კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ უნდა მოიქცეს საჯარო სივრცეში მშობელი, როცა ბავშვი არ უჯერებს და რატომ არ უნდა წავახალისოთ შვილები მატერიალური ჯილდოთი

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ბავშვის აღზრდს პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება, რაც მშობლებისთვის საკმაოდ რთული ამოცანაა. ხშირად მშობლის ემოციური დისბალანსი განაპირობებს ბავშვზე ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას, რაც დაუშვებელია. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვი არ უჯერებს და რა არის საჭირო ბავშვის სწორი პიროვნული სტრუტქურის ჩამოყალიბებისთვის – ამ და სხვა საინტერესო თემებზე, ფსიქოლოგი, ნინო კერესელიძე გვესაუბრა.
  ნინო კერესელიძე: თითოეულ ოჯახს აქვს თავისი წესები, რომლის მიხედვითაც მოქმედებენ ბავშვებთან დაკავშირებით. წესებთან ერთად ჩვენ ვიმუშავებთ დასჯა-წახალისების სისტემას. ოღონდ ეს არ უნდა გავიგოთ პირდაპირი გაგებით, დასჯა არ გულისხმობს ცემას, ყვირილს და ასე შემდეგ, მასში იგულისხმება წახალისების მოხსნა. მნიშვნელოვანია მშობელმა შეიმუშაოს ცხრილი, რომელსაც შექმნის ბავშვთან ერთად. ცხრილში უნდა იყოს აღნიშნული ქცევები, რომელსაც ბავშვი განახორციელებს და თუ, ყველა ქმედება პოზიტიურად იქნება შესრულებული, მაშინ მან წახალისების მიზნით უნდა მიიღოს ჯილდო. ეს ჯილდო მშობელმა და ბავშვმა წინასწარ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ, ოღონდ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს მატერიალური დატვირთვა. მატერიალური ჯილდო, ბავშვის ფინანსურ მანიპულაცას მოახდენს და ყველაზე ნაკლები ეფექტი ექნება. შეიძლება, მშობელმა „სმაილების“, ეგრეთ წოდებული, „ღიმილების“ სისტემა გამოიყენოს და ყოველი ქცევა ამით შეაფასოს.
– რა არის გამოსავალი, როდესაც ბავშვი საჯარო სივრცეში არ უჯერებს მშობელს?
– საჯარო სივრცეში აღმზრდელობითი მეთოდების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია ბავშვის იგნორირება და მეორე – ყურადღების გადატანა. მშობელს ყვირილი და ისტერიკა შედეგს ვერ მისცემს. ეს იქამადე მიიყვანს, რომ რეალურად დაკარგავს ავტორიტეტსა და როლს ბავშვთან ურთიერთობაში.
– დასჯა-წახალისებაზე ვსაუბრობდით და უფრო კონკრეტულად, რა იგულისხმება დასჯის მეთოდებში?
– დასჯა, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ცემა და ფიზიკური ძალადობა ან ბნელ ოთახში ბავშვის გამოკეტვა, რაც სამწუხაროდ, ხშირად გამიგია. დასჯა – ეს არის წახალისების მოხსნა. მაგალითად: „მე ძალიან მიყვარხარ შენ, მაგრამ საქციელი, რომელიც ჩაიდინე, არ არის მისაღები, აქედან გამომდინარე, დღეს შენ შოკოლადს ვერ მიიღებ“. ძალიან დეტალურად უნდა იყოს ახსნილი, რატომ ვერ იღებს ბავშვი წახალისებას, არ უნდა დაეზაროს მშობელს კონკრეტულ საკითხზე საუბარი. ხშირად მშობელი ასე აფასებს ბავშვს: „შენ ცუდი ხარ“ , „შენ ხარ არაფრის მაქნისი“ – რაც არასწორია. ფაქტობრივად, ამით კლავენ საკუთარ შვილებს. ბავშვი კი ვერ იგებს, რატომ არის ცუდი და ამიტომ იმახსოვრებს იმას, რომ არის ცუდი, რასაც მიჰყავს სტრესამდე, დეპრესიამდე. მეორე შემთხვევაში კი იწყებენ იმის განმტკიცებას, რომ ნამდვილად ცუდები არიან. ის იჯერებს ამ ყველაფერს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ მართლა ასეა და შენ არ ცდები. მოზრდილ ასაკში ცდილობენ ამ ყველაფრის შეცვლას, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეჭიდებიან ისეთ საქმეებს, რომელიც მათ რესურსებთან არ მოდის კვეთაში და რთულ პერიოდს გადიან. ამიტომ საჭიროა, დეტალურად აუხსნას მშობელმა თითოეული ქცევის სიკარგე ან სიცუდე და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, ფოკუსირება ქცევაზე გაკეთდეს და არა ბავშვზე. „დღეს, როგორი კარგი ხარ და გუშინ, როგორი ცუდი იყავი“, ასეთი ტიპის კონტაქტი ბავშვისთვის გაურკვეველია. „ეს არის ცუდი საქციელი, მაგრამ შენ ხარ კარგი“ ეს სწორი მიდგომაა. მშობელმა კარგად უნდა განუმარტოს, რა დააშავა, ამასთან ერთად, უნდა უთხრას, რომ თავად პიროვნება არის კარგი და ძალიან უყვარს.
– როგორ აისახება ბავშვის ფსიქიკაზე ფსიქოლოგიური ძალადობა და რაში შეუშლის ის ხელს ზრდასრულ ასაკში?
– ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიქმება ყველა სიტყვა, რომელიც არის შეურაცხმყოფელი, ასევე, მანიპულაციის ტექსტები: „მე მოვკვდები, შენ თუ ცუდად მოიქცევი“, „მე ცუდად გავხდები“, „თუ ცუდად მოიქცევი, მე დაგტოვებ“... ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიქმება ისიც, რომ ბავშვი მიუშვას თავის ნებაზე და საერთოდ არ იყოს მათ შორის ემოციური კონტაქტი, ასევე ჰიპერმზრუნველობის მდგომარეობა, როდესაც ბავშვს ყოველთვის აკონტროლებენ. ამ დროს ყველაზე დიდ როლს თამაშობს შედარებითი ფრაზები: „მას თუ გამოსდის, შენ რატომ არ გამოგდის“, „ნახე, ის როგორი კარგია“. დაუშვებელია მსგავსი ფრაზების გამოყენება. ამ ქცევით ბავშვს აიძულებთ, აგრესია გაუჩნდეს იმ ადამიანის მიმართ, ვისაც მას ადარებთ. ბავშვის აღზრდის პროცესში აგრესია ვერ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.
– როგორ უნდა მოახერხოს მშობელმა აღზრდის დროს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება?
– პირველ რიგში, ემოციურად უსაფრთხო გარემო უნდა შეუქმნას, რომ ბავშვს მიეცეს განვითარების საშუალება. ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბება და აღზრდა კონკრეტულ ასაკში კი არ უნდა დავიწყოთ, არამედ ის ჩასახვის წუთებიდანვე უნდა აღვიქვათ პიროვნებად. თუ სიტუაციას გვერდიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ ბავშვი არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი პიროვნება, რომელსაც საკუთარი ღირებულებები და უფლებები აქვს, ის ვერასოდეს იქნება ის ადამიანი, რომელმაც ჩვენი მოლოდინები უნდა გაამართლოს, რადგან ამისთვის არ მოსულა ამქვეყანაზე. სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქცევის სწორი შეფასებაა. არ უნდა დაგვავწყდეს კარგი ქცევის წახალისება, თუ გვინდა, რომ განმტკიცდეს. რამდენადაც ბავშვის ნეგატიურ ქცევებს მივაქცევთ ყურადღებას, უფრო მეტად მივიღებთ მის განმტკიცებულ ვარიანტს. შესაბამისად, კარგ, პოზიტიურ ქცევაზე უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მნიშვნელოვანია, ბავშვი შევაქოთ არა იმისთვის, რომ ლამაზია, არამედ იმ ქცევებისთვის, რაც მას აქვს.
– კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვებთან ურთიერთობის დროს?
– მნიშვნელოვანია, ვუთხრათ, რომ გვიყვარს, ეს არასოდეს არ არის საკმარისი და რაც უფრო ხშირად გავუმეორებთ, უკეთესია. საჭიროების შემთხვევაში უნდა მოვუხადოთ ბოდიში, ამით ვასწავლით საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღებას და ასევე, ვთხოვოთ პატიება. გადავუხადოთ მადლობა. კომუნიკაციის დროს ბავშვს უნდა მივცეთ თავისუფლება, ამაში ვგულისხმობ თუნდაც არჩევნის საშუალებას, მაგალითად: ქურთუკის ყიდვის დროს ასარჩევად ვაჩვენოთ ორი სახეობა, რაც საშუალებას მისცემს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. დაუშვებელია, ვუთხრათ: „მე გაჭმევ“, „მე ჩაგაცვამ“, ეს ბავშვს იმ აზრს უჩენს, რომ მას არ შეუძლია ამის გაკეთება და თავად ვერ დაძლევს. მერე მთელი ცხოვრების განმავლობაში მიჰყვებათ ხოლმე ეს გადამეტებული მზრუნველობა და ამიტომაა, 40-50 წლის ადამიანები რომ ცხოვრობენ მშობლების ხარჯზე და ამ ასაკშიც ბავშვები არიან.

скачать dle 11.3