კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 როგორ ცვლის ფერები ჩვენს შეგრძნებებს

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი


  ჩვენ ირგვლივ ფერადი სამყაროა და ვტკბებით ჩამავალი მზის მშვენიერებითა თუ ლაჟვარდოვანი ცის სიკამკამით, გვანცვიფრებს ზაფხულის ყვავილთა ფერადოვნება... მაგრამ იცით, რომ ცალკეული ფერი გავლენას ახდენს ჩვენს ემოციებსა და გრძნობებზე? - ფერი აღძრავს გარკვეულ სურვილებს და განსაზღვრავს ჩვენს სულიერ მდგომარეობას. თუ ფერთა ამ თვისებას გონივრულად გამოვიყენებთ, შეგვიძლია, განსაზღვრული შთაბეჭდილების შექმნა - კონცენტრირება რამეზე ან პირიქით, მოდუნება. დღეს განვიხილავთ ფერთა მნიშვნელობას ფსიქოეზოთერული თვალსაზრისით, რომელსაც გაგვაცნობს ეზოთერიკოსი, ქალბატონი მზია ქ.
- ფერთა გრადაციის ყველაზე ნათელი და მშვენიერი ნიმუში ალბათ ცისარტყელაა და ლოგიკურია, თუ ფერებსაც „დასახასიათებლად“ მის მიხედვით დავალაგებთ. მაშ ასე: წითელი - ადამიანში ლიდერობის, ბრძოლის, ენერგიის, ვნების გამოხატულებაა. ის აშკარად ყვირის, რომ შეამჩნიონ - ყველაზე მკვეთრი და კაშკაშაა. ქალი წითლებში ყურადღებას იქცევს და ისიც მზადაა ამისთვის. წითელს ირჩევენ ლიდერები, პრინციპული და მიზანდასახული ადამიანები, რომლებიც ილტვიან გამარჯვებისა და ძალაუფლებისთვის. წითელი აღვიძებს: მადას, სქესობრივ ლტოლვას, პრინციპულია და აღძრავს გამარჯვების ჟინს. თუ წითელს დიდხანს უყურებთ, ორგანიზმში აქტიურდება ყველა პროცესი, მაღლდება არტერიული წნევა; ხდებით მებრძოლი, ივსებით საკუთარი თავის რწმენითა და ენთუზიაზმით. თუმცა, უნდა აღინიშნოს მისი ნეგატიური მხარეც: ის აგრესიის, მრისხანების, ავხორცობის, ჩხუბის, ძალადობის, ნგრევის, ამასთანავე, სიკვდილზე გამარჯვების ფერიცაა. წითელი ჩქარა ღლის.
- შემდეგი ნარინჯისფერია...
- რომელიც წითლისა და ყვითლის შერევით მიიღება და კმაყოფილების, სიხარულის, სითბოსა და თავდაჯერების ფერია - ამაღლებს განწყობას, იქცევს ყურადღებას, ბადებს უსაფრთხოების შეგრძნებას. ნარინჯისფრით უკიდურესი გატაცება ნიშნავს - ცხოვრებას განცხრომაში. ეს ფერი განგაწყობთ, პოზიტიურად უყუროთ ცხოვრებას, იყოთ გულღია, კომუნიკაბელური, თავისუფლების მოყვარე, შემოქმედი, ენთუზიასტი. მისი ჭვრეტა დაგეხმარებათ, დაძლიოთ დეპრესიული განწყობა, შიში, აივსოთ ენერგიით. ამ ფერის ნეგატიური მხარე კი გიბიძგებთ ნებივრობისა და სისუსტისკენ, აღძრავს პატივმოყვარეობას, ილუზიებს, ამპარტავნებას. თუმცა, იმავდროულად, საყვარელი ფერია ის მეოცნებე და ძლიერი ინტუიციის მქონე ადამიანებისთვის. შემდეგია ყვითელი - ოპტიმიზმისა და ენერგიულობის ფერი. ავსებს სიხარულით, სითბოთი, სიკეთის რწმენით. ყვითელი ასტიმულირებს ტვინის მუშაობას, ახდენს ყურადღების კონცენტრირებას, აუმჯობესებს მეხსიერებასა და ნერვული სისტემის მუშაობას, თუმცა ზედმეტად გაღიზიანება და აფორიაქებაც შეუძლია. ყვითელს უპირატესობას ანიჭებენ მიზანდასახული, მხიარული და ენერგიული ადამიანები. ყვითელი ტანსაცმელი გამოგარჩევთ და გარშემო მყოფთა კეთილგანწყობასაც მოგაპოვებინებთ. მისი ნეგატიური მხარეა: ეგოცენტრიზმი, გაუწონასწორებლობა, სიძუნწე. თუმცა, მისი ჭვრეტა ათბობს და ამაღლებს განწყობას.
- მწვანე - სიმწვანე ხომ ეკოლოგიაა...
- ის „ლურჯი“ სიმშვიდისა და „ყვითელი“ ოპტიმიზმის შეხამებაა. მწვანე ანუ ბუნების ფერი მართლაც ამშვიდებს და ადუნებს. ვინც მწვანეს ანიჭებს უპირატესობას რაციონალური და სერიოზულია, მშვიდად მიუყვება ცხოვრების გზას და აქვს მდიდარი სულიერი სამყარო. მწვანე ფერია: სიმშვიდის, სიწყნარის, ჰარმონიის, სიმსუბუქის, კეთილდღეობის; სიმბოლოა ახალგაზრდობისა და სიხალასის, ხანდახან კი - მოუმწიფებლობისაც. თუმცა, მწვანესაც აქვს ნეგატიური მხარე და ესაა: აპათია, სიჩუმე, მერყეობა, გულუბრყვილობა, უიმედობა, დარდი. მას შეუძლია მოახდინოს დამთრგუნველი შთაბეჭდილება. ბუნების ფერს მოსდევს ცისფერი - ფერი ზეციური, უბიწოებისა და სულიერების გამოხატულება. ცისფერი ტანსაცმელი ნდობასა და პატივისცემას აღძრავს, ხაზს უსვამს სტაბილურობას. ცისფერი კედლები შენობაში განაწყობს შრომისკენ, ამშვიდებს, კლავს ზედმეტ ემოციებს. ცისფერი სიმბოლოა: სინაზის, ჰაეროვნების, რწმენის, სისუფთავის, მაღალი იდეალების, კაცთმოყვარეობის, საღი აზრის. ნეგატიური მხარე კი: სიცივე, პასიურობა, გულგრილობა, მელანქოლია, დაღლილობაა. ცისფერს მედიტაციურ პრაქტიკაში იყენებენ დაძაბულობის მოსახსნელად. აქვს უნარი, დაბლა დაწიოს ტემპერატურა, არტერიული წნევა, აქრობს შეშუპებას.
- ლურჯი მარადიულობის სიმბოლოა?
- და ასევე, მუდმივობისა და ნდობის. ეს ფერია სიჩუმის, თვითდისციპლინის, ინტუიციის, ფილოსოფიისა და იდეალიზმის. ხსნის სტრესსა და ემოციურ დაძაბულობას, გიბიძგებთ შინაგანი სამყაროს განჭვრეტისკენ. ლურჯი ამუხრუჭებს ნერვული სისტემის დაძაბულობას, ახშობს გაღიზიანებასა დ მრისხანებას. ლურჯის ნეგატიური მხარეა: სევდა, დათრგუნვა, შეფერხება, შიში, სხვაზე დამოკიდებულება, უძრაობა. უკუჩვენება აქვს დეპრესიისა და უგუნებობის დროს. ცისარტყელას ბოლო კი იისფერია - ურთიერთწინააღმდეგობრივი შერწყმა: აქტიურ წითელს პლუს პასიური ლურჯი. ის სიმბოლოა კოსმოსის, ფანტაზიის, წარმოსახვის, სულიერების, შემოქმედების. იისფერს ირჩევენ არაჩვეულებრივი, ანუ ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვებს არ ჰგვანან. როგორც წესი, მათ ცხოვრებაში რეალიზება უჭირთ. იისფერი ზემოქმედებს ფსიქიკაზე და იწვევს აპათიას; ამაღლებს დაბალ თვითშეფასებას. მისი ნეგატიური მხარეა: მარტოობა, ჩაკეტილობა, საკუთარი თავისგან გაქცევა, შთაგონება, ილუზიები.
- თეთრი და შავი?
- მართალია, შავთეთრი ცისარტყელას სპექტრში არ ჯდება, მაგრამ ორივე ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ცხოვრებაში. თეთრი - სიწმინდის, იმედისა და სიმშვიდის ფერია. თეთრი ტანსაცმლის არჩევით ადამიანი ხაზს უსვამს თავის მდგომარეობას: სიმსუბუქეს, რომანტიკულ, სადღესასწაულო განწყობას. თუ თეთრს გადაირჩევთ, ეს სიცივესა და განშორებაზე მიუთითებს, თეთრი სწრაფვაა იდეალურობისკენ. ვინც თეთრს ანიჭებს უპირატესობას სისუფთავის მოყვარული და იდეალისტია. შავი კი პირიქით, სიმბოლოა მძიმე ცხოვრებისა. თუმცა, შავ ტანსაცმელში შეიძლება ნაკლის დამალვაც. ვინც ამ ფერს ანიჭებს უპირატესობას, საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის, მიდრეკილია, სამყარო მუქ ტონებში აღიქვას. მიუხედავად ამისა, კლასიკა, როგორც წესი, შავი ფერისაა. ასევე, ძლიერია კავშირი შავსა და სექსუალურობას შორის.
  მაშ ასე, ფერები არა მარტო სამყაროს აფერადებს, არამედ მოქმედებს ჩვენს გრძნობებსა და ემოციებზეც - შვიდფეროვან ცისარტყელას ფერებს შეუძლია გამოიწვიოს სხვადასხვა შეგრძნება: ოპტიმიზმიდან დეპრესიამდე. თბილი ტონები თუ განგაწყობთ პოზიტიური ურთიერთობისა და აქტიურობისთვის, გაძლევთ ენერგიას, ცივი ფერები - ამშვიდებს და ადუნებს. ამიტომ, ფერს, რომელსაც აირჩევთ, ბევრი რამის მოყოლა შეუძლია თქვენზე.

скачать dle 11.3