კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 როგორ გავიგოთ წინასწარ, იღბლიანი იქნება თუ არა ცოლქმრული კავშირი

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  როგორ უნდა მიხვდეთ, სასიკეთოა თქვენთვის ცხოვრებისეული ცვლილებები თუ წინ იმედგაცრუება გელით - ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს ეზოთერიკოსი, ქალბატონი ქეთევან რ.
- იღბლიანი და ხანგრძლივი ცხოვრების გარანტია რომ მოიპოვოთ, უპირველესად, სამი ძირითადი წესი უნდა დაიმახსოვროთ: იყავით გარკვეულწილად ჩაკეტილი, რომ არ გაითვალოთ - ამიტომ წინასწარ ღიად არაფერი გამოაცხადოთ; გამოიჩინეთ ხელგაშლილობა, განსაკუთრებით დღესასწაულებზე, რადგან ძუნწს ბედმა უკვე არგუნა სიღარიბის მოზრდილი ნაჭერი და ბოლოს: საჭიროა ბედნიერი და უიღბლო დღეების ცოდნა, რადგან ბედნიერ დღეებში ყველაფერი გამოვა, უიღბლოში კი - მხოლოდ იმედგაცრუება გელით.
- საიდან იწყება „ბედის ათვლა“?
- ორსულობა და მშობიარობა ბედის საძირკველია. ხშირად ბავშვი ჯერ არ დაბადებულა და მშობლები უკვე იმაზე მსჯელობენ, როგორ იცხოვრებს მათი პირმშო და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, იღბალი დედის მუცლიდანვე დაჰყვეს. რა არის ამისთვის საჭირო?  - მინიშნებები გვეტყვის. ორსულობისას: არ შეიძლება თევზის ჭამა - ბავშვი მუნჯი დაიბადება: გჯერათ თუ არა ამის, თევზი მაინც არ ჭამოთ, რადგან ალერგიული პროდუქტია; არ შეიძლება, კატასთან თამაში - ბავშვს ბევრი მტერი ეყოლება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ტოქსოპლაზმოზსა და მის მავნე გავლენის რეალურ საფრთხეზე. არ ვიცი, ეს ყოველივე რამდენად გაამართლებს, მაგრამ ცრუმორწმუნე ორსულსა და მის ნათესავებს ნამდვილად მოჰგვრის შვებას.
- ჩვენი ბავშვობა განსაზღვრავს შემდგომ ცხოვრებას?
- ხომ გაგიგიათ, ახალ წელს როგორც შეხვდები, ისე გაატარებ მერე მთელ წელსო. ასევეა ცხოვრებაც: როგორც ჩაივლის ბავშვობა, ასევე გააგრძელებ შემდგომ ცხოვრებასაც. ამიტომ ყური უგდეთ მინიშნებებს და გაითვალისწინეთ შედეგები: მშობიარობა მზარდი მთვარის პერიოდში ნიშნავს - ბავშვი ჯანმრთელი იქნება; ჩვილს ნუ დაბანთ სხვების თანდასწრებით -  შეიძლება გაითვალოს ან ჯადო გაუკეთონ; თუ ვაჟი დედას ჰგავს, ხოლო გოგონა - მამას, ისინი ბედნიერები იქნებიან; თუ ბავშვს თავქვეშ ხელებამოდებულს სძინავს - შეძლებულად იცხოვრებს; ორგვირგვინიანი ბავშვი - იღბლიანია, ხოლო ფართოთხემიანი - დიდხანს იცოცხლებს და ღრმად მოხუცებული გარდაიცვლება; არავითარ შემთხვევაში არ შემოსცხოთ პატარას ჩვრით, განსაკუთრებით ტაკოზე, თორემ სიმდიდრეს სიზმარშიც ვერ ნახავს. ამით მას სამუდამო სიღარიბისთვის წირავთ და ასეც რომ არ იყოს, განა ბავშვის ცემა შეიძლება?!
- რა ხდება, როცა ზრდასრულ ასაკს ვაღწევთ?
- ეს საკმაოდ რთული პროცესია და განსაკუთრებით გოგონებისთვის. ჯერ კიდევ ნორჩია „ლედი“, როცა იაზრებს, რომ ასეთ მსხვერპლს ბუნება მისგან კაცობრიობის მოდგმის გასაგრძელებლად აკისრებს. თავდაპირველად, მენსტრუაცია სასირცხო და უწმინდურ მოვლენად არ მიაჩნდათ, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ამ პერიოდში გოგონები ნაკლებდაცული იყვნენ ბოროტი ძალებისგან. შესაბამისად, მათ გვერდით ყოფნა სხვისთვისაც სახიფათო იყო. რაც შეეხება ამასთან დაკავშირებულ მინიშნებებს: თუ მენსტრუაციული ციკლის პირველ ჯერზე გოგონას ლოყებიდან ვარდისფერი არ გაუქრა - მთელი ცხოვრება ჯანმრთელი იქნება; გასაფრთხილებელია სისხლიც ციკლის დროს, რადგან შეიძლება, ვინმე არაკეთილმოსურნემ ის თქვენ წინააღმდეგ, ჯადოს სახით გამოიყენოს. ასევე, ციკლის დროს არ წამოიწყოთ დიდი საქმეები, მოერიდეთ მსხვილ გარიგებებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ფეხსაცმლის ძირის შეკეთებასაც კი - თორემ როგორც საჭიროა, ისე არაფერი გამოვა. ამ დროს არ შეიძლება კბილის ამოღება, ან სულ მცირე ოპერაციული მანიპულაციაც კი - მერე დიდხანს იავადმყოფებთ. ზოგადად კი, ადამიანს, რომელმაც ბედის ხან მოსყიდვით და ხან მოტყუებით შეაბიჯა ზრდასრულ ასაკში, რამდენი მნიშვნელოვანი საქმე და მოვლენა ელის წინ, რაც აუცილებლად უნდა გაიაროს. თანამედროვე დროში ამის უპირველესი ნიშანი ცალკე, მშობლებისგან დამოუკიდებელი ცხოვრებაა, რისთვისაც აქტუალურია შემდეგი მინიშნებები: ახალ სახლში პირველი კატა შეუშვით  - იღბალს მოგიტანთ - ყველაფერი ცუდი, რასაც სახლის „პატრონი“ (სახლის სული) გიმზადებდათ, კატას შეეყრება; სადაც კატა დაწვება, იქ დადგით თქვენი ან ბავშვის საწოლი - მადლიანი ადგილია; ახალ ადგილას იატაკზე მოაბნიეთ მონეტები - მდიდრულად რომ იცხოვროთ და თან, ძველ სახლშიც დატოვეთ ცოტა ფული; ახალმოსახლეობა მხიარულად, ხელგაშლილად აღნიშნეთ - ეს ბედნიერებასა და ბარაქას მოიზიდავს სახლში.
- წინასწარ როგორ მივხვდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ცოლქმრული კავშირი ან რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ  მეუღლეებს შორის ურთიერთგაგება სუფევდეს?
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან უიღბლო ქორწინება ნიშნავს, რომ პრინციპში, ცხოვრებაშიც უიღბლო ხართ. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით მიუდექით მასთან დაკავშირებულ მინიშნებებს: ნაშუადღევს თუ შეუღლდით - ქორწინება ბედნიერი იქნება; თუ ახალდაქორწინებულები ბევრ ტკბილს მიირთმევენ - მათი კავშირის შედეგად, პირველი გოგონა დაიბადება; თუ პატარძალმა ქორწინების დღეს, დილით დააცემინა - მისთვის ეს ქორწინება იღბლიანია. ამ დროს კი, თუ თქვენ გსურთ, მალე იპოვოთ საბედო, სიძე-პატარძლის ნიშნობის ბეჭედს უნდა შეეხოთ; თუ პატარძალს ქორწილის დღეს მარჯვენა ხელისგული მოეფხანა - სახლში სიხარული, სტუმრიანობა იქნება. აქვე შეგახსენებთ ყველაზე გავრცელებულ მინიშნებებსაც: უბედურების ნიშანია, თუ სიძე პატარძალს ქორწილამდე ნახავს; მარილის დაბნევას კი, აუცილებლად ჩხუბი მოჰყვება.
- დასასრულს...
- ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და სიკვდილიც ცხოვრების ნაწილია. ყველა მოკვდება და მას გვერდს ვერავინ აუქცევს. როგორია სწორი საქციელი მწუხარების ჟამს და როგორ მოვახერხოთ ისე, რომ საიქიოსკენ თავად, რაც შეიძლება გვიან გავემგზავროთ, ამაზე პასუხს გაგვცემს ხალხური მინიშნებები. უპირველესად, ყველა ნივთი, რასაც კი გარდაცვლილი სიცოცხლეში ეხებოდა, ან მასთან ერთად უნდა დაიმარხოს, ან რაიმე სხვა გზით მოიშოროთ თავიდან - ისინი სიკეთეს არ მოგიტანთ; კუბო ნათესავებმა არ უნდა წაიღონ, რადგან მიიჩნევა, რომ მიცვალებულს შეუძლია, ახლობლებიც თან გაიყოლოს; დაკრძალვის პროცესიას თუ წინ გზას გადაუჭრით - ავადმყოფობას, რომელმაც გარდაცვლილი იმსხვერპლა, თქვენ „აიკიდებთ“. ასევე:  თაგვის მიერ გამოხრული ტანსაცმელი; კედლიდან ხატის ჩამოვარდნა; თევზაობისას წყლიდან ამოყვანილი თევზის ხროტინი - ეს ყველაფერი ნიშნებია ახლობლის გარდაცვალებისა. გაუფრთხილდით თავს!

скачать dle 11.3