კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა, მოუნათლავმა ადამიანმა გადაიწეროს პირჯვარი?
პასუხი: მოუნათლავ ადამიანს შეუძლია პირჯვრის გადაწერა, მას, აგრეთვე, უფლება აქვს, დაესწროს წირვა-ლოცვის იმ ნაწილს, რომელსაც „კათაკმეველთა (მოუნათლავთა) ლიტურგია“ ეწოდება.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ზიარების დროს მოხდეს დაინფიცირება?
პასუხი: თუ ჩვენ მართლმადიდებლები ვართ და ეკლესიის საიდუმლოებებს ვეზიარებით, მაშინ ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა საიდუმლოში თავად უფალი მონაწილეობს. უფალი არ დაუშვებს ამას. თვითონ ეს ეჭვი კი იმაზე მეტყველებს, რომ თქვენი რწმენა არ არის მტკიცე, ანუ, არ ხართ დარწმუნებული, რომ ზიარების დროს უბრალო პურსა და ღვინოს კი არა, ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებთ სულისა და ხორცის საკურნებლად.
კითხვა: ვარ გასათხოვარი. დიდი სურვილი მაქვს, შევქმნა ქრისტიანული ოჯახი. ხანდახან ვფიქრობ, რომ ბედი მაქვს ჩაკეტილი ან ჯადო გამიკეთეს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: შესაძლებელია, თქვენზე ბოროტი ძალა მოქმედებს და მართლაც ეს იყოს ოჯახის შექმნის ხელისშემშლელი მიზეზი. ეკლესია არ უარყოფს ბოროტი ძალის არსებობას და მის ენერგეტიკულ ზემოქმედებას, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ბედი არანაირი ერთჯერადი მოქმედებით არ გაგეხსნებათ, თუ არ დაიწყებთ ეკლესიურ-ქრისტიანულ ცხოვრებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, გადმოვიდეს თქვენზე სულიწმიდის მადლი და კურთხევა უფლისგან.
კითხვა: ჩვენი მაცხოვარი – იესო ქრისტე ცხენზეც არ ჯდებოდა და თავმდაბლობის გამო ვირით დადიოდა. თანამედროვე მღვდლები კი ცდილობენ, ძვირად ღირებული მანქანებით იმოძრაონ. ამას როგორ ხსნის ეკლესია?
პასუხი: თანამედროვე მღვდლების ნაწილი მართლაც მოძრაობს ძვირად ღირებული მანქანებით, თუმცა, ბევრი მათგანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან, სულაც, ფეხით დადის. ზოგადად, დღევანდელი ცხოვრების ტემპი მოითხოვს, რომ ადამიანი სწრაფად გადაადგილდებოდეს და დრო რაციონალურად გამოიყენოს. ამისთვის საჭიროა მანქანა, რათა მღვდელს მეტი დრო დარჩეს მრევლისთვის. ყოველივე ამის გათვალისწინებით, შესაძლებელია, სასულიერო პირსაც ჰყავდეს მანქანა. ხშირად ამ მანქანას მრევლი თავად ჩუქნის საკუთარ მოძღვარს. მღვდელიც ხომ საზოგადოების წევრია და გარეგნულად ჩვეულებრივი ცხოვრების წესს ემორჩილება, ისევე, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. მანქანა ჰყავს თუ არა მოძღვარს, ეს არაფერს ცვლის, მთავარია, ის პირნათლად ასრულებდეს უფლისგან მინიჭებულ მოვალეობებს.
კითხვა: როგორ მოვიქცეთ, როდესაც გვაქებენ, რომ ამ ქებამ ხიბლში არ ჩაგვაგდოს?
პასუხი: როდესაც გაქებენ, გაიხსენეთ თქვენი ნაკლოვანებები და ამაზე იფიქრეთ – ასე გვირჩევენ წმიდა მამები.
скачать dle 11.3