№29 როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები
ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი უხილავი ენერგეტიკული სამყაროს შედეგია, რომელიც თითოეული ადამიანის გარშემო ტრიალებს. ბედნიერი ქორწინების საფუძველი პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმაა, როცა ორ ადამიანს შორის ერთი საერთო ენერგოველი წარმოიქმნება. ეს მათ აახლოებს და იცავს.
როცა გიყვარს, გგონია, ყველა პრობლემას მოაგვარებ და წინააღმდეგობასაც ადვილად გადალახავ. ეს ბუნებრივია. თუმცა, უნდა გაითვალისწინო, რომ ყველა ადამიანს თავისი ენერგეტიკული ველი აქვს და თუ შეყვარებული წყვილის ველები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ამას უბედურების მეტი არაფერი მოაქვს. ამიტომ, ყურადღებით უნდა მოეკიდოთ მომავალი სასიყვარულო პარტნიორის ენერგეტიკული ველის თავისებურებას. უმჯობესია, სანამ ერთად ცხოვრებას გადაწყვეტთ, მანამდე ჩაწვდეთ რჩეულის ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. ასე საბედისწერო შეცდომებისგან იქნებით დაზღვეული. სექსუალური ლტოლვა და გამოცდილება თანდათან მოდის, ენერგეტიკულ თავისებურებას კი, ვერსად გაექცევით. სულაც არ არის იმის გარკვევა რთული, თუ როგორ უნდა მიხვდეთ, რომელი ადამიანია თქვენთვის ენერგეტიკულად მისაღები, მით უმეტეს – ვინ უნდა აირჩიოთ მომავალ მეუღლედ და სასიყვარულო პარტნიორად. მაგალითად, თუ თქვენს რჩეულთან ინტიმური ურთიერთობის დროს იღლებით, ეს იმის მანიშნებელია, რომ თქვენი ენერგეტიკული ველები შეუსაბამობაშია. ანუ, თქვენი პარტნიორი ენერგეტიკულად აბსოლუტურად განსხვავდება თქვენგან. ეს იმის დასტურია, რომ თქვენი რჩეული თქვენგან გაცილებით მეტ ენერგიას იღებს, ვიდრე შეგიძლიათ, მას გაუნაწილოთ და მისცეთ. მისგან წამოსული ენერგია კი იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ, მიიღოთ და ეს თქვენში არასასურველ და არასასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. საერთო ჯამში კი ეს ორ ადამიანს შორის ენერგეტიკულ შეუთავსებლობას იწვევს და სწორედ, აქედან იწყება კონფლიქტები, გაუგებრობები, ჩხუბი, დაძაბული სიტუაციები და ასე შემდეგ. საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საფუძველია პარტნიორების ენერგეტიკული ველის ისეთი შერწყმა, რომლის დროსაც საერთო ენერგოველი, აურა წარმოიქმნება, რომელიც მათ უფრო აახლოებს და იცავს უარყოფითი ენერგიისგან. ამ დროს მეტი სიმშვიდე, ჰარმონია და გაგებაა მეუღლეებსა და ოჯახის წევრებს შორის.
როცა ცხოვრების თანამგზავრს ირჩევთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მის წინაპარს, ოჯახსა და რჩეულთან დამოკიდებულებაში საკუთარი გუნება-განწყობის ცვალებადობას. თავიდან თითქოს ყველაფერი წესრიგშია, ახალდაქორწინებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, მაგრამ, მერე თანდათან იძაბება სიტუაცია და ეს ერთი შეხედვით ბედნიერი წყვილი, სულ მალე ანგრევს ოჯახს და ცოლ-ქმარი სკანდალურად შორდება ერთმანეთს. კონკრეტული ადამიანის ენერგეტიკის ცოდნა კი დაგეხმარებათ, თავი აარიდოთ უსიამოვნებებს და შვილი ბედნიერ გარემოში აღზარდოთ.
ასე რომ, წარუმატებლობა თავად ადამიანის ბრალია და ამას, მარტო უბედობა და უიღბლობა არ განსაზღვრავს. ყველა კონკრეტულ ოჯახს თავისი ენერგეტიკული ველი და აურა აქვს, ეს კი, სწორედ, დამოკიდებულია ცოლ-ქმრის აურაზე, მათ შორის არსებულ ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ეს ქვეცნობიერად, ენერგიების დონეზე ხდება. თუ ეს ველი დარღვეულია, მაშინ ყველა უსიამოვნება და უბედურება, რაც ოჯახში ხდება, სწორედ ამას უკავშირდება. თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის ნებისმიერ დარტყმას, პრობლემას, წინაღობასა თუ ბარიერს უძლებს და ლახავს. ცოლ-ქმარი, ერთმანეთზე ზემოქმედებას ბიოველების საშუალებით ახერხებს და როცა კავშირი ჰარმონიულია, ისინი ერთი მექანიზმით მუშაობენ, ერთმანეთისაც კარგად ესმით და იდილიაშიც ცხოვრობენ. მაგრამ, თუ ოჯახის საერთო ველი დარღვეულია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს, ხშირად კამათობენ, უმიზეზოდ ჩხუბობენ. როცა ოჯახი იქმნება, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწყობა ერთმანეთს თუ არა წყვილი ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ სირთულეები გადალახონ. ამიტომ, თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს უხერხულად გრძნობთ, იღლებით და დისკომფორტი გეწყებათ, მასთან ღრმად ნუ შეტოპავთ და ნუ აირჩევთ მას ცხოვრების მეგზურად. მაგრამ, თუ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ მშვიდდებით, დუნდებით, კმაყოფილებით ივსებით და გრძნობთ, მასთან განშორება გიჭირთ, ესე იგი, ეს ის ადამიანია, ვისთანაც საერთო ენერგეტიკული ველი მყარი იქნება და ეს იდეალური ოჯახური ცხოვრების საწინდარია, ზედმეტ პრობლემასაც აგაცილებთ თავიდან და არც ოჯახის დანგრევის წინაშე აღმოჩნდებით.