№27 ბრძნული აზრები
კონფუცი: მატყუარა და ცბიერი უფრო უყვარს ხალხს, ვიდრე სიმართლის მთქმელი და მოყვარული, რადგან ტყუილი თაფლს ჰგავს, სიმართლე კი – მახვილს.
ტოლსტოი: ქურდი ის კი არ არის, ვინც მისთვის აუცილებელი აიღო, არამედ ის, ვინც გაჭირვებულებს არ აძლევს იმას, რაც ჭარბად აქვს.
ჰესე: ერთადერთი გზა – გაუმკლავდე მონურ სამყაროს, არის მდგომარეობა, გახდე იმდენად თავისუფალი, რომ შენივე არსებობა იყოს ამბოხება.
ზოლა: მშობელს შეუძლია, შვილს ცხვირი, თვალები და გონებაც კი მემკვიდრეობით გადასცეს, მაგრამ არა – სული, ის ყველა ადამიანში ახალშობილია.
ჩოხელი: დრო რომ იცვლება, ადამიანმა საათი რომ გამოიგონა, მამალი კი ჯერ ისევ წინანდებურად რომ ამცნობს თავის პატრონს გათენებას – აი, ეგ არის ერთგულება.
კონსტანტინე: ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს ეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს.
კამიუ: თუ ჩემი მე ზიზღის ღირსია, მაშინ პრინციპი – გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი, სასტიკ ირონიად იქცევა.
შოუ: შეცდომებში გატარებული ცხოვრება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე უსაქმოდ გაცდენილი.
ფენელონი: ადამიანები, რომლებიც ვერ იტანენ სიმართლეს, ვერ იტანენ მათ, ვისაც ჰყოფნით სიმამაცე მის სათქმელად.
გოეთე: ბოროტება ღმერთის ნაკლებობაა ადამიანში.
დოსტოევსკი: რა თქმა უნდა, შეურაცხყოფის პატიება და დავიწყება კეთილი საქმეა, მაგრამ მაინც არ ვარგა.
ფორდი: ერთად შეკრება დასაწყისია, ერთად დარჩენა – პროგრესი, ერთად მუშაობა კი – წარმატება.
ჩერჩილი: ომში ერთხელ შეიძლება, მოკვდე, მაგრამ პოლიტიკაში – ბევრჯერ.
გურჯიევი: დარწმუნებული იყავი, რომ ყველაფერი შენია.
თაგორი: იმისთვის, რომ ორიგინალურად ვიაზროვნო, რაც შეიძლება ბევრ სხვის იდეას უნდა გავეცნო.
უაილდი: ყოველთვის უთხარი ქალს, რომ ის ისეთი არაა, როგორიც სხვები, თუ მისგან იგივე გინდა მიიღო, რაც სხვებისგან.
კიპლინგი: ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.