კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: როგორ მოვიცილო სხეულიდან პიგმენტური ლაქები სახლის პირობებში?
პასუხი: ქოქოსის ზეთი ეფექტურად აცილებს კანზე გაჩენილ პიგმენტურ ლაქებს. უბრალოდ წაისვით ზეთი ლაქებზე და გაიჩერეთ.
კითხვა: დავარცხნისა და დაბანის დროს საშინლად მცვივა თმა. ისე შემითხელდა, რომ თავის კანი მიჩანს. რა საშუალება არ ვიყიდე და ვცადე, მაგრამ შედეგი არ მაქვს და გადავწყვიტე, ხალხური ნაცადი მეთოდი ვსინჯო. იქნებ დამეხმაროთ?
პასუხი: გასწავლით ნაცად ხალხურ მეთოდს და ამისთვის დაგჭირებთ 4-5 ცალი დაფნის ფოთოლი, 1 ნაჭერი ჭვავის პური და 250 მილილიტრი წყალი. პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ ფაფისებრი მასა ჭვავის პურისგან – ოდნავ დაატენიანეთ პური და გაატარეთ ის ხორცსაკეპში ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით. დაფნის ფოთლებს დაასხით მდუღარე წყალი და დააყოვნეთ 10 წუთით. დაუმატეთ მომზადებული ნახარში ჭვავის პურის ფაფას და კარგად გადაურიეთ. წაისვით ეს საშუალება თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე. შეიხვიეთ თავი პირსახოცით. დაიტოვეთ 30 წუთით, შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. ჩაიტარეთ ეს პროცედურა 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ. ცვლილებებს აუცილებლად შეამჩნევთ – თმა მოცულობაში საგრძნობლად გაიზრდება, შესქელდება მისი საფარი და თმის ცვენის პრობლემასაც წარსულში მოიტოვებთ.
კითხვა: ძალიან გამომიშრა სახის კანი და როგორ დავატუტიანო?
პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას დაუმატეთ, ერთი კაფსულა E ვიტამინი და იმ რაოდენობით წყალი, რომ ინგრედიენტების შერევით ბლანტი მასა მიიღოთ. ეს საშუალება კარგად შეიზილეთ სახის კანზე, იკეთეთ მსუბუქი მასაჟი თითის ბალიშებით რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული პირსახოცით. ბოლოს წაისვით ნებისმიერი მატონიზებელი საშუალება. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩაიტარებთ, შეძლებთ კანის გატუტოვნებას, რის შედეგადაც თავიდან აირიდებთ აკნეს, ლაქების გაჩენას, კანის ნაადრევ დაბერებას და ასე შემდეგ.


скачать dle 11.3