№29 ატმის სასარგებლო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ატამი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, განსაკუთრებით ქლოროგენური მჟავით, რომელიც ძირითადად, მის კანსა და ქერქშია კონცენტრირებული. ცნობილია, რომ ამ ნივთიერებას აქვს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები. ატამი, ასევე, არის A ვიტამინის წყარო, რომელიც უზრუნველყოფს ფილტვისა და პირის ღრუს დაცვას კიბოსგან.
ატამი ადამიანს ანაყრებს, ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს.
კალიუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობის წყალობით, ის სასარგებლოა ანემიის, გულის დაავადებების, სტრესის დროს. ატამი რეკომენდებულია მძიმე ავადყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენისთვის.
ატამი სასარგებლოა გულის რიტმის დარღვევების დროს, ჰიპერტონიისას. ის ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვის უნარს.
ატამი ხელს უწყობს ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას, აბრკოლებს ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების გაჩენას.
ატამი სასარგებლოა ბავშვებისა და ორსულებისთვის, ასევე, დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებისთვის.
ატამი დადებითად მოქმედებს კუჭის დაავადებების დროს, კერძოდ, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას. მას, ასევე, აქვს შარდმდენი ეფექტი, ამდენად, ხელს უწყობს თირკმელებიდან ქვიშის გამოდევნას.
ატამი აუმჯობესებს ტვინის საქმიანობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციას.
ატმის ფოთლები და ყვავილები, ასევე, სასარგებლოა ადამიანის ორგანიზმისთვის. მათი ნახარში კუჭში გამხსნელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა.
ატმის კურკის ნაყენი გამოიყენება გაციებისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.
ატმის კურკა არის ნუშის ზეთისა და ვიტამინ B17-ის წყარო.
არომათერაპიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ატმის არომატი მოქმედებს, როგორც ანტიდეპრესანტი.
მისი უჯრედები არეგულირებს ნაწლავების მოქმედებას, A, C და B ჯგუფის ვიტამინები კი ამაღლებს იმუნიტეტს. ამიტომ, თუ ადვილად ცივდებით, მიირთვით ატამი. კალციუმი მაგნიუმთან და D ვიტამინთან ერთად ამაგრებს ძვლებს, ხოლო ხილის მჟავები ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ატმის კომპოტი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლებისა და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების დროს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის და მსუქნებისთვის ატმის კომპოტს უშაქროდ ამზადებენ. გარდა ნაყოფისა, სამკურნალოდ გამოიყენება ატმის ფოთლები, ყვავილები და კურკა.
იმის გამო, რომ ატამი მდიდარია რკინითა და K ვიტამინით, ის ხელს უწყობს გულის სიჯანსაღის შენარჩუნებას. K ვიტამინი ხელს უშლის სისხლის შედედებას, რითაც უზრუნველყოფს დაცვას სხვადასხვა გულის დაავადებისგან. რკინა საჭიროა სისხლის წითელი უჯრედების ჩამოყალიბებისათვის, უნარჩუნებს თქვენს სისხლს ჯანმრთელობას და ხელს უშლის ანემიას, რომელიც გამოწვეულია რკინის დეფიციტით. ლიკოპენის და ლუტეინის შემცველობის გამო ატამი, ასევე, ამცირებს გულის შეტევის რისკს. ის ასევე შეიცავს კალიუმს, ელექტროლიტს, რომელიც არეგულირებს არტერიულ წნევას და ინარჩუნებს სითხის ბალანსს, რითაც აკონტროლებს გულისცემის მაჩვენებელს და უზრუნველყოფს ინსულტის თავიდან არიდებას.
ატამი არის ბეტა კაროტინის შესანიშნავი წყარო, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, რაც მნიშვნელოვანია ბადურის ჯანმრთელობისთვის და მისი დეფიციტი იწვევს მხედველობის გაუარესებას. ამდენად, ატამი არის კარგი გზა ბეტა კაროტინის დონის შესანარჩუნებლად, რაც ხელს შეუშლის ღამის სიბრმავისა და ასაკთან დაკავშირებულ მაკულარული დეგენერაციის განვითარებას.