კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ეკა მამალაძე: საჩუქრებს რომ მჩუქნიან, ძალიან ვწუხდები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ცოტა ხნის წინ ეკა მამალაძემ „გარდენიაში“ საყვარელ ადამიანებთან ერთად 60 წლის იუბილე აღნიშნა. დაბადების დღე რეალურად, უფრო ადრე, მარტში ჰქონდა, თუმცა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო მოუწია ამ დღეს მარტო შეხვედროდა.
  ეკა მამალაძე: ჩემი დაბადების დღე 27 მარტს იყო. გაქანებული პანდემიის დროს. მარტო შევხვდი, უფროსი ბიჭი თბილისში არ იყო, უმცროსმა ყვავილები გამომიგზავნა და ამწე ამოვიტანეთ სახლში. პატარა ამწე მაქვს, იმიტომ, რომ ჩემთან ლიფტი არ არის. პროდუქტები მისი საშუალებით ამოგვაქვს და ამჯერად ყვავილებიც ავიტანეთ (იცინის). აბა, სახლში ვერ მოვიდოდნენ, დედაჩემს უფრთხილდებოდნენ, რომ არაფერი გადადებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამ დღემ ძალიან განსხვავებულად, ცოტა გაუგებრად და უღიმღამოდ ჩაიარა.
– ზოგადად, გიყვართ საკუთარი დაბადების დღე?
– ძალიან მიყვარს, ეს დღე ჩემთვის ყოველთვის ზეიმია და დადებით ემოციებთან ასოცირდება. ბავშვობიდან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ყოველთვის აღვნიშნავდით, ზოგჯერ – სცენაზე, ზოგჯერ – სხვა ქალაქში, მაგრამ ჩვეულებრივად არასდროს ჩაუვლია. პატარა რომ ხარ, თვითონ ხომ ვერ აღვიქვამ რომელი დღე რითაა განსაკუთრებული და მშობლები მიქმნიდნენ შესაბამის განწყობას, რომ დაბადების დღე განსაკუთრებულად შემყვარებოდა. ვისაც არ უყვარს ეს დღე, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობაში კარგ მოგონებებთან არ ასოცირდება. დღეს აღარ იხდიან დაბადების დღეებს სახლში, მაგრამ მე ძალიან იშვიათად გავდიოდი სხვაგან, უპირატესობას ყოველთვის ოჯახურ გარემოში აღნიშვნას ვანიჭებდი. ზუსტად წელს ვგეგმავდი, კონცერტი დამემთხვია, მაგრამ ხომ ხედავთ, ხანდახან რაღაცებს რომ გეგმავს ადამიანი, როგორ იფუშება. საერთოდ, მე დაგეგმილი არასოდეს გამომდის.
– საჩუქრებს როგორი ემოციებით ხვდებით?
– საჩუქრები რომ მოაქვთ, ძალიან ვწუხდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს, როცა სხვას თავად ვუკეთებ საჩუქარს. ეს პოზიცია გაცილებით მომწონს, ვიდრე, როცა მე ვიღებ. ამას რომ ვამბობ, ძალიან გულწრფელი ვარ, მართლა ძალიან ვღელავ ხოლმე, რატომ შეწუხდნენ-მეთქი. უკან არ ვუბრუნებ, მაგრამ ძალიან მერიდება, ჩემ გამო რომ წუხდებიან.
– ზოგს იმიტომ არ უყვარს დაბადების დღე, რომ ასაკის მატებას განიცდის...
– გასაგებია, მაგრამ ადამიანი იმ დღესვე ხომ ვერ აცნობიერებ, რომ კიდევ ერთი წელი მოგემატა. ამისთვის დროა საჭირო. ასაკის მატება არასასიამოვნოა, მაგრამ მშვიდად უნდა შეხედო. ხომ ამბობენ, შინაგანად როგორც გრძნობ თავს, ისე გამოიყურებიო. ასაკს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას-მეთქი, ასეც ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ თავს კარგად ვგრძნობ, წლებზე არ ჩავიციკლები. ჯანმრთელობაა მთავარი, რასაც ძალიან ვაფასებ. უფლის დიდი საჩუქარია, რომ რამე ავადმყოფობა არ მაქვს. შესახედაობა – როგორ არა, რომელ ქალს არ უნდა, კარგად გამოიყურებოდეს, მაგრამ არც ამაზე ვარ ჩაციკლული. ოდნავი კორექტირების შეტანაც შეიძლება, ამას მივესალმები. არასდროს ვიტყვი – „ეს როგორ გაიკეთა“, არავის განვსჯი: ვისაც როგორ უნდა, ისე გაიკეთოს. მეც ვიკეთებ მეზოთერაპიებს, კიდევ არის რაღაც პროცედურები – ძვირია, მაგრამ მირჩევნია, ეს გავიკეთო, ვიდრე მერე უფრო სერიოზულად ჩავერიო. თუმცა მაგასაც ვიზამ. შევხედავ წლებს და თუ ძალიან არ მომეწონება რამე, ოპერაციებსაც ჩავრევ, რატომაც არა. ჯერ მგონია, თვალი არ მატყუებს და ძალიან არ მჭირდება (იცინის). თუმცა, ეკრანზე რომ არ ვჩანდე, შეიძლება, მსგავსი დეტალებისთვის ნაკლებად მიმექცია ყურადღება.
– თუმცა, თქვენ ოჯახური ტრადიცია გაქვთ, თქვენი ოჯახის ქალებს ასაკი არ გეტყობათ.
– ეს ნანის ჯიშია, მეც თუ ამ ჯიშზე წავედი, გადასარევია, ძალიან მიხარია. თუმცა, ამისთვის განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. ადრე კიდევ უფრო მეტს ვჭამდი და არ მეტყობოდა. თუ დამიჯერებთ, არასდროს დიეტა არ დამიცავს. მაგრამ ახლა ცოტა გავბრაზდი საკუთარ თავზე, რადგან ორი-სამი კილოგრამი მოვიმატე და სხვათა შორის, ძნელი მოსაშორებელი ყოფილა, ძალიან გამიჭირდა.
– თავის მოვლის პროცედურები გიყვართ?
– ამ პანდემიის დროს უამრავი სახლური საშუალება მოვსინჯე სახისთვის: ნიღბები, „ჰერკულესის“ ფაფა, მჭადის ფქვილი, არაჟანი. თმაზეც ხან რა დავიდე და ხან – რა. გასაგიჟებელი შედეგი მაქვს, თმაზეც და კანზეც. გაუბედურებული მანამდეც არ მქონდა და ახლა ამის გამო ვარ გადასარევად-მეთქი, ცოტა უხერხულია საკუთარ თავზე ასე საუბარი, მაგრამ სასიამოვნო შედეგი ნამდვილად აქვს. კიტრს რომ გათლი და ნათლით სახეს გაიწმენდ, ისიც ძალიან სასიამოვნოა. მთავარია, რაღაცებისადმი ალერგიული არ იყო. მე არ ვარ და ამიტომ ყველაფერს ვიფენდი სახეზე (იცინის). აქედან გამომდინარე, სალონების დახურვის გამო დისკომფორტი არ შემქმნია. მოხერხებული ვარ ამ კუთხით, შემიძლია, როცა სადმე ვარ წასასვლელი, თმა თვითონ შევიჭრა და შევიღებო კიდეც. იმას კი არ ვამბობ, რომ სალონში არ დავდივარ, მაგრამ კონცერტის წინ, ხშირ შემთხვევაში, შეღებვითაც თვითონ ვიღებები და თმასაც დამოუკიდებლად ვივარცხნი.
– ქალბატონი ნანი ამბობს ხოლმე, სახლშიც სულ გაპრანჭული ვარო. თქვენ?
– კი, ნანი სულ ფორმაშია და მეც სულ სერიოზულ კონტროლში ვყავარ (იცინის). სულ შენიშვნებშია: ასე ჩაიცვით, ისე გააკეთეთ. ვუძლებთ, რა ვქნათ (იცინის). შენიშვნები არავის უყვარს, მაგრამ ბოლო-ბოლო რას ითხოვს, მოწესრიგდი, არ დაიგვიანოო და მსგავსი დეტალები, რაც ძალიან ნორმალურია, მაგრამ მეორე მომენტია, მე როგორ გავიგებ ამას. ხან ვბრაზდები, ხან მწყინს, მაგრამ ესაა მშობლისა და შვილის ურთიერთობა.
– როგორ შეიცვალა ეკა წლების განმავლობაში?
– ბევრად უფრო მშვიდი ვარ, არ ვბრაზობ, მეტად მიმტევებელი გავხდი. უფრო მომწონს ჩემი თავი იმ გაგებით, რომ ამბიციური არ ვარ. ეს მე მახარებს. ჩემი შემოქმედებითი ცხოვრება უკეთ წავიდა, მგონია, რომ უფრო დავიხვეწე. ზოგი ახალგაზრდობაშია უფრო კარგი, მე მაშინ შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი შემოქმედებას, იმიტომ, რომ ბავშვები უნდა გამეზარდა. ახლა უფრო მეტს ვდებ ამ საქმეში და მომწონს, რომ ვიზრდები და ვვითარდები. ჩემს ოჯახს ასეთი დევიზი აქვს – ასაკი რომ გემატება, ძველ დროში არ უნდა ჩარჩე. თანამედროვეობის ადეკვატური უნდა იყო. ნატალიამ თქვა ამას წინათ, წარსულით კი არა, დღევანდელი და ხვალინდელი დღით უნდა იცხოვროო და მგონია, რომ ეს სწორია. ცხოვრება ბევრ რამეს გაჩვენებს, მე მას მივყვები, რომ „გავსკდე“, ვერაფერს ვიზამ მის წინააღმდეგ და მგონია, რომ ასეთი დამოკიდებულებით საკუთარ თავს ვეხმარები, არც წაგებული ვარ და არც გამწარებული.თუ შვილების გამო კარიერის უკანა პლანზე გადაწევა იქნებოდა საჭირო, აუცილებლად ასე მოვიქცეოდი. ან ერთში ხარ, ან – მეორეში, გადასარევი ოჯახი გაქვს და ბრწყინვალე ვარსკვლავი ხარ, მგონია, რომ ერთად არ ხდება. სხვადასხვა პერიოდში, ცხოვრებას რაღაცას უძღვნი, რომელიმე უნდა აირჩიო. მჭადები გამოვაცხვე, მერე გავვარდი და ვიმღერე – არ გამოდის ხარისხიანად. ვარკვლავობას სერიოზული საკონცერტო რეჟიმი და ძალიან დიდი შრომა სჭირდება, რის გამოც ოჯახში ვერ ხარ, არ გცალია, იმ საქმეს უნდა მიუძღვნა თავი. ახლა სხვა დროა და მეუღლე თუ პროდიუსერი შეგხვდა, ამას ერთად უკეთ გაუმკლავდებით, მაგრამ მაინც მგონია, რომ ასეთ დროს შვილს აკლებ. გამორიცხულია, კარგი დედა ვერ იქნები.
– ამ ყველაფრის გათვალისწინებით, როგორ აფასებთ საკუთარ თავს?
– მე კი არ ვამბობ, რომ იდეალური დედა ვიყავი, შეიძლება, მეც მოვაკელი შვილებს რაღაც, მაგრამ პირველი ნახევარი, როცა შემეძლო, მთლიანად კარიერაზე გადავრთულიყავი და საგასტროლო პროგრამით დამეტვირთა თავი, ვერ გამომივიდა და არც შემიწყვეს ხელი. უკვე დედაჩემი იყო გასული ოჯახიდან. თუმცა მოვიტყუები, რომ ვთქვა, რომ სულ მარტო ვზრდიდი ბავშვებს. ძალიან მეხმარებოდა დედაც, ბებიაც, დამხმარეც და დედამთილიც. მაგრამ ეს კიდევ სხვა რამეა და ვერ იცხოვრებ იმ პერიოდში შემოქმედებითად სრული დატვირთვით. ამიტომ ჩემი საქმე რაღაც თვალსაზრისით, დაპაუზებული მქონდა.
– მათ პირად ცხოვრებაში რამდენად ერევით და ქალბატონი ნანი თუ ერეოდა თქვენს პირადულ ამბებში?
– დედაჩემი არასდროს ჩარეულა ჩემს პირად ცხოვრებაში, სრული თავისუფლება მომცა და მერე მეც ასე ვიყავი ნატალიასთან. ეს არ ნიშნავს, რომ მან ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთა, მაგრამ მისი ცხოვრებაა და საკუთარ შეცდომებს, ალბათ, თვითონ მიხვდება. ეს უფრო სწორი მგონია, ვიდრე ის, რომ შენი ტვინით აკეთებინო. თუმცა, შვილებმა რაც უნდა ბევრი შეცდომა დაუშვან, მაინც უნდა იგრძნონ, რომ შენ მისიანი ხარ, მისი იმედი და დასაყრდენი. თუ შენ არ დაიცავი შენი შვილი სხვა ასიათასჯერ მეტად გადაუვლის.
– როგორი ბებია ხართ?
– ცუდიც არ ვარ, მაგრამ მე და ჩემი რძლები ერთად არ ვცხოვრობთ და მე მომწონს, რომ ყველა ცალ-ცალკე ვართ. ტრადიციულად, შაბათ-კვირას სადილს ვამზადებ და ყველა ერთად ვსადილობთ ხოლმე, რაც ძალიან მიყვარს. ამიტომ, ვცდილობ, ხშირად შევკრიბო ხოლმე ოჯახი ერთად. სხვათა შორის, გადასარევი მზარეული ვარ, სახლსაც ვალაგებ და ყველაფერს ვაკეთებ, რაც საჭიროა.

скачать dle 11.3