კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: მთელი ახალგაზრდობა სახისთვის ძვირად ღირებულ ღამის კრემებს ვიყენებდი. ახლა, ასაკში კი, გადავწყვიტე, სახეზე მხოლოდ სახლის პირობებში მომზადებული კრემი წავისვა. იქნებ მასწავლოთ რაიმე ეფექტური რეცეპტი, რომელსაც ადვილად მოვამზადებ.
პასუხი: გასწავლით, გამაახალგაზრდავებელ, საშინაო პირობებში ადვილად მოსამზადებელ, უნივერსალურ კრემის რეცეპტს, რომელიც საგრძნობლად აახალგარდავებს კანს. დაგჭირდებათ: 100 გრამი ნაღები, ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი კონიაკი. ბლენდერის გამოყენებით ყველა ინგრედიენტისგან მოამზადეთ ერთგვაროვანი მასა. ყოველ საღამოს, გაწმენდილ სახის კანზე წაისვით თხელ ფენად, რამდენიმე წუთის განმავლობაში იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით და დაიტოვეთ, დაახლოებით, 1 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კრემი უნდა შეინახოთ მინის ქილაში, მაცივარში. კვირაში 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა ძალიან მალე სასიამოვნო ცვლილებები მოახდინოს – ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება, კანის ტონი გათანაბრდება, დაიბრუნებს სიმტკიცეს და სიმკვრივეს.
კითხვა: ფეხს ვიპარსავ, იღლიის ზონაში კი დეპილაციას ვიკეთებ და კანი საშინლად მიღიზიანდება. არის რაიმე საშუალება, რაც ასეთ დროს გაღიზიანებულ კანს დაამშვიდებს?
პასუხი: გაპარსვის ან დეპილაციის პროცედურის შემდეგ კანის გაღიზიანება თავიდან რომ აირიდოთ, გამოიყენეთ სარეცხი საპონი.
კითხვა: ამბობენ, იაპონელი ქალები ბრინჯისგან მომზადებული სახის კანის საშუალებების დახმარებით ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ კანის სიგლუვესო. იქნებ რეცეპტი მასწავლოთ, რომ მოვამზადო და ვცადო?
პასუხი: მოხარშეთ 3 სუფრის კოვზი ბრინჯი. სითხე გადაღვარეთ სუფთა ჭურჭელში (ის მომდევნო ეტაპისთვის დაგჭირდებათ), ხოლო მოხარშული ბრინჯი გამდინარე, ცივ წყალს რამდენიმე წუთით შეუშვირეთ. ბრინჯს დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი რძე და 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი. ურიეთ იქამდე, სანამ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში ბოლომდე არ გაიხსნება. წაისვით სახის კანზე, კისერზე და დეკოლტის ზონაზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ბრინჯის ნახარშით. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ ჩაიტარებთ, ხანმოკლე დროში შენიშნავთ, როგორ მცირდება ნაოჭები და კანი გლუვი ხდება. მოცემული საშუალება ნამდვილად დაუბრუნებს თქვენს კანს სიმტკიცესა და ელასტიკურობას, კარგად დაატენიანებს და გამოკვებავს მას, რაც ახალგაზრდობისა და სილამაზის ღრმა სიბერემდე შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.


скачать dle 11.3