№29 ბრძნული აზრები
ოტია იოსელიანი: პოლიტიკოსები მტრედებს ჰგვანან, სანამ მიწაზე დაგოგმანებენ, ჩვენი ხელიდან ჭამენ საკენკს, აფრინდებიან და ზემოდან გვასკინტლავენ თავზე.
ვოლტერი: თუ იმაზე ნაკლები ხარ, ვიდრე შეგიძლია იყო, მთელი ცხოვრება უბედური იქნები.
ტვენი: ყველაზე მშვიდად სძინავს არა იმას, ვისაც სინდისი სუფთა აქვს, არამედ იმას, ვისაც სინდისი საერთოდ არ აქვს.
დოსტოევსკი: ცხვარსა და მგელს განსხვავებულად ესმით სიტყვა „თავისუფლება“, სწორედ ამის ბრალია ყველა უთანხმოება.
ოთარ ჭილაძე: რაც უნდა მართალი იყო, შენს სიმართლეს პურივით ყველას ვერ გაუნაწილებ.
ჯეფერსონი: როცა უსამართლობა კანონად იქცევა, დაუმორჩილებლობა მოვალეობა ხდება.
ჯობსი: ისინი, ვისაც უყვარხართ, არასდროს მიგატოვებენ მაშინაც კი, თუ ასპროცენტიანი მიზეზი აქვთ, უარი თქვან თქვენზე, ასეთები ყოველთვის იპოვიან ერთ მიზეზს მაინც, რომ არ დაგტოვონ.
მამა პეტრე: გახსოვდეს, თუ ვინმე ყველაფერში გამართლებს, შენით ერთობა.
ვებერი: მე არასოდეს ვმარცხდები – ან ვიმარჯვებ, ან ვსწავლობ.
თაგორი: როცა საკუთარ თავს არ იცნობთ, მხოლოდ მაშინ ხდება სხვა ადამიანების აზრი მნიშვნელოვანი.
ბუდა: ყველაფერი გონებაშია. რასაც ფიქრობ, ის ხდება.
მორისონი: მეგობარი ისაა, ვინც გაძლევს სრულ თავისუფლებას, რომ იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.
შოპენჰაუერი: ბუნება გვიჩვენებს, რომ ინტელექტის ზრდასთან ერთად ტკივილიც იზრდება.
კონსტანტინე: გადადებული ომი სჯობია მოუფიქრებლად წამოწყებულ კინკლაობას.
ვოვენარგი: როდესაც ხელში ჩაქუჩი გიკავია, ირგვლივ ყველაფერი ლურსმნად გეჩვენება.
უაილდი: თუ თქვენ მართლა გინდათ გაიგოთ, რაზე ფიქრობს ქალი, უყურეთ მას თვალებში, მაგრამ არ უსმინოთ, რას ლაპარაკობს.
ლუდოვიკო მეთოთხმეტე: მთელი ევრობის შერიგება უფრო გამიადვილდებოდა, ვიდრე ორი ქალის.