№28 არაჟნის კოქტეილით სწრაფად დაკლებული ზედმეტი კილოგრამები
ნინო კანდელაკი ანი რევია
არაჟნის კოქტეილით საკმაოდ ეფექტურად და სწრაფად შეძლებთ, ზედმეტი კილოგრამების მოცილებასა და ფორმაში ჩადგომას. ამასთან, შეგიძილათ, კოქტეილის სმა იმ დრომდე გააგრძელოთ, სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევთ. გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღე ახალ-ახალი უნდა მოამზადოთ.
500 გრამ 15-პროცენტიან არაჟანს დაამატეთ ნახევარი ლიტრი მინერალური წყალი, 3 კბილი ნიორი, 1 კონა ოხრახუში და კარგად დააბლენდერეთ. სვით 3 დღის განმავლობაში. შემდეგ ერთი დღე გამოტოვეთ და მიიღეთ მხოლოდ ხილი, ბანანის გარდა. მეხუთე დღეს, მიირთვით ყველანაირი ბოსტნეული, კარტოფილის გარდა – ცოცხალი ან მოხარშული. შემდეგი სამი დღის განმავლობაში ისევ არაჟნის კოქტეილი გაიმეორეთ.
დიეტის დაცვის დროს აუცილებელია, სვათ წყალი, მინიმუმ 2 ლიტრამდე. ასევე, შეგიძლიათ, უშაქრო ყავის დალევაც.