კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№29 ახალგაზრდა, წარმატებული ტრავმატოლოგ-ორთოპედი მიხეილ ლოლაძე – თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში

ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია

  ორთოპედ-ტრავმატოლოგმა მიხეილ ლოლაძემ საკმაოდ პატარა ასაკში მოახერხა ტრავმატოლოგის ლიცენზიისა და პაციენტების სიყვარულისა და აღიარების მოპოვება. მისი პროფესიული არჩევანი ოჯახური ტრადიციის გაგრძელება იყო, თუმცა, სხვა სფეროში არასდროს წარმოედგინა თავი. რა გზა გაიარა წარმატებამდე და რა სირთულის ოპერაციების კეთება უწევს ყოველდღიურად, მიუხედავად მისი მოუცლელი და გადატვირთული გრაფიკისა, ბატონი მიხეილი დაგვთანხმდა ინტერვიუზე, რათა ესაუბრა ჩვენთვის საინტერესო თემებზე. ჰყავს მეუღლე და ერთი ვაჟი – ილია.
  მიხეილ ლოლაძე: საზღვარგარეთ ვცხოვრობდი და საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დავბრუნდი. რეზიდენტურა სამედიცინო  უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 2012-14 წლებში, კიევში გავიარე.  გარდა ამისა, სტაჟირება მაქვს გავლილი გერმანიაში, სლოვენიასა და ავსტრიაში.  დღემდე ხშირად ვხვდები ჩემს უკრაინელ კოლეგა-მეგობრებს სხვადასხვა ქვეყანაში, კონფერენციებზე.  გარდა ამისა, მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებებს. თითქმის ერთ გზაზე ვდგავართ და ერთმანეთს ვეჯიბრებით როგორც ნოვატორობაში, ისე ევროპიდან და ამერიკიდან წამოღებული ცოდნის ათვისებასა და პრაქტიკაში გამოყენებაში.
– თქვენი პირველი სამსახური...
– ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ლიცენზიის აღებამდე და აღების შემდეგაც ვმოღვაწეობ ახლანდელ ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, ასევე, ვმუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში, ყოფილ ლეჩკომბინატში – ქავთარაძეზე, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მე ვიყავი ერთ-ერთი ასაკით უმცროსი ტრავმატოლოგი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც ტრავმატოლოგიაში ლიცენზია აიღო.
– პირველი ოპერაცია გახსოვთ?
– პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია, ლიცენზიის აღების მეორე დღეს ჩავატარე. იქამდე ასისტენტად ვმუშაობდი, რეზიდენტურის პირობებში, დამოუკიდებლად, მაგრამ უფროსი ექიმის მხარდაჭერითა და გვერდში დგომით ვაკეთებდი ოპერაციებს. რა თქმა უნდა, მახსოვს და არ დამავიწყდება ჩემი პირველი ოპერაცია – 17 წლის გოგონა იყო, რომელსაც  დაახლოებით, 2-3 კვირის მოტეხილობა ჰქონდა, მკურნალობდა არატრადიციული სამედიცინო მეთოდებით და მის  გარეშემო მყოფებს ჰქონდათ ილუზია, რომ მის მორჩენას ოპერაციის გარეშე შეძლებდნენ. ავტოსაგზაო შემთხვევა იყო და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი ჰქონდა მიღებული, სამი კვირის განმავლობაში წარმოუდგენელ ტკივილებს უძლებდა, 3 კვირის შემდეგ მოგვიხდა დეფორმაციის გასწორება, ფიქსაცია.  ახლა კარგადაა, ჯანმრთელი და ბედნიერი.
– რა სირთულის ოპერაციებს აკეთებთ?
– წვრილი და მსხვილი სახსრების ენდოპროთეზირება (იმპლანტის ჩაყენება, რომელიც ანაცვლებს დაზიანებულ სახსარს). ართროსკოპიული ოპერაციები (მინიმალური, 1-სანტიმეტრიანი ჭრილობის სახსარში არსებული დაზიანების აღმოფხვრა).
– ღელავთ  ოპერაციის წინ?
 – ჯერ არ მინახავს ქირურგი, რომელიც არ განიცდის ოპერაციას. ეს ყველაფერი, ძირითადად, საოპერაციოში შესვლამდე ხდება და როდესაც იმ მისტიკურ გარემოში შედიხარ, რასაც საოპერაციო ოთახი ჰქვია, უკვე გავიწყდება, გარშემო თუ რამე პრობლემა არსებობს და იმ კონკრეტულ სიტუაციაზე   ხარ  მობილიზებული.
– პროფესიული არჩევანი როგორ გააკეთეთ?
– ვაგრძელებ ექიმობის ოჯახურ ტრადიციას. ექიმის კაბინეტში გავიზარდე, დედაჩემი – რუსუდან ლოლაძე ექიმი თერაპევტია და სხვა სფეროში წასვლაზე არც მიფიქრია. 90-იან წლებში, როდესაც არ არსებობდა სასწრაფო დახმარება, დედაჩემს 24 საათის განმავლობაში უწევდა ადამიანების დასახმარებლად სიარული. ცოტა რომ გავიზარდე, ერთად დავდიოდით. არანაირი შემოსავალი იმ პერიოდში ამას არ მოჰქონდა, ეს იყო ჩვეულებრივი პროფესიული ქველმოქმედება.
ტრავმატოლოგია-ორთოპედიაზე თავიდანვე ვფიქრობდი და სტუდენტობის პერიოდში, როდესაც ამ მიმართულებით სხვადსხვა კლინიკაში მომიწია მუშაობა, მივხვდი, აქ იყო ჩემი ადგილი და საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ტრავმატოლოგია-ორთოპედია ყველაზე ახლოს იყო ჩემთან.
– სტუდენტებთან თუ გიწევთ ურთიერთობა?
– ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, კავკასიის მედიცინის ცენტრსა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,  ჩვენთან ერთად რეზიდენტებიც მორიგეობენ, რომლებიც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ მოღვაწეობენ და ითვისებენ ყველა იმ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც საჭიროა მომავალი ტრავმატოლოგებისთვის. იერარქიული გზა აუცილებლად გასავლელია იმისათვის, რომ მომავალში ისინი თავად იქცნენ კარგ ოპერატორებად, თუ არ ყოფილხარ ასისტენტი, ვერ მიხვდები, როგორ მიუდგე და მართო შენი გუნდი ისე, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდეს. პაციენტის მორჩენა ყოველთვის გუნდური საქმეა, მარტო კაცი ვერაფერს გახდება.  
– როგორ დაახასიათებთ გუნდს, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
– ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით, რომლებსაც სისხლი გვიჩქეფს და ჩვენთვის მატერიალური მხარე არ არის პრიორიტეტი, ენთუზიაზმზეც ძალიან ბევრს ვმუშაობთ ჩვენი პროფესიული განვითარებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი შემდგომი ეტაპები უფრო გამართული იყოს და დროულად და სწორად შევძლოთ ადამიანებისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა. კლინიკებს, სადაც ვმოღვაწეობ, აქვს ტრავმატოლოგია-ორთოპედიის ძალიან დიდი სკოლა და ჩვენ ამ კლინიკის აღზრდილები ვართ,  აქ ავიდგით ფეხი და საზღვარგარეთ გავიმყარეთ ცოდნა.
  P.S. დერეფანში მიშა ექიმს უამრავი უკვე გამოჯანმრთელებული და ვიზიტზე პირველად მყოფი პაციენტი ელოდებოდა. ჩვენ გადავწყვიტეთ, უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტს გავსაუბრებოდით. ამ ქალბატონმა ვინაობაც კი გაგვიმხილა.
  ინა ცინცაძე: მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მიშა ექიმს თავისი პროფესიონალიზმისა და საქმის ერთგულებისთვის, იმ სიყვარულისა და თავდადებისთვის, რომელსაც ასე აქტიურად იჩენს პაციენტების მიმართ. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ძალიან ბევრ ექიმთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთან მქონია ურთიერთობა. წარსულის მწარე გამოცდილებით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც სკეპტიციზმით ვიყავი გამსჭვალული და არ მქონდა მაღალი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერების იმედი, მაგრამ ჩემდა საბედნიეროდ, მიშა ექიმის უბადლო პროფესიონალიზმმა და ერთგულებამ სასიამოვნოდ გამაოცა. საამაყოა, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობენ მიშა ექიმისნაირი პროფესიონალები. მისი წყალობით ჯანმრთელი და ბედნიერი ვარ.


скачать dle 11.3