კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№28 ზაფხულში თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება

ნინო კანდელაკი ანი რევია

  პაპანაქება სიცხე და მზის სხივები თმისთვის განსაკუთრებულად საზიანოა, რადგან ის შრება და ბზინვარებას კარგავს. მას, ასევე, მნიშვნელოვნად აზიანებს ზღვის მარილიანი წყალიც. თუ არ გსურთ, თქვენი თმა უსიცოცხლოდ გამოიყურებოდეს, ბოლოებში გაიყოს, გაძლიერდეს ცვენა და გაჩნდეს ქერტლი, მაშინ მის მოვლაზე უნდა იზრუნოთ. კარგი იქნება, თუ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ:
* თმის ღერის ბოლოების გაყოფას, ხშირ შემთხვევაში, თმის საშრობისა და თმის უთოს ხშირი გამოყენება იწვევს. გაყოფილი ბოლოები აღდგენას არ ექვემდებარება და მისი შეჭრა აუცილებელია. თმის გასწორებისა და დახვევის დროს, აუცილებლად გამოიყენეთ თერმოდამცავი საშუალებები;
* უსიცოცხლო თმისთვის მნიშვნელოვანია ზეთების გამოყენება. გამომშრალი თმის დატენიანებისა და ბზინვარებისთვის უმჯობესია ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი. თმაზე წასმის წინ ზეთი შეათბეთ, შემდეგ კი წაისვით და თითებით თანაბრად გადაინაწილეთ. დაიფარეთ შხაპის ქუდი და გაიჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ კი ჩამოიბანეთ  თქვენი ტიპის თმისთვის განკუთვნილი შამპუნით.
* თმის გარეგანი მოვლის საშუალებები აუცილებელია, თუმცა არასაკმარისი. საჭიროა, თმა ძირებიდან სათანადოდ იკვებებოდეს. ამისთვის საუკეთესოა კვების რაციონის დარეგულირება, მისი გამდიდრება სეზონური ხილითა და ბოსტნეულით.
* ღია ფერის თმა განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. შეღებილი და მელირებული თმა მალე ზიანდება, ამიტომ აუცილებელია პერიოდულად თმის ნიღბების, ბალზამის, A, C და B1 ვიტამინების შემცველი შამპუნის გამოყენება. არ არის რეკომენდებული შამპუნის პირდაპირ თავზე დასხმა. აჯობებს, თუ შამპუნს ჯერ ხელისგულზე დაისხამთ, ცოტა წყალში გახსნით და ისე შეიზელთ თმაში. იმისთვის, რომ შამპუნი თმის ძირებზეც მოხვდეს, თითებით თავზე მსუბუქი მასაჟი უნდა გაიკეთოთ.
* თმის ყოველდღიური დაბანა სასურველი არაა. თუმცა, თუ თქვენ ცხიმიანი თმა გაქვთ, სხვა გზა არ არის, ყოველდღე უნდა დაიბანოთ. სხვა შემთხვევში, მეორე და მესამე დღეს დაბანაა რეკომენდებული. დაბანის სიხშირე დამოკიდებულია თმის სიგრძეზეც. თუ გრძელი თმა გაქვთ, ვარცხნილობის შენარჩუნება შედარებით ძნელია. ამიტომ, მისი ყოველდღე დაბანა და მოწესრიგებაა საჭირო. თმა დაიბანეთ თბილი ან გრილი წყლით, რადგანაც ცხელმა წყალმა შეიძლება, გამოაშროს და დააზიანოს როგორც თმა, ასევე კანიც. ძალიან მნიშვნელოვანია შამპუნთან ერთად ბალზამის გამოყენებაც. ბალზამი მოცულობას ანიჭებს თმას და აადვილებს მის დავარცხნას.
* უმჯობესია, დაბანისთანავე არ დაივარცნოთ, რადგან სველი თმა სათუთია. დაივარცხნეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თმა ნახევრად შეშრება.
скачать dle 11.3