№27 რატომ ვერ საუბრობს ლიზა ქისტაური მამასთან საკუთარ გენდერულ იდენტობაზე და რის გამო შეტოპა მან ძალიან შორს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ბოლო რამდენიმე წელია, ლიზა ქისტაური ბელგიაში ცხოვრობს, თუმცა მალე აპირებს საქართველოში დაბრუნებას. რა გეგმები აქვს მას და როგორ გააგრძელებს სამშობლოში ცხოვრებას, ამას მისგან შეიტყობთ.
ლიზა ქისტაური: დედა, დაახლოებით, ოცი წელია, ბელგიაში ცხოვრობს. 2011 წელს ჩამოვედით მე და მამა პირველად მასთან, მაშინ დედა რვა წლის უნახავი მყავდა. ამის შემდეგ კიდევ სამჯერ ჩამოვედი. მინდოდა, აქ დავრჩენილიყავი საცხოვრებლად, მაგრამ ერთ წელზე მეტი ვერ ვჩერდებოდი. ბოლოს რომ ჩამოვედი, დავრჩი და უკვე მესამე წელია, ბელგიაში ვარ. აქ შეყვარებული მყავს და იმიტომ, თორემ სხვა შემთხვევაში, ალბათ, ისევ ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი. მაგრამ ახლა შეყვარებულთან ურთიერთობას ნელ-ნელა ვამთავრებ და გადაწყვეტილი მაქვს საქართველოში დაბრუნება, რადგან ჩემი გეგმები მანდ ყოფნას მოითხოვს.
– ბოლოს შეყვარებულის გამო წახვედი თუ ეს ურთიერთობა ჩასვლის შემდეგ გაჩნდა?
– ზუსტად ვიცოდი, რომ სასიყვარულო ურთიერთობა ჩემი არ იყო და არც სერიოზული ურთიერთობები მაინტერესებდა. აქ ჩამოსვლის შემდეგ სრულიად შემთხვევით, გავიცანი ჩემი ახლანდელი შეყვარებული და უკვე მესამე წელია, ურთიერთობა გვაქვს. მაგრამ მასთან უკვე ყველაფერი ამოვწურე. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი მივიღე და გავეცი. მე ვთვლი, რომ ადამიანები საბოლოოდ მაინც ინდივიდებად ვრჩებით, მით უმეტეს, ჩემს შემთხვევაში, როცა ვერც შვილი მეყოლება და ვერც ჯვარს დავიწერ, ურთიერთობას მეტი პერსპექტივა არ აქვს. თუ ოჯახი შვილის ყოლას არ უკავშირდება, ვფიქრობ, ჯვრისწერასა და ქორწინებას აზრი არ აქვს. ამიტომ, ახლა ეს ურთიერთობა უნდა დავასრულო და ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდე.
– გასაგებია შენი პრაგმატული დამოკიდებულება მომავლისადმი, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მაინც ემოციებს ეხება და ასე, ცივი გონებით უდგები დაშორების საკითხს?
– რა თქმა უნდა. იმიტომ, რომ ორი წელია, საკუთარი თავი მთლიანად დავკარგე ამ ემოციებში. ზოგადად, ზედმეტად ემოციური ადამიანი ვარ და
პირველად მოხდა, რომ ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი სხვა ადამიანს, როცა ბავშვობიდან მოყოლებული, საკუთარი თავი მშობლებისთვისაც კი არ დამითმია. ამიტომ, სანამ სულ არ დამიკარგავს თავი, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. ახლა ჩემს თავს ვერ ვცნობ, უკვე იმდენად შორს შევტოპე, რომ შუა ურთიერთობაში მივიღე მისი დასრულების გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად მიყვარს ეს ადამიანი.
პირველად მოხდა, რომ ფაქტობრივად, მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი სხვა ადამიანს, როცა ბავშვობიდან მოყოლებული, საკუთარი თავი მშობლებისთვისაც კი არ დამითმია. ამიტომ, სანამ სულ არ დამიკარგავს თავი, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგა. ახლა ჩემს თავს ვერ ვცნობ, უკვე იმდენად შორს შევტოპე, რომ შუა ურთიერთობაში მივიღე მისი დასრულების გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაზე მეტად მიყვარს ეს ადამიანი.
– შენი შეყვარებული როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?
– ორივემ კარგად ვიცით, რომ ჩვენი ურთიერთობა დროებითია. ეს მისთვის პირველი ურთიერთობა იყო და მასაც თავისი გეგმები აქვს. უნდა, რომ შვილი ჰყავდეს, ცოლი და თავის ქვეყანაში წავიდეს, ზედმეტად ტრადიციული და რელიგიურია. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ ეს ურთიერთობა ამოვწურეთ.
– საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვს?
– ფიქრებით რომ ვარ საქართველოში, მაშინაც კი უამრავი იდეა მომდის თავში და ამაზე ოცნებაც კი ძალიან მაბედნიერებს. ბელგიაში თითქოს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. განსაკუთრებული არაფერი ხდება, ყოველდღე – ერთი და იგივე. ახლა იმიტომ გადავწყვიტე ჩამოსვლა, რომ რაღაცების პლასტიკური ოპერაციები უნდა გავიკეთო, რადგან ყველაზე კარგად ამას მანდ აკეთებენ. ბელგიაში მკერდი გავიკეთე, მაგრამ საქართველოში გაკეთებული უფრო მომწონს. ცხვირის გაკეთება მინდა ძალიან, მაგრამ აქ მეშინია, კიდევ რაღაც დეტალებსაც მივხედავ, მაგრამ ისე, რომ ჩემი სახის მიმიკა არ დავკარგო.
– საქართველოში არაერთი ტრანსგენდერი ქალისგან მოგვისმენია მძიმე ისტორია. დაბრუნების შემთხვევაში, რამდენად ხარ მზად ამ ყველაფრისთვის?
– რაც საქართველოში ხდება, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. რა თქმა უნდა, რაღაცებში შეზღუდვა მომიწევს. მე ყოველთვის ვერიდები ისეთ ადგილებსა და სიტუაციებს, სადაც შეიძლება, რამე პრობლემა შემექმნას. ამის გამო ვერ ვიტყვი უარს იქ ცხოვრებაზე, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. ნათქვამია, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო. მეც მოვერგები იმ სიტუაციას.
– პირადი ცხოვრების გარდა, როგორ აეწყვე ბელგიაში, მუშაობ?
– არა და ზუსტად მაგან გამაგიჟა. ასეთი ცხოვრების ტემპი არასდროს მქონია. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და სახლში ყოფნა მიყვარს, მაგრამ აქ
მთელი დღეები სახლში ვარ, არაფერს ვაკეთებ, ბევრ ხალხს არ ვიცნობ, მეგობრები არ მყავს და აქაურს ვერაფერს ვეგუები, რაც ძალიან სტრესულია.
მთელი დღეები სახლში ვარ, არაფერს ვაკეთებ, ბევრ ხალხს არ ვიცნობ, მეგობრები არ მყავს და აქაურს ვერაფერს ვეგუები, რაც ძალიან სტრესულია.
– ის პრობლემები, რომლებიც ტრანსგენდერი ქალების წინაშე დგას, პირადად შენ რამდენად შეგხებია, რა გამოცდილება გაქვს და მანდ რა ხდება ამ თვალსაზრისით?
– აქ ქუჩაში გასვლისას, პირველი, რასაც ვფიქრობ, ისაა, რომ თუ საქართველოში ასეთი თავისუფლება იქნება, სრული კომფორტისთვის სხვა არაფერი დამჭირდება. მესმის ადამიანების დამოკიდებულებაც რაღაც საკითხებისადმი, მაგრამ პირველ რიგში, მე ჩემს თავზე ვფიქრობ, რას ვაკეთებ ისეთს, რომ ვიღაც გამომეკიდოს და მცემოს. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს, უბრალოდ, მენტალიტეტია და კიდევ განვმეორდები, „სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო“ და საქართველოში ჯერჯერობით ამ ქუდის დახურება მიწევს.
– ამაში რას გულისხმობ? საქართველოდან რომ წახვედი, მაშინ მოახდინე საკუთარი თავის სრულად დემონსტრირება, როგორც ტრანსგენდერი გოგოსი?
– 2017 წელს დავიწერე „ფეისბუქზე“ სახელი ლიზა და 2018 წელს წამოვედი საქართველოდან. ეს, უბრალოდ, სახელის ცვლილება იყო, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რეალურად ასეთად თავს ძალიან პატარა ასაკიდან ვგრძნობ. ეს სახელიც ჩემმა ერთ-ერთმა ყოფილმა მეგობარმა ბიჭმა დამარქვა. გიორგის ვერ დაგიძახებ და ლიზა უნდა დაგარქვაო. იმ ბიჭისგან რომ წამოვედი, მეგობრებს ვუთხარი, ლიზა დამარქვა და დღეიდან ეს სახელი დამიძახეთ-მეთქი. თუმცა, მანამდე სახელის კომპლექსი არ მქონია, ჩემთვის მთავარი იყო შინაგანად რას ვგრძნობდი. ოპერაციებს რაც შეეხება, ჩემმა ახლანდელმა შეყვარებულმა ერთ მშვენიერ დღეს მითხრა, მინდა, მკერდის ოპერაცია გაგიკეთოო და დავთანხმდი, თორემ მე ჩემი მკერდითაც არ ვგრძნობდი თავს კაცად. ჩემს კანს, ჩემს თმას რომ ვეხებოდი, ყოველთვის ვუსვამდი კითხვას საკუთარ თავს, როგორ შეიძლება, ეს კაცის იყოს? მთელი ჩემი სხეულითა და შეგრძნებებით ვგრძნობდი, რომ ქალი ვიყავი. ოთხი-ხუთი წლის ასაკში კაბებითა და მაკიაჟით ვატარებდი კონცერტებს. ყოველთვის მყავდა გოგო მეგობრები, ბიჭებიც, მაგრამ დაქალური ურთიერთობა გოგონებთან მქონდა.
– ერთია ამის საკუთარ თავთან აღიარება და გაცნობიერება, მეორე კი – გარეთ გამოტანა და ოჯახისთვის თქმა.
– გამიმართლა იმაში, რომ ასეთი დედა მყავს. მამაც ძალიან მიყვარს, მაგრამ მასთან ჯერ არ მქონია ამ თემაზე საუბარი. მამა ყოველთვის მირეკავდა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზორშიც უკვე ნანახი ვყავდი მაკიაჟით, ყველაფერი იცოდა, მაგრამ მაინც მწერდა, მნახეო. არასდროს უხსენებია სიტყვა ჩემი ასეთი ცხოვრების შესახებ, მაგრამ მე დღემდე არ მაქვს იმის ძალა, რომ მამასთან ამაზე დიალოგი დავიწყო. დედა უსიტყვოდაც
ყველაფერს გრძნობს. საქართველოდან წამოსვლამდე ტელევიზიაში პირველი ინტერვიუ რომ მქონდა მაკიაჟით, დედამ დამირეკა, ეს რა არისო? ორი თვე არ მქონდა მასთან კომუნიკაცია. აქ მის დაქალს ვთხოვე, დალაპარაკებოდა. დედა საერთოდ ვერ ერკვეოდა ამ საკითხში და მისთვის ყველაზე მიუღებელი იყო ის, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა. მაგრამ დრო და მიჩვევა სჭირდებათ ადამიანებს. ადამიანსაც გააჩნია, დედა აღმოჩნდა კარგი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მიიღო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
ყველაფერს გრძნობს. საქართველოდან წამოსვლამდე ტელევიზიაში პირველი ინტერვიუ რომ მქონდა მაკიაჟით, დედამ დამირეკა, ეს რა არისო? ორი თვე არ მქონდა მასთან კომუნიკაცია. აქ მის დაქალს ვთხოვე, დალაპარაკებოდა. დედა საერთოდ ვერ ერკვეოდა ამ საკითხში და მისთვის ყველაზე მიუღებელი იყო ის, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა. მაგრამ დრო და მიჩვევა სჭირდებათ ადამიანებს. ადამიანსაც გააჩნია, დედა აღმოჩნდა კარგი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მიიღო და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– ერთად ცხოვრობთ?
– არა, მე ჩემს შეყვარებულთან ერთად ვცხოვრობ.
– მამასთან რატომ გიჭირს ამაზე საუბარი? ალბათ, ორივე ყველაფერს მანამდეც გრძნობდა, უბრალოდ, სახელი არ გქონდათ დარქმეული რეალობისთვის.
– რა თქმა უნდა, მხედავდნენ და იცოდნენ, ვინც ვიყავი და ალბათ, ამიტომაც არ დამჭირვებია დიდი ბრძოლა, რომ ასეთი მივეღე. უბრალოდ, ის მომენტი, როცა სახალხოდ გამოვედი მაკიაჟით, შოკი იყო. ვერ ვხსნი, რატომ მიჭირს მამასთან ამაზე საუბარი. რვა წლის ვიყავი, დედა რომ წავიდა და მამასთან ვიზრდებოდი, თან, დედისერთა ვარ. თუმცა, პატარაობიდანვე საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული და როცა უკვე ძალიან ცუდად ვიყავი, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ემოციების უკონტროლობის გამო მივდიოდი დედასთან ან მამასთან. მამასთან იდეალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ის მაინც კაცია და მგონია, რომ ვერ გამიგებს იმ ხედვით, რა ხედვითაც მე უნდა მივიდე მასთან. ალბათ, ამას დრო სჭირდება.
– ახლანდელ ურთიერთობაზე რა მიზეზითაც აპირებ წერტილის დასმას, ის მომავალშიც არ შეიცვლება. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ პირად ცხოვრებზე უარი უნდა თქვა?
– რა თქმა უნდა, არა. შვილის ყოლაც შესაძლებელია, შემიძლია, ავიყვანო ან სუროგატ დედას გავაჩენინო, მაგრამ ეს ჩემს ახლანდელ გეგმებში არ შედის. არც სამომავლოდ ვფიქრობ, რომ ოჯახი და შვილი უნდა მყავდეს. მე ჯერ არ ვარ სრულყოფილად შემდგარი ადამიანი როგორც შინაგანად, ისე ფიზიკურად და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ვიმუშაო. ახლა შეყვარებულის გამო აღარავინ და აღარაფერი მაინტერესებს. საქართველოში კლუბში ძალიან ხშირად დავდიოდი, მთელი კვირა გართობასთან, დალევასთან და მეგობრებთან ასოცირდებოდა. ახლა საერთოდ აღარ მაქვს ამის სურვილი და მთელი ჩემი ფიქრებით მხოლოდ ამ ერთ ადამიანთან ვარ. ამხელა ცვლილება ორივეს ცხოვრებაში ძალიან დიდ სტრესთანაა დაკავშირებული. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაც ხალხისგან ცუდი მიგრძნია, ოდნავადაც ვერ მივა იმ სტრესთან, რაც ამ ურთიერთობისგან მივიღე. არც ვიცოდი, თუ ასეთი ძლიერი გრძნობა არსებობდა. ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს ეს სიყვარული. იმდენად შემიყვარდა ეს ადამიანი, რომ ჩემი თავი დამავიწყდა და რადგან მისთვის ასეთი ვარ მისაღები, საკუთარი თავის განვითარება „დასტოპებული“ მაქვს, რაც აუცილებლად უნდა შევცვალო.