№28 ბრძნული აზრები
ბრონოვსკი: ქურდობა დანაშაულია, ბევრის მოპარვა – ბიზნესი, ვისაც ქურდობის შნო არ აქვს, ციხეშია, ვისაც აქვს – მთავრობაში.
ჭაბუა: არაფერი პატივისცემა და კეთილი საქმე არაა, გაჭირვებულს შენი ლუკმა გაუტეხო, კაცის მოვალეობაა ეგ.
ანა ფრანკი: სევდა ყოველთვის ტოვებს ადამიანში რაღაც ლამაზს.
ესკობარ გავირია: ყველაზე მდიდარი ბოროტმოქმედია ის, ვინც ფული, რომელიც ბოროტებით იშოვა, ბოროტებაში დახარჯა.
ლინკოლნი: არ შეებრძოლოთ სიბნელეს. შემოუშვით სინათლე და სიბნელე გაქრება.
ანდერსენი: მოაზროვნე ათეისტი, რომელსაც აქვს სინდისი, თავადაც ვერ ხვდება, რა ახლოს არის ღმერთთან.
ვოლტერი: ადამიანები ცოტას ფიქრობენ, ნაჩქარევად მსჯელობენ და განუსჯელად იღებენ სხვის აზრებს, როგორც მიმოქცევაში ჩართულ მონეტას.
არისტოტელე: ადამიანთა დიდი ნაწილი უმ
ეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას.
ეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას.
პლატონი: პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას.
ბორხესი: იფიქრე, როგორც ბრძენმა და ისაუბრე, როგორც უბრალო ადამიანმა.
შოუ: რაც უფრო მეტს ანახვებ ადამიანს, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, მით უფრო მეტად გაგიმეტებს, რომ გული გატკინოს.
ცვაიგი: უდიდესი ძალაა იმ ადამიანში, რომელიც შეძლებს გაჩუმებას მაშინაც კი, როცა მართალია.
სანდერსი: მნიშვნელოვანია არა ის, რომ მეტი დღეებით გავამდიდროთ ჩვენი სიცოცხლე, არამედ ის, რომ დღეები გავამდიდროთ მეტი სიცოცხლით.
მამა პეტრე: გახსოვდეს, ვინც მუდამ ქველმოქმედებაზე საუბრობს, ძალიან ძუნწია.
ნიცშე: იპოვე სიმშვიდე შენს სულში, დანარჩენი კი თავად გიპოვის შენ.
ემილ ზოლა: ნახევრად ცოცხლები არ კვდებიან.
ჰაინე: ქალი – ეს ვაშლი და გველია ერთდროულად.
უაილდი: ქალებს შესანიშნავი ინტუიცია აქვთ, ისინი ამჩნევენ ყველაფერს, იმის გარდა, რაც ცხადია.