კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 სალომე ზუხბაია პირველი ქართველი ბავშვია, რომელიც „ლა სკალას“ აკადემიაში 10 წლის ასაკში მოხვდა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  10 წლის ემოციური მომღერალი სალომე ზუხბაია, უკვე წლებია, დედასთან ერთად, ემიგრაციაში იტალიაში ცხოვრობს. ის „ლა სკალას“ აკადემიის გუნდის წევრია. როდესაც ქართულად მღერის, თვალზე ცრემლი ადგება და რთულია, დაიჯერო, რომ ამ პატარა გოგონას გულით თავისი ქვეყნის ამხელა სიყვარული დააქვს. სალომე ახლახან ინტერნეტ-კონკურსის გამარჯვებული გახდა და მისმა ქართულად ნამღერმა, ყველაზე მეტი ნახვა და მოწონება დაიმსახურა.
  სალომე ზუხბაია: მერვე წელი ხდება, რაც დედასთან ერთად იტალიაში ვცხობრობ. თავიდან, ბარში ვცხოვრობდით, ახლა კი მილანში ვართ. 3 წლის ვიყავი, როცა საქართველოდან აქ ჩამოვედით და დღემდე ჩემი ქვეყანა მენატრება. მახსოვს, პირველი პერიოდი ძალიან მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, ბაღელები, „ბასტი-ბუბუელები“, დალი მასწავლებელი, ბებიები და ბიძა. ხანდახან, მიტირია კიდეც.
ჟანა (სალომეს დედა): ჩვენ წარმოშობით აფხაზეთიდან ვართ. თბილისში ვცხოვრობდით და შემდეგ, ჩემი მეგობრის დახმარებით, იტალიაში წამოვედით. სალომე ძალიან ემოციური ბავშვია, მაგრამ მიზანდასახული და შრომისმოყვარე. ხშირად ამბობს: ჩემი ოცნებაა, საქართველოს მალე ჩავეხუტოო. რომ ეკითხებიან, რა და ვინ გენატრებაო, პასუხობს: საქართველო, ბებია და ბიძაო. ისინი ჩამოდიან ჩვენს სანახავად, სალომე კი სულ ორჯერ მყავდა გალში და ის სითბო და სიყვარული დღემდე მოჰყვება.
სალომე: იტალიაში გავიზარდე, მაგრამ საქარველო მიყვარს და მინდა, დავბრუნდე. სიზმრებშიც სულ მანდ ვარ.
– მიკვირს, რომ ქართულად ასე კარგად ლაპარაკობ და არ დაგვიწყებია. ეს ვისი დამსახურებაა?
– დედას დამსახურებაა, ქართული რომ არ დამავიწყდა. „ლა სკალას“ აკადემიაში ვსწავლობ და უამრავი მეგობარიც მყავს, თუმცა, თბილისელ მეგობრებსაც არ ვივიწყებ და ხშირად ვეკონტაქტები.
ჟანა: დედაჩემიც, მამაჩემიც და მამას დედაც კარგად მღეროდნენ, მეც მუსიკალური მაქვს დამთავრებული, ფორტეპიანოს განხრით, ამიტომ, არ გვიკვირდა, სალომე 2 წლის ასაკში „ცირას“ რომ მღეროდა (იცინის). სამი წლის იყო, როცა „ბასტი-ბუბუში“ მივიყვანე, ერთი სემესტრი იარა და მერე იტალიაში წამოვედით. ახლა კი მილანის სახელმწიფო გუნდში მღერის, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით. საოცრად პატრიოტი ბავშვია და ყველგან ქართულად მღერის. აქაურ ქართველ ბავშვებთანაც მეგობრობს და არც ერთ ქართულ ღონისძიებას არ ვაკლდებით.
– ახლახან სალომემ ახალგაზრდულ კონკურსზე მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებულიც გახდა. ათი წლის ასაკის ემიგრანტი გოგონასთვის მილანში ეს დიდი წარმატებაა.
– მილანში არქიმანდრიტმა კირიონმა, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარია, პანდემიის პერიოდში გააზიარა ვიდეო, სადაც ამ კონკურსის შესახებ იყო ინფორმაცია. მანამდე ჩვენ კუნძულ მალტაზე მივდიოდით კონკურსზე. მამა კირიონმა მითხრა: სალომემ ამ კონკურსში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობაო. ბილეთებიც გვიყიდა და სასტუმროს თანხებიც დაფარა. მოკლედ, მზად ვიყავით გასამგზავრებლად, ორი სიმღერა ჰქონდა მზად – იტალიური და ქართული, კინოფილმიდან „ბაში-აჩუკი“. პანდემია დაემთხვა, მილანი დაიკეტა და ვერ წავედით, ამან შეგვიშალა ხელი. იტალიაში მოღვაწეობს პიანისტი ნინო მაისურაძე, რომელმაც სალომე ამეცადინა. მოკლედ, მალტაში რომ არ წავედით, სხვა კონკურსზე გამოიყენა ეს მომზადებული სიმღერა, საქართველოს ჰიმნი და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაიმარჯვა კიდეც.
სალომე: ჩემს ნომერს ყველაზე მეტი „ლაიქები“ და ნახვები ჰქონდა. თავადვე მიკვირდა, რა ხდება-მეთქი (იცინის).
ჟანა: სალომეს უკვე ქუჩაშიც ცნობენ. დასავლეთ ევროპის ეპარქიამაც დადო მისი იტალიურად  ნამღერი. იქაც დიდი მოწონება დაიმსახურა. წარმოიდგინეთ, 65 ბავშვიდან 13 ბავშვი აირჩია „ლა სკალას“ აკადემიამ და სალომე მათ შორის აღმოჩნდა.
– თუ არ ვცდები, სალომე, პირველი ქართველი ბავშვია, ვინც „ლა სკალას“ აკადემიის გუნდში მოხვდა.
– დიახ, ასეა – სალომე პირველი ქართველი ბავშვია, რომელიც „ლა სკალას“ აკადემიაში 10 წლის ასაკში მოხვდა. სხვათა შორის, „ლა სკალას“ აკადემიის სტუდენტია გიორგი ლომისელიც, რომელიც ძალიან დაეხმარა სალომეს – ვოკალში ამზადებდა.  
სალომე: ადრე გიორგი მეუბნებოდა: თუ კარგად იმეცადინებ და არ იზარმაცებ, ანიტა რაჭველიშვილის ხმა გექნება, „მეტროპოლიტენში“ იმღერებო და მეც სულ გავიძახოდი: რომ გავიზრდები, ანიტა რაჭველიშვილი უნდა გამოვიდე-მეთქი (იცინის). მინდა, მასავით წარმატებული ვიყო და ასეთი დავბრუნდე ჩემს ქვეყანაში.
ჟანა: სალომე რასაც ჩაიფიქრებს, ყველაფრს აკეთებს. გარდა იმისა, რომ მილანის სახელმწიფო გუნდში მღერის, სპექტაკლებსა და კონცერტებშიც მონაწილეობს. კარგად ხატავს, მისი ნახატები შენახული მაქვს. მადლობა უფალს, რომ მის ასაკში ასეთ წარმატებას აღწევს უცხო მხარეში. რასაკვირველია, უხარია, მაგრამ ძალიან თავმდაბალი ბავშვია და ემოციებს თოკავს. ჩემთვის კი, როგორც მარტოხელა დედისთვის, რამხელა ემოციაა, როცა შვილის წარმატებას ხედავ, მით უმეტეს, ასეთ პატარა ასაკში და იაზრებ, მომავალში რამდენი ბედნიერება და წარმატებული წუთი ელის. არ დამავიწყდება, სალომე 4-5 წლის იყო, ოთახში მღეროდა და ჩემმა მეგობარმა მითხრა: ამ ბავშვს აქ რა უნდა, წაიყვანეთ და დააყენეთ „ლა სკალას“ სცენაზეო. მაშინ, მეგონა, იხუმრა და ახლა ვხვდები, მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი იდო და თითქოს უწინასწარმეტყველა წარმატება. ახლა, როცა სალომეს სცენაზე ვხედავ, საოცარი გრძნობა მაქვს, თითქოს აფხაზეთში ვბრუნდებით, თითქოს ის დარდი არც ყოფილა და არც ის რთული გზა გამოგვივლია. ყველაფერი მავიწყდება და მის მომავალს ვხედავ.
სალომე: პირველობა მიყვარს და კონკურსის დროს ღამეები არ მეძინა, „ლაიქებს“ ვითვლიდი (იცინის). ჩემი სამშობლო მენატრება და „სხვა საქართველოს“ რომ ვმღერი, ამიტომ მეტირება.  პატარა კი წამოვედი, მაგრამ ყველა, ვინც მიყვარს, მანდ არიან და მენატრებიან. დედა შემპირდა, საქართველოში რომ ჩავალთ, პირველად აფხაზეთს განახვებო.
ჟანა: ასაკის მიუხედავად, სალომეს ნოსტალგია უტევს და ხშირად მღერის პატრიოტული სულისკვეთების სიმღერებს. თავისით სწავლობს. ხშირად მღერის სოფო ბათილაშვილის მიერ შესრულებულ სიმღერებს. მეგრულ სიმღერებსაც სწავლობს. კონკურსში მონაწილეობა რომ გადაწყვიტა, თავისით აარჩია და  ისწავლა „სხვა საქართველო“. კატეგორიული ტონით მითხრა: დედა, სხვა სიმღერის შესრულება არც კი მთხოვოო.

скачать dle 11.3