№28 ორი უმბერტო
1900 წლის 28 ივლისს, იტალიის მეფე უმბერტო I ქვეყანაში მგზავრობისას ქალაქ მონზის რესტორანში ვახშმობდა. გაირკვა, რომ რესტორნის მეპატრონე, რომელსაც ასევე უმბერტო ერქვა და მეფეს გარეგნულად ძალიან ჰგავდა, სწორედ მეფის დაბადების დღეს და იმავე ქალაქში დაიბადა. გარდა ამისა, მეფესა და რესტორნის მეპატრონეს ქორწილი ერთი და იგივე დღეს ჰქონდათ, ხოლო მათ ცოლებს ერთი და იგივე სახელები ერქვათ. რესტორნის მეპატრონე უმბერტომ საკუთარი რესტორანი იმ დღეს გახსნა, როდესაც მეფეს თავზე გვირგვინი დაადგეს. ამ ყველაფრის გამო მეფემ და რესტორნის მეპატრონემ ბევრი იმხიარულეს. მეფემ სთხოვა რესტორნის მეპატრონეს, მეორე დღეს სასახლეში სწვეოდა, რაზეც რიგითი უმბერტო სიხარულით დათანხმდა. თუმცა მეორე დილას რესტორნის მეპატრონეს თავს მძარცველები დაესხნენ და მოკლეს, რაც ცხადია მეფეს მოახსენეს. მეფემ ამ ფაქტის გამო სინანული გამოთქვა. ამ ამბიდან რამდენიმე საათის შემდეგ მეფეს ანარქისტმა რევოლუციონერმა რევოლვერიდან ესროლა და მეფე მოკლა.