№29 რატომ კრთოდნენ ამერიკელები ცოცხალი ბესო ბერულაშვილის დანახვაზე
ცნობილი მსახიობი-პაროდისტი ბესო ბერულაშვილი ასეთ ისტორიას ყვება: „შეერთებულ შტატებში რომ ვიყავი და ქუჩაში გავდიოდი, ადამიანები დამინახავდნენ თუ არა, ოვაციებს მიმართავდნენ, ყვიროდნენ: მისტერ ჯეიმს, მისტერ ჯეიმსო და ავტოგრაფებს მთხოვდნენ. მეც მათ სიამოვნებით ვუწერდი ქართულად – ბესო... საქმე კი ის იყო, რომ გაჭრილი ვაშლივით ვგავარ ცნობილ მსახიობს, ჯეიმს გერდოფილდს და ხალხს ის ვეგონე. რამდენიმე წლის მერე უკვე მეუღლესთან ერთად ვარ შტატებში და მინდა, გავაოცო. ქუჩაში გავედი და რას ვხედავ, ჩემს დანახვაზე შეშინებული ადამიანები თვალებს არ უჯერებენ, პირჯვარს იწერენ და შეძრწუნებულები ხელებს სახეზე იფარებენ. თურმე, ჯეიმსი გარდაცვლილა და მე რომ მხედავდნენ, ფიქრობდნენ: გაცოცხლდაო“.
ნიკა ლაშაური