კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 რამდენად გულწრფელი ხართ

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

გაინტერესებთ, რამდენად გულწრფელი ხართ ცხოვრებაში? შეკითხვებს უნდა უპასუხოთ მხოლოდ    „კი“ ან „არა“.
* გშურთ თუ არა მდიდარი ადამიანების?
* გძულთ თუ არა რომელიმე თქვენი ახლობელი?
* შეგიძლიათ სკანდალის მოწყობა?
* ხშირად ცრუობთ?
* გინატრიათ თუ არა სხვისი სიკვდილი?
* გქონიათ კუჭის შეკრულობა?
* დაგიყრიათ თუ არა ნაგავი ქუჩაში?
* გქონიათ თუ არა სექსუალური ლტოლვა თქვენივე სქესის მიმართ?
* მოგიპარავთ თუ არა რაიმე (უკითხავად აგიღიათ)?
* იგინებით თუ არა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე?
* გიღალატიათ ოდესმე?
* ხშირად გაქვთ სკანდალი ოჯახში?
დაითვალეთ შედეგები, ყოველ პასუხზე „კი“ ჩაითვალეთ 2 ქულა, ხოლო პასუხზე „არა“ – 0 ქულა.
0–10 ქულა. თქვენ შეგიძლიათ, საკუთარი უარყოფითი თვისებების შესახებ ხმამაღლა ისაუბროთ. არ გახასიათებთ თვითკმაყოფილება, არც პირფერობთ. ცდილობთ, ადამიანებს ისეთი ეჩვენოთ, როგორიც სინამდვილეში ხართ.  გყოფნით ძალა, საკუთარი შეცდომები თავადვე აღიაროთ. მაგრამ  იცოდეთ, არ ღირს ნაკლზე ყურადღების გამახვილება. შეცდომებს ყველა ვუშვებთ.
11–20  ქულა: ორიდან ერთია – ან იდეალური ხართ, ან ბოლომდე რაღაცას არ ამბობთ. იქნებ, უბრალოდ, არ ხართ მზად, საკუთარი შეცდომები აღიაროთ. თუ მაინც ჩათვლით, რომ ტესტის შეკითხვებისთვის მაინცდამაინც გულწრფელად არ გიპასუხიათ, გაიარეთ თავიდან.
21–24 ქულა: ალბათ, თქვენთვის ტესტის გარეშეც უთქვამთ, რომ ყოველთვის გულწრფელი არ ხართ. თუმცა, იყოთ ისეთი, როგორიც ხართ, თქვენი პირადი საქმეა. ადამიანი თავად ირჩევს, როგორ იცხოვროს.  ფიქრობთ, რომ ადამიანი არ შეიძლება, იდეალური იყოს. გულწრფელობა თქვენი თვისება არ არის, როგორც ჩანს, ის არც გჭირდებათ.

скачать dle 11.3