კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 დუბლი

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– შავი „ჯიპი“ რომ ოქროყანის ასახვევს გაუსწორდა, იქიდან მოულოდნელად ლურჯი „ჯიპი“ გამოვარდა. მძღოლმა დაამუხრუჭა, მაგრამ შავ „ჯიპს“ მარჯვენა, უკანა გვერდი მაინც შეეჭეჭყა.
– გადააყენე და გაარკვიეთ, ვინ არიან ეს დამპლები! – უბრძანა შუახნის მამაკაცმა შავი „ჯიპის“ მძღოლსა და ორ „გორილას“.
მძღოლმა მანქანა გადააყენა და ბრძანების შესასრულებლად „გორილებთან“ ერთად გადავიდა. ლურჯი „ჯიპი“ უკვე გადაეყენებინათ. იქიდან სამი ტანსრული ათლეტი გადმოვიდა და მათკენ „ბრექით“ წასულ მძღოლსა და „გორილებს“ მიუახლოვდნენ თუ არა, მოულოდნელი დარტყებით ძირს დაყარეს. შემდეგ გათიშულებს გვერდი აუარეს, „ჯიპისკენ“ გაემართნენ და შუახნის მამაკაცს ხელით უხმობდნენ – გადმოდიო. შავ „ჯიპში“ მჯდომმა კი სასწრაფოდ მინები ასწია, ტელეფონი მოიმარჯვა და აგრესიულ ათლეტებს გასძახა:
– აქედან წაეთრიეთ! ახლა პოლიცია მოვა და დაგაპატიმრებენო.
მიუხედავად იმისა, რომ გზატკეცილზე მანქანები მოძრაობდნენ, არც მიწაზე დაყრილ „გორილებს“ აქცევდა ვინმე ყურადღებას და არც აგრესიულ ათლეტებს, რომლებიც უკვე შავი „ჯიპის“ შუშების ჩამტვრევასა და მანქანაში შეღწევას აპირებდნენ. არც საპატრულო პოლიცია ჩანდა და „ჯიპში“ მჯდომ, შიშისგან გაფითრებულ მამაკაცს სახის თითოეული ნაკვთი უკანკალებდა. უცებ გადაყენებულ „ჯიპებთან“ თეთრი „ბეემვე“ გაჩერდა და იქიდან ოცდაათიოდე წლის სპორტული აღნაგობის მამაკაცი გადმოვიდა. ის ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა აგრესიულ ათლეტებს. მათგან სამიოდე მეტრში გაჩერდა და მიმართა:
– ვხულიგნობთ, ბიჭებო, თუ უბრალოდ ვცელქობთ?
აგრესიულები ახალმოსულისკენ შებრუნდნენ და უკვე მასზე დააპირეს მთელი ბრაზის დაცლა, თუმცა, თითო ელვისებური დარტყმები მიიღეს სხეულის სხვადასხვა ადგილას და მიწაზე უსულო კუნძებივით დაეყარნენ. ამასობაში შავი „ჯიპის“ მძღოლი და ორი „გორილა“ გონზე მოვიდნენ და ფეხზე წამოდგნენ. შუახნის მამაკაცი მანქანიდან გადმოვიდა და სამივე გამოფხიზლებული საშინელი ბილწი სიტყვებით შეამკო და მანქანაში ჩაჯდომა უბრძანა. შემდეგ კი თავის გადამრჩენელ ახალგაზრდას მიუახლოვდა, მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:
– მადლობა, კოტიკო. შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა და შენ რომ არა, ეს ნაბოზრები მანქანას დამილეწავდნენ.
– რის მადლობა, ბატონო ვარლამ, ისეთი არაფერი გამიკეთებია, – მიუგო კოტიკომ.
– სად ხარ ახლა? – იკითხა ვარლამმა.
– სტრუქტურიდან უკვე ოთხი წელია, წამოვედი. ახლა კი თავისუფალი ვარ და ზოგჯერ ძმაკაცს თუ გავყვები გერმანიაში მანქანის ჩამოსაყვანად, – თქვა კოტიკომ.
– ჩემი დაცვის უფროსად იმუშავებ? – ვარლამმა მანქანაში მსხდომი „გორილებისკენ“ გაიშვირა ხელი და დაამატა, – ამ დებილებს ტყუილად ვაჭმევ პურს.
– რატომაც არა, – მხრები აიჩეჩა კოტიკომ.
– კარგი. მაშინ ხვალ დილით მოდი პარლამენტში, ჩემთან. შენ სახელზე საშვი იქნება გამოწერილი და იქ ვილაპარაკოთ. დილის ათ საათზე გელოდები. ახლა კი წავედი. მაგვიანდება, – თქვა ვარლამმა. „ჯიპში“ ჩაჯდა და გზა განაგრძო.
კოტიკო თავისი მანქანისკენ გაემართა. მიწაზე დაყრილ ათლეტებს კი უთხრა:
– გეყოფათ ყვინთვა, გამოფხიზლდით! პატრული მოდის და პრობლემები არ შეგექმნათ.
ათლეტები სწრაფად წამოხტნენ და თავიანთი „ჯიპით“ გაუჩინარდნენ. კ ოტიკომ კი „ბეემვე“ დაძრა ადგილიდან და თბილისისკენ გაეშურა.
მალე შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი მივიდა. მანქანები გააჩერეს. გადმოვიდნენ და დაბნეულები ათვალიერებდნენ იქაურობას.
***
შავი „ჯიპის“ მგზავრი, ბობოლა პარლამენტარი ვარლამ გუბაზი იყო. ის ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა და დიდი გავლენით სარგებლობდა. ვარლამის მხსნელი კი – კოტე ვეფხვაძე, რომელიც ადრე გუბაზის ხელქვეითი იყო უშიშროების სამინისტროში, სადაც ვარლამი სპეცოპერაციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. კოტე საუკეთესო ოპერატიული თანამშრომელი იყო. გუბაზი გენერალ-მაიორის ჩინს ატარებდა, ვეფხვაძე კი – მხოლოდ მაიორი იყო.
კოტე ვეფხვაძე ზუსტად დანიშნულ დროზე მივიდა პარლამენტში და თერთმეტის ათ წუთზე უკვე ვარლამ გუბაზის მისაღებში შევიდა. ოცდახუთიოდე წლის ტანწერწეტა, სლავური გარეგნობის პირმშვენიერმა გოგონამ კოტეს გაუღიმა და უთხრა:
– თქვენ კოტე ვეფხვაძე ხართ, ხომ?
– დიახ, – მიუგო კოტემ.
– მე ელენა მალცევა ვარ, ბატონი ვარლამის მდივანი და აპარატის უფროსი, – თქვა გოგონამ. კოტეს ხელი გაუწოდა და დაამატა, – ვიცნობდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ ერთად მოგვიწევს მუშაობა.
კოტე გალანტურად ემთხვია ხელზე გოგონას და უთხრა:
– ელენა, ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
– ელენა სხვებისთვის ვარ. შენ კი ლენკა დამიძახე. ხომ არ გწყინს, რომ ასე მალე გაგიშინაურდი? – ღიმილით თქვა გოგონამ.
– არა, ლენკა, – ღიმილითვე გააქნია თავი კოტემ.
– ბატონ ვარლამს ჯერ არ სცალია. მითხრა, დამელოდოსო. თვითონ დაგიძახებს. ასე რომ, ყავის დალევას თავისუფლად მოასწრებ. როგორი გაგიკეთო – თურქული თუ ხსნადი? – იკითხა ლენკამ.
– შენ როგორიც გინდა, – უთხრა კოტემ.
– მაშინ, თურქული დავლიოთ, – თქვა ლენკამ და ყავა მოადუღა. ფინჯნებში გაანაწილა და ერთი კოტეს დაუდგა. მერე სიგარეტი გააბოლა და კოტესაც შესთავაზა.
– არ ვეწევი, – თქვა კოტემ და ყავა მოსვა, თან დააყოლა, – შესანიშნავია. ასეთ გემრიელ ყავას პირველად ვსვამ.
– დღეიდან ხშირად დალევ, – თქვა ლენკამ. გაიღიმა და დაამატა, – ბატონმა ვარლამმა თქვა, სამი ჯანიანი ბიჭი ისე სწრაფად გაანეიტრალა და მიწაზე დაყარა, რომ თვალი ვერ შევავლეო. მოკრივე ხარ?
– ადრე ვვარჯიშობდი.
– რამდენი წლის ხარ?
– ოცდაათის.
– მე – ოცდახუთის. დაოჯახებული ხარ?
– არა.
– შეყვარებული გყავს.
– არა.
– არც მე.
– მერე და ასეთი გოგო უყურადღებოდ ვინ დაგტოვა?
– „პრაწივნი“ ხასიათი მაქვს და ყველა მერიდება. ვიცი, რომ ჩემ ზურგსუკან ამბობენ, ნამდვილი „სწერვა რუსიაო“, – თქვა ლენკამ და ჩაიცინა.
– „სწერვა“ – არა. მშვენიერი გოგო ხარ. „პროსტო“ ჯერ არავინ მოგწონებია და ეგაა, – თქვა კოტემ.
– უფრო სწორად, ჯერ არ შემყვარებია, თორემ მოწონებით კი, როგორ არა, – თქვა ლენკამ. კოტე ყურადღებით აათვალიერ-ჩაათვალიერა და დაამატა, – აი, მაგალითად, შენ მომეწონე. თანაც, მე მგონი, ძალიან.
კოტემ ხმადაბლა გაიცინა. წამოიწია, გოგონას შუბლზე ჩამოშლილი თმა შეუსწორა და უთხრა:
– კარგი ახლა, თორემ ძალიან დავიმორცხვებ, გავწითლდები, თავს დავხრი და თვალებში ვეღარ შემოგხედავ.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა. ლენკამ უპასუხა და ყურმილი რომ დადო, კოტეს უთხრა:
– სიყვარულის ახსნა არ დამცალდა. ბატონმა ვარლამმა – შემოვიდესო.
კოტემ თავი დაუქნია გოგონას. სერიოზული სახე მიიღო და ვარლამ გუბაზის კაბინეტში შევიდა. პარლამენტარი მაგიდასთან იჯდა და არც კი წამოწეულა. კოტეს სკამზე მიუთითა – დაჯექიო და უთხრა:
– დღეიდან ჩემი „ლიჩნიკი“ ხარ და ყველგან თან უნდა მახლდე საზღვარგარეთ „პაეზდკის“ გარდა. თუმცა, იქაც შეიძლება, წაგიყვანო ხოლმე. რა თქმა უნდა, იარაღის ტარების უფლებით და თუ იარაღი არ გაქვს, მითხარი, რომელი გინდა და გიყიდი.
– „მაკაროვი“ მაქვს, –  თქვა კოტემ.
– „მაკაროვი“? სხვა არ გინდა? – იკითხა გუბაზმა.
– არა, ბატონო ვარლამ. „მაკაროვი“ მირჩევნია, – მიუგო კოტემ.
– კარგი. როგორც გინდა. ჰო, ხელფასი ოფიციალურად ათასი ლარი გექნება და მე კიდევ ათას დოლარს დაგიმატებ. სანამ სახლში არ წავალ, თან უნდა მახლდე ხოლმე. კვირა დღეს შეგიძლია, დაისვენო, მაგრამ სახლიდან არ უნდა გახვიდე. ზოგჯერ კვირასაც დამჭირდები. შეიძლება, მოულოდნელადაც  გამოგიძახო. კიდეც რომ გეძინოს, რომ დაგირეკავ და გამოგიძახებ, ჩემთან უნდა გაჩნდე. ის ორი „ახრანიკი“ და „შოფერი“ ჯერჯერობით არ გამიგდია. დავიტოვე. შენს განკარგულებაში იქნებიან და მოგეხმარებიან. თუ არ მოგეწონება, მაშინ გავყრი და შენი ხალხი მოიყვანე.
– იყვნენ. შევხედავ და თუკი არ გამოგვადგებიან, მაშინ შევცვლით, – თქვა კოტემ.
– კარგი. ახლა ის მითხარი, რატომ წამოხვედი სამსახურიდან, – უთხრა გუბაზმა.
– მინისტრის გამო, –  მოკლედ მიუგო კოტემ.
– ო, მაგის დედაც... – შეიგინა გუბაზმა.
კოტემ კი საჩვენებელი თითი აიშვირა ზევით, მეორე ხელის გული კი ყურზე მიიდო, რაც ნიშნავდა, გვისმენენო.
ვარლამ გუბაზს კი ირონიით ჩაეცინა და ვეფხვაძეს უთხრა:
– ჯერ ერთი, შევამოწმებინე და ჩემი კაბინეტი სუფთაა, მაგრამ, გინდაც გვისმენდეს, მაგის ბოზი დედაც... დიდი ხანია, მინისტრია და დროა, „მოვბოლტოთ“ და ნამდვილი პროფესიონალი დავნიშნოთ. მაგის დროც მოვა. ამ საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, – გუბაზმა გააბოლა და დაამატა, – მაინც, რას გერჩოდა ეგ ბოზი?
– ნამდვილად არ ვიცი, რას მერჩოდა. უბრალოდ, თვალში არ მოვდიოდი და არც ხელფასს მიმატებდა და არც მაწინაურებდა. არადა, სულ რაღაც ექვსი-შვიდი თვის მოსულ ლაწირაკებს ხელფასიც მოუმატა და თანამდებობებიც მისცა. მოკლედ, ისე მექცეოდა, რომ იძულებული გავმხდარიყავი, წამოვსულიყავი და თავისას მიაღწია კიდეც.
– არც თავად უწერია დიდი დღე, წყალი აქვს შეყენებული და თუ თავისით არ წავა, მაშინ ჩავახრჩობთ იმ შეყენებულ წყალში, – თქვა გუბაზმა და დაამატა, – კარგი. ყველაფერი გასაგებია. ახლა წადი კადრებში და საბუთები გააფორმე, გელოდებიან. შემდეგ კი ისევ აქ მოდი. ლენკა, ალბათ, უკვე გაიცანი და თუ რამე დაგჭირდა, ის გაგარკვევს. ოთხ საათზე პარტიის ოფისში უნდა ვიყოთ და მეახლები. ახლა კი წადი.
კოტე სკამიდან წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. გუბაზმა მას თვალი შეავლო და უთხრა:
– ცუდად არ გაცვია, მაგრამ ახალი „შმოტკები“ უნდა შეიძინო. გაფორმებას რომ დაასრულებ, ლენკა წამოგყვება და ტანსაცმელს გაყიდინებს. წადი და მალე მოაყომარე ყველაფერი!
სანამ კოტე ვეფხვაძემ ვარლამ გუბაზის უზარმაზარი კაბინეტი გაიარა და მისაღებში გავიდა, პარლამენტარმა მდივანს მითითება ტელეფონით მისცა. ამიტომ კაბინეტიდან გასულ კოტეს ლენკამ უთხრა:
– კადრებში წადი და მეც მალე მოვალ. ბატონი ვარლამი ფულს მომცემს და შენ „ჩასაშმოკტად“ ერთად წავალთ.
კოტემ უხმოდ დაუკრა თავი ლენკას და გეზი კადრების განყოფილებისკენ აიღო.
***
უფანჯრო ოთახში მსხდომნი ერთდროულად წამოდგნენ ფეხზე და ახალმოსულ, საშუალო სიმაღლის, თხელ მამაკაცს რიგრიგობით ჩამოართვეს ხელი:
– როგორ იმგზავრეთ, ბატონო მარვინ? – ჰკითხა ახალმოსულს მაღალმა მელოტმა ინგლისურად.
– რეაქტიული სიჩქარით, გივი, – ღიმილით მიუგო ამერიკელმა. შემდეგ მეორე მამაკაცს შეხედა და უთხრა:
– ფეხი როგორ გაქვთ, უჩა?
– ცუდ ამინდში მტკივა ხოლმე. განსაკუთრებით სიცივის დროს, – მიუგო უჩამ.
– კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, ძვირფასო მეგობარო. რომ არა შენი თავგანწირვა, ახლა მე კარგა ხნის მკვდარი ვიქნებოდი, – თქვა მარვინმა. მადლიერების ნიშნად თავი დაუხარა და შემდეგ იქ მყოფთ მიმართა:
– საქმეზე გადავიდეთ, ბატონებო. გისმენთ.
სიტყვა გივიმ აიღო და მარვინს უთხრა:
– სამი კვირის წინ ამ ოპერაციაში აგენტი „ელვა“ ჩავრთეთ და სიტუაციას ის უწევს კონტროლს.
– ვიცნობ „ელვას“, მაგარი ვინმეა. ჩვენ მოვამზადეთ, – თქვა მარვინმა და დაამატა, – ბოდიში, შეგაწყვეტინეთ. განაგრძეთ, გივი!
– ბოლო ინფორმაცია გუშინწინ მოგვაწოდა და თქვა, რომ „ტრასაზე“ მოძრაობა განახლდა და გამორიცხული არაა, რომ „ობიექტიც“ მათ შორის იყოს. ამიტომ სრული მზადყოფნისკენ მოგვიწოდებს, – თქვა გივიმ. მარვინმა კი თავი გააქნია და დაამატა:
– ჩვენც მსგავსი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენი წყაროსგან და ჩემს ბიჭებთან ერთად, სწორედ, ამის გამო ჩამოვფრინდი ასე სასწრაფოდ თბილისში. ვაშინგტონში ნერვები ზღვარზე აქვთ და მოუთმენლად ელოდებიან წარმატებას. „ობიექტს“ უკვე ათი წელია, დავდევთ, კუდზე ვაზივართ, მაგრამ ვერ ვიხელთებთ. მოკლედ, გავწამდით.
უჩას ჩაეცინა და თქვა:
– კარაგად მახსოვს, ჯერ კიდევ ლენგლის ბაზაზე გავდიოდი სწავლებას ანტიტერორიზმში, როდესაც პირველად ახსენეს „ობიექტის“ ვინაობა და თითქმის ათი წლის შემდეგ უკვე პირადად ვარ ამ საქმეში ჩართული.
– კი. მეც კარგად მახსოვს, უჩა, – დაადასტურა მარვინმა და დაამატა, – მაშინ „ობიექტი“ პირველ ნაბიჯებს დგამდა. ახლა კი მოღვაწეობის დიდი სტაჟი აქვს და ასმაგად საშიშია.
– მართალია. უსაშიშესია და ჩვენი ოპერაციის წარმატებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული, – დააყოლა გივიმ.
– კარგი, ბატონებო და მეგობრებო, როგორც შევთანხმდით, ჩვენი ამ საიდუმლო ოპერაციის შესახებ ძალიან შეზღუდულმა წრემ უნდა იცოდეს და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე ამ წრის გაფართოება დაუშვებელია. ახლა კი დროებით დაგემშვიდობებით და თუკი რამ ექსტრემალური შეიქმნება, გაცნობებთ და მაცნობეთ. აბა, ნახვამდის! – თქვა მარვინმა. გივისა და უჩას ხელი ჩამოართვა და ოთახიდან გავიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3