კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კახა კუხიანიძე: ბედნიერი სიკვდილი ბევრჯერ მქონია

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი კახა კუხიანიძე ნამდვილად იღბლიანი ადამიანია. იმდენჯერ გადაურჩა სიკვდილს, რომ არა ბედისწერა, გამძაფრებული ინტუიცია და წინათგრძნობა, წესით, ცოცხალი არ უნდა იყოს. როგორც თავად ამბობს, რამდენიმე სიცოცხლე აჩუქა ღმერთმა და იმავდროულად, შეგრძნებით, ხშირად ასცდა ხიფათს.
  კახა კუხიანიძე: სულ ვამბობ, მე რომ ჩემნაირი შვილი მყავდეს, რამდენჯერაც საცემი იქნება, იმდენჯერ ვცემ-მეთქი (იცინის). ყოველთვის გამქონდა ჩემი, მერქვა „მიყიდე“. ჩემი ძმა, ჩემგან განსხვავებით, „ბუნჩულა“ იყო, თუ რამე უნდოდა, ვერ ამბობდა და მე მეუბნებოდა. მეც მეტი რა მინდოდა? ამიტომ, მის მაგივრადაც და ჩემთვისაც – ორივესთვის ვითხოვდი. არ დამავიწყდება, ერთხელ უნივერმაღში გავწექი იატაკზე და დედაჩემს ვაყიდინე ქსილოფონი. მოვიტანე სახლში ამხელა ბარახლო და ავიკელი სახლი (იცინის). ერთი დღე ვუკრავდი და მერე მივაგდე თავისი ჯოხებიანად. თუ რამის ყიდვა მინდოდა, შემეძლო, მთელი დღე მეტირა. დედაც ჯინში მიდგებოდა, ამას როგორ გავატანინო თავისიო, მაგრამ ვერ შემცვალა. სახლიდან კი ხილს ვიპარავდი და ბავშვებისთვის გამქონდა. ხან, დავკრავდი ფეხს და ბებიასთან ვიპარებოდი, ხან სკოლას ვაცდენდი და პარკში დავსეირნობდი.
– ამის გამო ხშირად გცემდნენ?
– ცემა კი უნდოდათ და მომდევდა დედაჩემი საბერტყი ჯოხით, მაგრამ სწრაფად დავრბოდი და ვერ მეწეოდნენ (იცინის). მოკლედ, დიდი მაიმუნი ბავშვი ვიყავი, ჭიჭყინა, პრინციპული და მომთხოვნი. სულ ჩემი გამქონდა. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ცელქი ვიყავი და სულ ველოსიპედიდან ვარდებოდი, არაფერი მომიტეხავს. თუმცა, სულ გადაღვლეპილი მქონდა მუხლები. აი, დიდობაში კი ფეხის ტერფი მოვიტეხე, თან სასაცილო მდგომარეობაში. ლიფტი არ მუშაობდა, ფეხით ავრბოდი კიბეზე, ფეხი წამოვკარი და ქვემოთ კი არ ვიფრინე, არამედ ზემოთ და ფეხის ტერფის ორი თითი მოვიტეხე (იცინის).
– ანუ, ბავშვობაში სიცელქის გამო გადაურჩი მოტეხვებს და დიდობაში უფრო ხიფათიანი აღმოჩნდი?
– ასე გამოდის. იმდენჯერ გადავურჩი სიკვდილს, რომ არა ღმერთის წყალობა და ჩემი ინტუიცია, წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო. რიკოთზე ისე მოსრიალდა მანქანა, რომ ხრამში გადავარდნა გარდაუვალი იყო, პატარა გაყინულმა თოვლის გორამ შეგვაჩერა. არ დამავიწყდება ის განცდა და შიში. იმხელა სტრესი მივიღე, დღემდე მომყვება. მთელმა ცხოვრებამ ხომ გამირბინა თვალწინ, მივხვდი, იმქვეყნად მივდიოდი და აღარაფერი მიშველიდა. ამ დროს იმდენად უძლური ხარ, შენი თავი გეცოდება. ერთხელ კი მე და თიკა ფაცაცია მოვდიოდით კონცერტიდან და მოწმენდოლ ცაზე, ხაშურის ხიდზე, მძღოლს მანქანა მოუცურდა, გვერდით გადავიდა და ისე დავბზრიალდით, წესით, ხიდიდან უნდა გვეფრინა, მაგრამ ღმერთმა გაგვაჩერა. მანქანა გადააგდეს, ჩვენ კი გადავრჩით. უბრალოდ, ფეხი მეღრძო და სულ ეს იყო. ახლაც ვერ ვხვდები, დაკუჭული მანქანიდან როგორ გადმოვედით ცოცხლები. ხაშურის ხიდს ახლაც ვერ ვიტან. სოკოთი კი ორჯერ ისე მოვიწამლე, სხეულის შეგრძნება დავკარგე, გავითიშე, სიკვდილს ნამდვილად ჩავხედე თვალებში. ხუთი დღის განმავლობაში საშინლად ვიყავი, მართლა სიკვდილს ვებრძოდი, მაგრამ ისე მიყვარს, ვერ ვეშვები. თუმცა, ამის ფონზე კარგი ცვლილება მოხდა ჩემთან ამ დღეების განმავლობაში, ავტომატურად, ისე, რომ ვერ ვხვდები, რამ გამოიწვია: სიგარეტის და კიდევ ბევრი სხვა მავნე ჩვევის ჩარეცხვა, ყავა – მხოლოდ დილით 1 ფინჯანი, ადრე ძილი და დილის შეგრძნება, საქმის კეთების გამძაფრებული სურვილი და დანარჩენს ჩემთვის დავიტოვებ... ვფიქრობ, ნეტავ რაშია საქმე და საით მივექანები-მეთქი (იცინის).
– ვინც გიცნობს, ყველამ იცის, რომ ცურვა გიყვარს. წყალთან დაკავშირებითაც ხომ არ გაქვს ექსტრემალური მოსაგონარი?
– ცურვაზე ვგიჟდები და კარგადაც ვცურავ, მაგრამ მაგ დროს თუ რამე სასაცილო დავინახე, მორჩა! ეგრევე, სუნთქვა მეკვრის, ვიძირები და ვიხრჩობი. ასეთი ბედნიერი სიკვდილი კი ბევრჯერ მქონია (იცინის). მიყვარს ტალღებში ცურვა. დავინახე, მამაკაცს ისე დაარტყა ტალღამ, დაატრიალა და შორტი ტანგასავით გაეკვეტა. სიცილი ამივარდა, ვყლაპავ წყალს და ვხვდები, ვიძირები. კიდევ კარგი, ამ დროს ჩემი მეგობარი გადმოხტა და გადამარჩინა. ერთხელ კი, საღამოს მზის სხივზე არ ჩანდა წყალში ადამიანი, მე კი ერთ გოგოს ვეპრანჭები, ჭკუაზე არ ვარ და ამ დროს მოჰქრის სკუტერი. ვერ შემამჩნია და ბეწვზე მოვასწარი ჩაყვინთვა, თორემ კეფა აღარ მექნებოდა. არც კი ვიცი, წამებში რა ძალა მომეცა, რა ინერციით ჩავყვინთე წამებში და როგორ გადამიფრინა სკუტერმა თავზე. წარმოვიდგინე, როგორ ვასხამდი თავიდან სისხლს. საშინელი განცდა იყო. ზოგადად, იღბლიანი ვარ და ბედისწრისა და სასწაულების მჯერა. რამდენიმე სიცოცხლე რომ მაჩუქა ღმერთმა და დღეს რომ ცოცხალი ვარ, ეს სასწაულია.
– შენი მეგობრები ამბობენ, რომ წინათგრძნობა სასწაულად გაქვს განვითარებული და მოახლოებულ საფრთხეს გრძნობ. ასეა?
– კი, ასეა. ყველამ იცის, რომ ორ მეტრსაც კი არ გავდივარ ფეხით და მანქანით გადავადგილდები. ამას წინათ, პირველად ცხოვრებაში, მანქანასთან მისულს უცნაური შეგრძნება დამეუფლა და არ ჩავჯექი. საღამოს მაინც მივუჯექი საჭეს და ისეთ ავარიას გადავურჩი, ახლაც არ ვიცი, რა მოვიმოქმედე და გავძვერი. რაღაც შინაგანი გრძნობა მეუფლება, ჩემთან საიდანღაც მოდის ინფორმაცია, რომ რაღაც უნდა მოხდეს. ბევრჯერ ამ წინათგრძნობით გადავარჩინე ჩემი თავი. ზოგადად, იმდენად მაქვს განვითარებული ინტუიცია, რომ შემიძლია, ადამიანის ფიქრსაც კი მივხვდე და გავიგო, მის ცხოვრებაში რა ეტაპი მოდის.
– ეს როგორ?
– ვერ გეტყვით, ეს ნიჭია თუ რაღაც ზებუნებრივი, მაგრამ, უბრალოდ, შევხედავ ადამიანს და ვხვდები, რას ფიქრობს. ბევრჯერ ისეთი ტექსტი მითქვამს ადამიანისთვის, მხოლოდ მან რომ იცის. შოკში ვარდებიან (იცინის). ინტუიცია მკარნახობს, რატომ არის ადამიანი ცუდად, რისგან და რა გზას დაადგეს. უეცრად ხდება ამ ინფორმაციის მოსვლა ჩემამდე. ერთ ჩემს მეგობარს შეყვარებული ჰყავდა, არ ვიცნობდი, არც სახელი და გვარი ვიცოდი და ეს უცნობი ადამიანი, თავისი საქმიანობითა და ვიზუალით, ისე დავუხასიათე და დავულაგე წინ, გადაირია: საიდან იცნობო (იცინის). ის ხომ შოკში იყო და მეც გაოცებული დავრჩი ჩემი ინტუიციით (იცინის).

скачать dle 11.3