ბენის უშუალოდ უწევდა შეხება ინფიცირებულ ადამიანებთან.
– ერთ-ერთ პოსტში დაწერე: ოჯახში ჩხუბს, ძირითადად, იმის გამო ვიწყებ, ბენი არ იქცევა ისე, როგორც ქართველი მოიქცეოდაო. რა იგულისხმე?
– კი, ასეა, მას სხვა შეხედულებები აქვს. მაგალითად: დაობდა პური. მე ვთქვი: მოდი, ობი მოვაცილოთ და შევჭამოთ, რა მოგვივა.  ბენი: არა,  არ მოვკვდეთ, არ შეიძლება და ასე შემდეგ. სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ყველაფრის მიმართ. შესაბამისად,  ვეჯახებით კულტურულ განსხვავებულობებს და აი, მანდ იწყება ჩხუბი. ძირითადად, უმნიშვნელო მიზეზების გამო. თუმცა, ეს კულტურული განსხვავებულობა, რაღაც მხრივ, კარგიც არის – მე ვისწავლე სხვა ტრადიციები, მანაც იგივე. ბავშვი ორი სხვადასხვა ტრადიციის მქონე ოჯახში იზრდება.
– რატომ თვლი, რომ  სიტყვა „მიყვარხარ“ გაუფასურდა?
– ძალიან ხშირად ვიყენებთ ადამიანები ამ სიტყვას, მაგალითად: გკოცნი, მიყვარხარ. ჩემს ბავშვობაში რომ იყო, ელოდებოდი, როდის გეტყოდა – „მიყვარხარ“, ასე აღარაა. მაშინ რაღაც სხვა ფასი ჰქონდა, სხვა დატვირთვა. სიტყვაზე – მეგობარი თუ მირჩევს ფრჩხილების გასაკეთებლად სალონს, ვპასუხობთ: აუ, როგორ დამეხმარე, მიყვარხარ. რა შუაშია აქ მიყვარხარ? თითქოს მნიშვნელობა შეიცვალა, თუმცა, მეორე მხრივ, კარგია რაც უფრო ხშირად გავახარებთ ერთმანეთს. არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული პრობლემაა, ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რამდენად ხშირად გამოიყენებს ამ სიტყვას. სულ თუ მიყვარხარს ვიძახებთ, ეგეც მაგარი იქნება.
– 30 წლის გახდი...
– ტვინით  ისევ 21 წლის ვარ (იცინის). რომ მახსენდება, 17 წლის რომ ვიყავი, 30 წლის გოგოები რამხელა ქალები მეგონა, ნერვები მეშლება. მეორე მომენტიც მაქვს, რომ შემხვდება ვინმე და იტყვის 33 წლის ვარო, უცებ გავიფიქრებ, ვაიმე, ქალია. მერე ვაცნობიერებ, რომ მეც 30-ის ვარ და ასაკი მომემატა. რაღაცებს ისე ვეღარ ვაკეთებ, როგორც ადრე, მგონია, რომ ცოტა აღარ შეეფერება ჩემს ასაკს. მაგალითად, ჩაცმულობა, ზოგი რამ თინეიჯერული და ახალგაზრდულია. ჩემგან ასეთი რამის თქმა  სასაცილოც არის, რადგან წარამარა შიშველ ფოტოებს ვდებ სოციალურ ქსელში. ეტყობა, რაღაც ზღვარი დარღვეული მაქვს ტვინში. ჯერჯერობით კმაყოფილი ვარ იმის, რაც აქამდე გავაკეთე, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა იწყება ცხოვრება. ასაკს ათწლეულებად ვყოფ ხოლმე და მომდევნო ათ წელს ძალიან იმედიანად ვუყურებ. ისეთი მაგარი ოჯახი შევქმენი და ისეთი მაგარი შვილი მყავს, რომ ყველაფერს სჯობია.
– „ინსტაგრამზე“ ბევრი გამომწერი გყავს, ხშირად გწერენ ხოლმე? რა თემები აინტერესებთ ძირითადად?
– ტელევიზიაში ვმუშაობდი, მერე „ინსტაგრამის“ ბლოგერი გავხდი. მთავარია, გიხაროდეს, რასაც აკეთებ და იყო ბედნიერი. ბევრი გადაცემა მქონია ტელევიზიაში, ახლაც რომ შემომთავაზონ, სიამოვნებით წავიდოდი, მაგრამ  „ინსტაგრამი“ ბევრად საინტერესო რაღაცაა, ტელევიზიისგან განსხვავებით, არაფერში გზღუდავს.  მე ვარ ჩემი თავის დირექტორი, რაც ძალიან მაგარი ყოფილა. უფრო მეტ ადამიანთან მაქვს კონტაქტი და არავინ მეუბნება: მოდი, რა, უფრო მეტად იხალისე ან, პირიქით. შემიძლია, ისეთი ვიყო, როგორიც ვარ და ეს მომწონს. ბევრი მწერს  და ვცდილობ,  ყველას ვუპასუხო, მაგრამ ძალიან რთულია. ძირითადად, თავის მოვლასთან დაკავშირებული ინფორმაცია აინტერესებთ. ორსულების შემდეგ ფორმაში რომ ჩავმდგარიყავი, მე ხომ ბევრი რამის შეცვლა და გაკეთება მომიწია. ამასთან დაკავშირებით მწერენ ხოლმე.
– მოახერხე სასურველ ფორმაში ჩადგომა?
– სასურველ ფორმაში ვერასოდეს ჩავდგები, რადგან ეს გენეტიკის ამბავია. მაგრამ ვცდილობ და არ ვნებდები, ახლა უნდა დავიწყო ვარჯიში, რომელიც მაგრად მეზარება.
– ერთხელ თქვი: ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მიდიოდნენ და ნერვებს მიშლიდნენო, ვის გულისხმობდი?
– კიდევ კარგი, ეს პერიოდი დავხურე და აღარავინ მიშლის ნერვებს, ავირჩიე ისეთი ადამიანი, რომელთანაც ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ რომ თხოვდები, ხომ არ კვდები? (იცინის) გყავს მეგობრები, რომლებიც გიყვებიან თავის ამბებს და ისევე განიცდი, როგორც საკუთარ თავზე. იგივე პრობლემებია დღესაც, რაც ათი წლის წინ იყო და ალბათ, მსგავსი რამ ყოველთვის იარსებებს: „ნეტა ის რას ფიქრობს ჩემზე“, „ნეტა რატომ გაქრა“ და ასე შემდეგ.  
–  ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხარ, თაყვანისმცემლებიც გეყოლება, ბენი არ ეჭვიანობს?
– საერთოდ არ მყავს თაყვანისმცემლები და კიდევ კარგი, თორემ ბენი ძალიან იეჭვიანებდა.  საქართველოში იმდენად ყველამ იცის, რომ გავთხოვდი და ბედნიერი ვარ, მე მგონი, საერთოდ ჩამომწერეს (იცინის). ეს ძალიან კარგია, რადგან რომ მყავდეს თაყვანისმცემლები, ალაბთ, რაღაცნაირად უხერხულად ვიგრძნობდი თავს და დისკომფორტიც მექნებოდა. ბენიც მშვიდად არის. იცის, რომ საქართველოში გათხოვილ ქალს დიდ პატივს სცემენ.

скачать dle 11.3