კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ექიმის რჩევები

კითხვა: 2 კვირის წინ ბრონქიტი მქონდა და ნემსებს ვიკეთებდი. რამდენიმე დღეა, შევამჩნიე, რომ კუნთზე ნანემსარი ადგილი გამაგრებულია, იქნებ მირჩიოთ რაიმე საშუალება, რომ გამაგრება აღარ მქონდეს.
პასუხი: თუ ნანემსარი არ არის გაწითლებული და შეხებით ცხელი, მაშინ საგანგაშო არაფერია, დროთა განმავლობაში თავისით გაიწოვება. გირჩევთ, გამაგრებულ ადგილზე გაიკეთოთ, ეგრეთ წოდებული, „იოდის ბადეები“. იყავით ყურადღებით, რათა არ გამოგრჩეთ გართულების დასაწყისი.
კითხვა:  ვარ 21 წლის. 1 წლის წინ გავიკეთე მედიკამენტოზური აბორტი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და გართულებების გარეშე. ვგეგმავ ორსულობას და მას შემდეგ მაქვს დაუცველი სექსი, თუმცა არ დავფეხმძიმებულვარ. შეიძლება, აბორტი უშვილობის მიზეზი გამხდარიყო?
პასუხი: მედიკამენტურ აბორტს ქირურგიულთან შედარებით რამდენიმე უპირატესობა აქვს, მაგრამ ის არ გამორიცხავს გართულებებს. ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას (ნებისმიერი მეთოდით) ხშირად ახლავს ისეთი გართულებები, რაც შემდგომში უშვილობას იწვევს, მაგრამ ცალსახად იმის თქმა, რომ აბორტის შემდეგ ორსულობა არ დადგება არ არის სწორი, თუმცა აბორტი არის რისკი ტრავმის განვითარების (როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური). ორსულობის ნებისმიერი გზით შეწყვეტა ორგანიზმისთვის სტრესია და ჰორმონულ დისბალანსს იწვევს.
კითხვა: მაქვს მწვავე B ჰეპატიტი. მაინტერესებს, სიგარეტის მოწევა თუ შეიძლება? რამე პრობლემას ხომ არ შემიქმნის?
პასუხი: დიახ, სიგარეტის მოწევაა არ არის რეკომენდებული და უნდა შეწყვიტოთ.
კითხვა: ვარ 19 წლის, მკერდზე მაქვს მეჭეჭის მსგავსი წამონაზარდი, ზუსტად მკერდის თავზე. არ მტკივა. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: აუცილებლად უნდა ნახოს მამოლოგმა.
კითხვა: რა ანალიზით გავიგებ, გამართულად მუშაობს თუ არა თირკმელი? მხოლოდ შარდის ანალიზი უნდა გავიკეთო თუ სისხლისაც?
პასუხი: უნდა ჩაიტაროთ სისხლში კრეატინინის განსაზღვრა.
კითხვა: 27 კვირაზე პლაცენტის პირველი ხარისხის სიმწიფე რამდენად ნორმაა? დაბერების პროცესი დაჩქარებული ხომ არ არის? მეორე ფეხმძიმობაა.
პასუხი: 27-32 კვირიდან პლაცენტა აღწევს მომწიფების პირველ ხარისხს. 34-37 კვირას – მეორე ხარისხს, 38-40 კვირას – მესამე ხარისხს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3