№27 მარიამ მანაგაძე: ბიჭები ისეთ თანამედროვე ცხოვრებას „აწვებიან“, როგორიც მე არ შემიძლია
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მოდელ მარიამ მანაგაძეს ძალიან წარმატებულ პერიოდში და უამრავი შემოთავაზების ფონზე მოუწია მილანიდან წამოსვლა და სამშობლოში დაბრუნება, რისი მიზეზიც პანდემია გახდა.
მარიამ მანაგაძე: მილანში გიჟური გრაფიკით ვცხოვრობდი – ყოველდღე ქასთინგები, მზადება მილანის „ფეშენ-ვიქისთვის“ და გადაღებები. „ფეშენ-ვიქი“ პანდემიის დაწყების წინა დღეს დაემთხვა და სტუმრების რაოდენობა ძალიან შეამცირეს. მეორე დღეს „არმანის“ ქასთინგზე ვიყავი დაბარებული, რომელსაც მოუთმენლად ველოდი, მაგრამ პანდემიის გამო ჩაიშალა. თუმცა, საბედნიეროდ, მოვასწარი საქართველოში ჩამოსვლა და იმ მძიმე სიტუაციას გამოვასწარი, რაც იტალიაში დატრიალდა.
– მილანის „ფეშენ-ვიქზე“ როგორ აღმოჩნდი?
– ძალიან დიდი ემოცია მქონდა, როცა ჯერ ერთმა დიზაინერმა დამამტკიცა, მერე – მეორემ. ქასთინგზე რომ მივდიოდი, რუკის დახმარებით ვეძებდი მისამართს, მაგრამ ერთი კილომეტრით რომ მივუახლოვდებოდი დანიშნულების ადგილს, უკვე ვხვდებოდი, რომ იქ ვიყავი, რადგან გოგონების კილომეტრიანი რიგი იდგა (იცინის). მართლა ძალიან დიდი შოკი იყო, ამხელა კონკურენციის პირობებში რომ ამარჩიეს. ქასთინგი დილიდან საღამომდე მაინც გრძელდებოდა, მაგრამ რა დროსაც არ უნდა მისულიყავი, მინიმუმ ორასი გოგო მაინც გხვდებოდა რიგში (იცინის).
– როგორ გამოგარჩიეს მათ შორის?
– მანამდე შოუ-რუმებზე იყო ქასთინგი და პირველივეზე ძალიან მოვეწონე მილანში ორ ყველაზე წარმატებულ დიზაინერს. დილიდან-საღამომდე მათთან მთელი დატვირთვით ვმუშაობდი და იქიდან სირბილით მივდიოდი ხოლმე „ფეშენ-ვიქის“ ქასთინგებზე. ისეთი რეჟიმი მქონდა, რეჟისორს რომ ცალი თვალით დავენახე, ფილმს გადაიღებდა (იცინის).
– რა გითხრეს, რა აღმოჩნდა შენი პლუსი?
– ქასთინგზე რომ შევედი, ერთ-ერთმა დიზაინერმა მითხრა, თუ არ გეჩქარება, დაგველოდე, გვინდა, დირექტორმა გნახოსო. მენეჯერებმა მითხრეს, რომ კავკასიურმა გარეგნობამ, თვალებმა, შავგრემანმა ვიზუალმა მოგვხიბლა. ძალიან უცხო გარეგნობა გაქვს და გვინდა, ჩვენი კოლექცია გადაიღო ცხენთან ერთადო. დამინიშნეს გადაღებები, დირექტორსაც ძალიან მოვეწონე და შემდეგ სეზონზეც მელოდებიან. „ფეშენ-ვიქის“ ქასთინგებზეც და საერთოდ, ყველგან იმით გამოვირჩევი, რომ ძალიან კონტაქტური ვარ და თბილად მიღებდნენ. ალბათ, გრძნობდნენ, რომ ყველასადმი დადებითად ვიყავი განწყობილი. არასდროს მიფიქრია, მარიამ, აზრი არ აქვს, შენ მაინც არ აგირჩევენ-მეთქი, პირიქით, ძალიან თავდაჯერებული ვარ. ასე რომ, აღმოვჩნდი მილანის „ფეშენ-ვიქზე“. „აფთერფართიზე“ მოდის ძალიან ცნობილი ბლოგერი გოგო, რომელიც თვითონაც მოდელი იყო და მეუბნება, აქ
შენთვის იმის სათქმელად შემოვედი, რომ საოცრად დადიხარ და მითხარი, რამდენი წელია, მოდელი ხარო? სიხარულისგან შოკირებული ვიყავი, თვითონ იმდენად მაგარი გოგო და წარმატებული ბლოგერი მეუბნება: ყველაფერი წამოიღე, პოდიუმზე რომ გამოიარეო.
შენთვის იმის სათქმელად შემოვედი, რომ საოცრად დადიხარ და მითხარი, რამდენი წელია, მოდელი ხარო? სიხარულისგან შოკირებული ვიყავი, თვითონ იმდენად მაგარი გოგო და წარმატებული ბლოგერი მეუბნება: ყველაფერი წამოიღე, პოდიუმზე რომ გამოიარეო.
პანდემიამ ყველაფერი ამირია. „ფეშენ-ვიქის“ დღეს ერთ-ერთი ტელევიზიის წარმომადგენელი გავიცანი. მითხრა, მეგობრისგან გავიგე, რომ სამზარეულოში ფუსფუსი გამოგდის და გიყვარს. ძალიან დიდი ხანია, მოდელს ვეძებთ, რომელიც სატელევიზიო სივრცეში კულინარიაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ვარჯიშზე გააკეთებს გადაცემასო. ქართული სამზარეულოს დეტალებიც შევთავაზე და გაგიჟდნენ, ესეც ჩაგვეშალა, მაგრამ არა უშავს, ეს წინადადება ისევ ძალაშია.
– საქართველოში „ფორსაჟის“ გადაღებებშიც მონაწილეობდი, არა?
– „მის ევროპიდან“ ახალი ჩამოსული ვიყავი და „ფორსაჟის“ ქასთინგზე დამიბარეს. როგორც ყოველთვის, თავდაჯერებული მივედი (იცინის). დილის ხუთი საათიდან საღამომდე იყო გადაღებები, სამი დღის განმავლობაში. მეორე დღეს გადაღებაზე ვდგავარ შუა ვაჟა-ფშაველაზე და საშინელი მზეა, ველოდები გადაღების დაწყებას და მოდის ვიღაც კაცი ჭიქით ხელში. არ მიყვარს საქმის კეთებისას ბევრი ლაპარაკი და მით უმეტეს, უცხო ადამიანთან მაქსიმალურად კონკრეტული პასუხებით შემოვიფარგლები. თან, იმ მომენტში ისეთი დაღლილი ვიყავი, მართლა არ მქონდა ლაპარაკის თავი. რა გქვია, რა ლამაზი ხარო, მითხრა. მადლობა გადავუხადე და სახელი ვუთხარი. დაიღალეო? ჩემი საქმე ჩემთვის სასიამოვნო დაღლაა-მეთქი. ინგლისურად მესაუბრებოდა. აქ ცხოვრობო? კი და მილანშიც – მოდის სფეროდან გამომდინარე-მეთქი. მე ლონდონში ვარ ამჟამად, მაგრამ ისე ნიუ-იორკში ვცხოვრობო. უკან რომ გავიხედე, მთელი სტაფი და მსახიობები ისე მიყურებდნენ. ვიფიქრე, ალბათ, არ შეიძლება, ამ დროს საუბარი-მეთქი. ეს კაცი აგრძელებს, რამდენი წლის ხარ, ნიუ-იორკში არ აპირებ სამედელო კარიერის გაგრძელებასო? მეც ვუთხარი, რომ მქონდა შემოთავაზებები და წარმატებებს გისურვებო. რაღაც კითხვის დასმა დააპირა, მაგრამ ძალიან დაღლილი გამოვბრუნდი და ბარდიურზე ჩამოვჯექი. მოვიდა სტაფის წარმომადგენელი და მეუბნება, რა გააკეთე ახლა შენ, იცის ეს ვინ იყო? –„ფორსაჟის“ მთავარი რეჟისორი. ჩვენ აქ რას არ ვაკეთებთ, რომ დაგვინახოს, ალბათ, შენი თვალებით დაატყვევე, ადამიანი გესაუბრებოდა და შენ გამოუბრუნდი, ჩვეულებრივად დავიბოღმეთო (იცინის). მეორე დღეს თვალში მომხვდა მეტალის ნაწილაკი და სტაფის წევრი მეუბნება, ისე დავიბოღმე გუშინ შენზე, ცოდვებმა გიწიაო (იცინის). გარეთ რომ გამოვედი, ცალ თვალზე ყინულმიდებული, მოვიდა ისევ ჩვენი რეჟისორი, რა გჭირსო (იცინის). ისევ ერთად რომ დაგვაფიქსირეს, ყველა ამაზე მეხუმრებოდა, ჩვენზეც უთხარი ერთი-ორი სიტყვაო (იცინის). ყველა მეუბნებოდა, მსახიობთანაც კი არ გამოდის ასე სალაპარაკოდ და მით უმეტეს, მასოვკის წევრთანო.
– როგორ ახერხებ ამ ყველაფრის მიუხედავად, რომ შეყვარებული არ გყავს და თვითონაც ხშირად ხუმრობ ხოლმე, 22 წლამდე ისე მოვედი, არავინ მყვარებიაო.
– ეს ჩემთვისაც საოცარი თემაა (იცინის). ჩემ ირგვლივ ძალიან ბევრი კარგი ბიჭია, მაგრამ თითქოს არ ვარ მზად სიყვარულისთვის ან ის არ გამოჩენილა, ამდენი ხანი რომ ველოდები.
– თან, ძალიან ტრადიციული ხარ და ბიჭებთანაც და საკუთარ თავთანაც ბევრი მოთხოვნა გაქვს.
– ბიჭები ისეთ თანამედროვე ცხოვრებას „აწვებიან“, როგორიც მე არ შემიძლია, ამაში ვერ ვუგებ.
– ქორწინებამდე სექსი, თანაცხოვრება... როგორია ამ საკითხებისადმი შენი დამოკიდებულება?
– ქორწინებამდე თანაცხოვრების გამოცდილება არც ჩემს მშობლებს ჰქონიათ, არც მათ მშობლებს და არც სხვებს, ჩვენი თაობის წარმომადგენლების გარდა. ახლა წამოვიდა ეს ტენდენცია და „მოდაში შემოვიდა“. ქორწინებამდე თანაცხოვრება ჩემთვის მიუღებელია. მე პირადად, ისეთი ადამიანი ვარ, არ შემიძლია, ერთი მამაკაცის გარდა, სხვასთანაც მქონდეს თანაცხოვრების გამოცდილება. ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მამაკაცი უნდა არსებობდეს და თანაცხოვრებაც აუცილებლად ქორწინების შემდეგ დაიწყება. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს – ეს მოძველებული ტრადიციააო, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის ოჯახი ძალიან წმინდაა და სიყვარული – უმთავრესი. ჩემთვის მიუღებელია, ჯერ ერთთან იცხოვრო, მერე მეორესთან და
ასე, რამდენიმე შეყვარებული გყავდეს. სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, მანამდე შეიძლება, გატაცება იყოს. თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მასთან ქორწინებამდე თანაცხოვრება აუცილებლობას კი არ წარმოადგენს, სურვილიც არ გაქვს. გინდა, ჯერ, როგორც შეყვარებულებმა გაიცნოთ ერთმანეთი და არ არსებობს, ორ ადამიანს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდეს, ერთმანეთისთვის წმინდა იყვნენ და ბოდიში და, საწოლში ვერ გაუგონ ერთმანეთს. ეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია და მგონია, რომ ცოტა მეტიჩრობაა ქორწინებამდე თანაცხოვრების აუცილებლობა. მე ზუსტად ვიცი, უბედნიერესი ვიქნები იმ ერთთან, ვისთანაც ტრადიციულად შევქმნი ოჯახს. ჩემ ირგვლივ ყველა ოჯახი ასე შეიქმნა.
ასე, რამდენიმე შეყვარებული გყავდეს. სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის, მანამდე შეიძლება, გატაცება იყოს. თუ ადამიანი ნამდვილად გიყვარს, მასთან ქორწინებამდე თანაცხოვრება აუცილებლობას კი არ წარმოადგენს, სურვილიც არ გაქვს. გინდა, ჯერ, როგორც შეყვარებულებმა გაიცნოთ ერთმანეთი და არ არსებობს, ორ ადამიანს ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდეს, ერთმანეთისთვის წმინდა იყვნენ და ბოდიში და, საწოლში ვერ გაუგონ ერთმანეთს. ეს, ჩემი აზრით, გამორიცხულია და მგონია, რომ ცოტა მეტიჩრობაა ქორწინებამდე თანაცხოვრების აუცილებლობა. მე ზუსტად ვიცი, უბედნიერესი ვიქნები იმ ერთთან, ვისთანაც ტრადიციულად შევქმნი ოჯახს. ჩემ ირგვლივ ყველა ოჯახი ასე შეიქმნა.
– ისეთ ცხელ ფოტოებს დებ სოციალურ ქსელში, ვინმეს სჯერა, რომ სინამდვილეში ასეთი ხარ და რომ სვანური ფესვები ასეთ როლს თამაშობს შენს ხასიათში?
– (იცინის). ამ ამბავს მამა ძლივს შეეჩვია, რადგან ჩემი ბევრი წარმატება გულწრფელად გაუხარდა. ძალიან ბევრი ფოტო ავიღე ჩემი სოციალური გვერდიდან, რადგან მათ ლაპარაკი მოჰყვა და ძალიან ვნერვიულობ ხოლმე, მე რომ სულ სხვანაირი ვარ და ფოტოებიდან გამომდინარე, სულ სხვა რამეს ფიქრობენ. ვინც მიცნობს, ყველა ხვდება, რომ საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტოც ჩემი პროფესიის ნაწილია. მილანიდან ჩემი ვიზუალით ზუსტად ამ ფოტოთი დაინტერესდნენ. არათემატური და გამომწვევი ფოტოები, რომელიც საქმეს არ ემსახურება, მაქსიმალურად შეზღუდული მაქვს.
– ბიჭები რომ ამ ფოტოებით შექმნილი შთაბეჭდილებებით მოდიან და შენ შენი ხისტი ხასიათით ხვდები, მაშინ რა ხდება?
– ძალიან გამხიარულდებით, ჩემი მიმოწერა რომ წაიკითხოთ. ჩემი პოსტებიდან გამომდინარე, ხვდებიან, რომ ცოტა უხეში ვარ (იცინის). მწერენ ხოლმე, მარიამ, მართლა ქვის გული გაქვს? სვანეთში რომ ჩამოგაკითხო და გითხრა, რომ მიყვარხარ, მშვიდობით გამომიშვებ უკან? (იცინის) სხვათა შორის, თავხედურად ძალიან იშვიათად მწერენ, თითქმის არა, რაც ძალიან კარგია. მაგრამ თუ არის ბიჭი, რომელსაც მოვწონვარ ან სიყვარული აქვს ჩემს მიმართ, პირდაპირ ცოლად მოყვანაზე მიწყებს საუბარს (იცინის). მომწონს, ასე რომაა და ჯერ თანაცხოვრებაზე არ მელაპარაკებიან (იცინის). თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ახლა ჩემს პირად ცხოვრებაში საერთოდ არაფერი ხდება, მაგრამ ამაზე მეტის თქმა ჯერ ადრეა.
– მშობლების ფოტო გედო სოციალურ ქსელში, ქორწინების იუბილეს ულოცავდი და როგორც მივხვდი, მამამ დედა მოიტაცა. შენ როგორ მოიქცეოდი დედას ადგილას?
– არ იცი, რომ მოტაცებული ვარ? (იცინის) მშობლებს რაც შეეხება, მამაჩემი იმდენად სიმპათიური იყო, რომ ულამაზესმა დედაჩემმა, ვეღარ თქვა უარი მასთან დარჩენაზე, მართლა ძალიან ეშხიანი მამა მყავს და მოიგო დედას გული (იცინის). დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ძალიან მიხარია, ასეთი ახალგაზრდა და კარგი მშობლები რომ მყავს.
მე მეთორმეტე კლასში ვიყავი, როცა ერთი კარგი ბიჭი გავიცანი, მაგრამ ძალიან პატარაც ვიყავი და თან ბიჭები ბავშვობიდან არ მაინტერესებდა (იცინის). სიყვარული იყო, მაგრამ ჩემი მხრიდან – არა. მიწერ-მოწერასავით გვქონდა, მაგრამ შეყვარებულები არ ვყოფილვართ. ერთ დღესაც, ჩაის სახლში უნდა წავსულიყავით რამდენიმე ადამიანთან ერთად, მათ შორის, ჩემი კარგი ნაცნობიც იყო. დედამ რომ გამომაცილა, ამათ უთხრა, 12-ს არ გადააცილოს სახლში მოსვლაო და მათაც, რა თქმა უნდაო. მცხეთის გზაზე რომ დადგნენ, მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. რა ხდება, მიტაცებთ-მეთქი, პირდაპირ ვიკითხე. ბავშვობიდან ძალიან უემოციო ვარ (იცინის). თურმე, გამზადებული აქვთ ტექსტი დედაჩემისთვის, რომ ძალიან ბედნიერები ვიქნებით, რომ კარიერაში ხელს შემიწყობს და ასე შემდეგ. გაუგზავნეს ეს შეტყობინება და დედას მაშინვე გული წასვლია. ჩემი დეიდაშვილები შინაგანში მუშაობენ და მაშინვე მოგვძებნეს. მაგრამ ესენი იმდენად სწრაფად დადიოდნენ, სისწრაფის უფრო მეშინოდა, ვიდრე მოტაცების (იცინის). მამაჩემმაც რომ გაიგო ჩემი მოტაცების ამბავი, ცალკე ის წამოვიდა თავისიანებით. მე მთელი გზა ვეუბნებოდი, კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ უსიყვარულოდ არ გავთხოვდები, რატომ გაიფუჭე ჩემთან ურთიერთობა ამ ნაბიჯით-მეთქი. ჩავედით გურიაში და თქვეს, აქ პოლიცია „დაგვადგებაო“ და ჩოხატაურში გადამიყვანეს ძმაკაცის ბებიასთან, რომელიც კარში „ბამბანერკით“ ხელში შეგვეგება, როგორც ახალდაქორწინებულებს. იქ უნდა გენახათ ჩემი რეაქცია (იცინის). სანამ ყველა მოვიდა, ხელწერილი დაწერე, რომ შენი ფეხით მოხვედი, რომ მერე მე ციხეში არ ჩამსვან, ბებოო, მეუბნებოდა. ამას როგორ ვიზამდი?! (იცინის). იმდენს მელაპარაკნენ, ჩემს ადგილას ალბათ, ბევრი დარჩებოდა. მამაჩემმა კარი შემოაღო თუ არა, მე გავედი და მანქანაში ჩავჯექი. მეგონა, იარაღით შემოვარდებოდა და ყველას დახვრეტდა, მაგრამ ყველაფერი ძალიან დიპლომატიურად მოაგვარა (იცინის). უთხრა, შვილო, მე ოჯახი მაქვს, თუ გიყვარს, მოდი და იქ ვისაუბროთო და წამოვედით. მოვიდნენ კიდეც შესარიგებლად, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ ისტორიას გაგრძელება არ მოჰყოლია. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ყველაფრის მიუხედავად, ძალიან კარგი ბიჭი იყო, ოჯახიც არაჩვეულებრივი ჰყავდა. იქ ბევრი ისეთი სცენაც იყო, რომელზეც ცრემლები ვერ შევიკავე, მაგრამ სხვანაირ დასასრულზე არც მიფიქრია. მერე იყო პერიოდი, „გიჟი თაყვანისმცემლები“ რომ სახლთან მხვდებოდნენ მანქანით. არ მინდოდა, ამის შესახებ მამასთვის მეთქვა, რომ უფრო არ დაძაბულიყო სიტუაცია. ამიტომ, დედამ გადაწყვიტა, საზღვარგარეთ წავსულიყავი სასწავლებლად და ასე ავიცილე მშვიდობიანად ეს ყველაფერი (იცინის).