კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 მარიამ წულაია: ჩემი ტარანტულები შხამიანები არიან, მაგრამ თუ მიზეზს არ მივცემთ, გამორიცხულია, გვიკბინონ

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  18 წლის მარიამ წულაიას სახლში ქვეწარმავლები, მწერები და უცნაური ცხოველები ჰყავს, მათ შორის: ტარანტულები, ტარაკნები, ვირთხა, გველი, გიგანტური ლოკოკინები და სხვადასხვა სახეობის მწერები. მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე სწავლობს და განათლების მიღებას ეკოლოგიის მიმართულებით აპირებს. უფრო დაწვრილებით მის გატაცებასა და ცხოველებზე ინტერვიუდან შეიტყობთ.
  მარიამ წულაია: ბავშვობიდან გამორჩეულად მიყვარდა ცხოველები. კარგად მახსოვს, ბაღში, როცა სხვა ბავშვები ეზოში დარბოდნენ და საქანელებზე ქანაობდნენ, მე ჭიანჭველებს ვაკვირდებოდი ხოლმე. ყოველთვის მაინტერესებდა ცხოველები და შეძლებისდაგავარად ვიკვლევდი მათ. მოგვიანებით, ჩემი დიდი სიყვარულის გამო, შევედი ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში. იქ ყოფნის პერიოდში მივხვდი, რომ ქვეწარმავლები და მწერები ჩემთვის სხვა ცხოველებზე მეტად საინტერესოები იყვნენ. განსაკუთრებით იმ არსებებს ვანიჭებდი უპირატესობას, რომლებიც საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, სძულდათ და არ მოსწონდათ. მიზეზი კი მათი სტეროტიპული დამოკიდებულება იყო და არა ცოდნა. ამიტომ გადავწყვიტე, ასეთი არსებების შესახებ მეტი გამეგო და ადამიანების თვალში მათზე წარმოდგენა შემეცვალა.
– რომელი მწერები, ცხოველები და ქვეწარმავლები გყავს სახლში?
– მახჩობელა გველი მყავს – კოლუმბიური ცისარტყელა, რომელიც საქართველოში არაა გავრცელებული. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა რამდენიმე წლის წინ. ასევე, მყავს ჩვეულებრივი შავი ვირთხა, რომელიც ძალიან საყვარელი, მეგობრული და ჭკვიანია. იწვრთნება მარტივად, ხანდახან – ძაღლებზე უკეთესადაც კი. კიდევ, გიგანტური აფრიკული ლოკოკინები – დაახლოებით ათი. თითქმის იდენტურები არიან, ჰგვანან ერთმანეთს და დიდი ზომის იზრდებიან. მყავს, ეგრეთ წოდებული, ჩხირული მწერები, რომლებიც ჯოხებსა და ჩხირებს ჰგვანან, შესაბამისად, მათი სახელწოდებაც აქედან მოდის. ახლა ველოდები მეორე სახეობის მწერებს, რომელთა კვერცხები მაქვს და მალე გამოიჩეკებიან. ასევე, ჩემთან ნახავთ ობობებს, კერძოდ 30 ტარანტულს და ტარაკნებს. კიდევ, ქუჩიდან მოყვანილი კატა მყავს, რომელიც ძალიან პატარა ვიპოვე, თვალებიც კი არ ჰქონდა გახელილი.
– შხამიანი ობობების ყოლა საშიში არაა?
– სულ პირველად ამ ობობების კვერცხები გვაჩუქეს მე და ჩემს მეგობარს. დაბადებიდანვე თავად ვზრდით. ყველას საკუთარი, განცალკევებული სახლი აქვს, ერთად რომ იყვნენ, შეჭამენ ერთმანეთს. ძალიან დიდები იზრდებიან – ადამიანის ხელის გულის ზომის. შხამიანები არიან, მაგრამ თუ მიზეზს არ მივცემთ, გამორიცხულია გვიკბინონ. მშიშარა ობობები არიან და რთულია მათი გაბრაზება და იქამდე მიყვანა, რომ ვაკბენინოთ. ჩემთვის არც კი უცდიათ კბენა, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია, მყავს, თან საკმაოდ ბევრი. არც მათი მოვლაა რთული. საოცრად საინტერესოები არიან. მალე იზრდებიან, რაც ყოველი კანის გამოცვლის შემდეგაა შესამჩნევი. მათი ხელში აყვანაც ჩვეულებრივადაა შესაძლებელი, ოღონდ გარკვეული წესების დაცვაა აუცილებელი – არ უნდა შევაშინოთ და ვავნოთ.
– უკბენია რომელიმე ქვეწარმავალს?
– არაერთხელ უკბენია მწერსაც, ქვეწარმავალსაც და ცხოველსაც, მაგრამ ეს ნაწილობრივ ჩემი ბრალი ყოფილა – შემიწუხებია, არასწორად მივსულვარ მასთან. თუმცა, ყოველთვის ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ნაკბენს. გველმაც მიკბინა, მაგრამ გართულება არ მოჰყოლია, რადგან ვიცოდი, რომ არ იყო შხამიანი. სხვათა შორის, მისი ნაკბენი მტკივნეულიც არაა.
– ოჯახის წევრებს რა დამოკიდებულება ჰქონდათ, როცა სახლში მათი მიყვანა გადაწყვიტე?
– თავიდან ნამდვილად არ აღფრთოვანებულან და გახარებიათ ეს ამბავი, თუმცა გულწრფელად ვიტყვი, რომ შემიწყევს ხელი და მადლობელი ვარ მათი. დიდად არ მოსწონდათ ეს იდეა, რადგან მათაც, როგორც ბევრ ადამიანს, ბავშვობიდან ესმოდათ, როგორი საშიშები და ბინძურები იყვნენ აღნიშნული არსებები. მათთან უშუალო კონტაქტის შემდეგ წარმოდგენა აბსოლუტურად შეეცვალათ, ახლა ძალიან უყვართ და როცა მე არ ვარ სახლში, თავადაც იჩენენ მათ მიმართ მზრუნველობას. მეხმარებიან მათ მოვლაში, გამოკვებაში, დანამვაში... თავიდან კი რთული იყო მათთვის ამ ამბის მიღება. თუმცა არ გაჰკვირვებიათ, იცოდნენ, რომ ბავშვობიდან გადაწყვეტილი მქონდა ზოოლოგობა და უფრო ამიტომაც მიიღეს ისინი.
– რა სირთულეებთან არის დაკავშირებული მათი მოვლა?
– ყველა ცხოველის მოვლა სათითაოდაც და ერთადაც არ არის რთული, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სჭირდებათ ყოველდღიური კვება, არ ვგულისხმობ კატასა და ვირთხას. ლოკოკინებს რამდენიმე დღეში ერთხელ ვაჭმევ, გველი კვირაში ერთელ იკვებება, ტარანტულებიც იშვიათად ჭამენ - ყოველდღე არა. კვების მხრივ, მათი მოვლა ძალიან მარტივია. ტარანტულების შემთხვევაში – მით უმეტეს, რაც უფრო იზრდებიან იშვიათად სჭირდებათ ჭამა. მათ აქვთ ნელი მეტაბოლიზმი და აქედან გამომდინარე, ხშირად არ ჭამენ. რაც შეეხება გველს, ყველა გველი სხვა არსებით იკვებება. მეც ვცდილობ, მრავალფეროვნი რაციონი ჰქონდეს, ხან თაგვებს მიირთმევს და ხან – ხვლიკებს (იცინის). ყველა პროცესს თავად ვაკვირდები და ყველა მათგანს თავად ვუვლი.
– რას აპირებ სამომავლოდ, რატომ აგროვებ ამ არსებებს?
– ეს არის ჩემი ყოველდღიურობა, დავხედო მათ, მოვუარო, მოვეფერო. ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია. ამ ყველაფრის შესწავლა მინდა. ის ფაქტი, რომ უშუალოდ ეს ცხოველები სახლში მყავს, მეხმარება, ადამიანებს შევუცვალო მათზე არასწორი შეხედულებები. ის, რომ გველები ისეთი საშიშები არ არიან, როგორიც მათ ჰგონიათ – თუ გველს არ ვავნებთ, ის არც კი ეცდება ჩვენთან მოსვლას, რადგან მასაც ეშინია. აუცილებლია მათზე სწორი ინფორმაციის ცოდნა და არა გავრცელებული სტერეოტიპების დაჯერება, რადგან გველი ნებისმიერ ადგილზე შეიძლება, შეგხვდეთ. უცოდინრობა იწვევს შიშს და აგრესიას მათ მიმართ. ჩვენი აგრესიის გამო ცდილობენ ისინი თავდაცვას, რაც ზოგ შემთხვევაში შეიძლება, ცუდად დასრულდეს.

скачать dle 11.3