კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გაძარცვა ბანკის თანამშრომელმა კერძო სეიფები მმართველის ცოლის დახმარებით

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
საგანგებო  შემთხვევა
60 წლის ნოშრევან კუტუბიძე ერთ-ერთი პატარა ბანკის მფლობელი იყო. იმ პერიოდში საქართველოში მსხვილი კერძო ბანკი არ არსებობდა და ეს სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ყალიბდებოდა.
– ნოშრე, შენი ლეკვი რეკავს და სასწრაფოდ შენთან ლაპარაკს ითხოვს, – უთხრა ბანკირს 46 წლის ლუიზამ და ქმარს ყურმილი მიაწოდა.
ნოშრევანი საშინელ „პახმელიაზე“ იყო. წინა დღით თანამშრომლებს კორპორაციული ზეიმი მოუწყო პრესტიჟულ რესტორანში და გვიანობამდე „გულაობდნენ“. თავად კი ისე გამოთვრა, რომ არაფერი ახსოვდა და სახლში ცოლმა მიიყვანა მანქანით.
– გისმენ, ოლეგ, რა ხდება? – ძლივს ამოილუღლუღა კუტუბიძემ.
ოლეგ ჭანჭილაშვილი კუტუბიძის მოადგილე იყო და თავის უფროსს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ამიტომ ლუიზა მას ლეკვს უწოდებდა, ნოშრევანის მსგავსად, ოლეგიც გათიშვამდე გამოტყვრა რესტორანში და კუტუბიძემ ისიც  კი გაიფიქრა, ხაშზე ხომ არ მეპატიჟებაო. თუმცა, არც ხაშის დრო იყო და ოლეგს არც ხმაზე ეტყობოდა სახაშე განწყობა. ძალიან აღელვებული ჩანდა.
– „ჩეპეა“, ბატონო ნოშრევან, ბანკის ერთ-ერთი „რეიკაა“ გაძარცვული და უნდა მოხვიდეთ, – უთხრა ბანკირს.
ბანკის კერძო სეიფის გაძარცვა საგანგებო შემთხვევა იყო. ნოშრევან კუტუბიძეს თავზარი დაეცა. გველნაკბენივით წამოხტა საწოლიდან და ბანკისკენ გაქანდა.
„გასუფთავებული“ სეიფები
ბანკირი შოკში იყო. სეიფების მეპატრონეები თავიანთ ნივთებსა და ფულს ითხოვდნენ. შემთხვევის ადგილზე პოლიცია გამოცხადდა და როდესაც ნაძარცვის კალკულაცია განახორციელეს, აღმოჩნდა, რომ გატაცებული იყო მილიონი დოლარის ღირებულების სხვადასხვა ნივთი და 850 ათასი დოლარის ქეში. ანუ, საერთო ზარალი 1 მილიონ 850 ათას დოლარს აღწევდა. გამოძიება იმ დღესვე დაიწყო, ნოშრევან კუტუბიძეს კი ინფარქტი დაემართა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიების დეტალები
ბანკის საცავი, სადაც კერძო სეიფები იყო განთავსებული, ბანკის ცენტრალური ოფისის სარდაფში მდებარეობდა და მას სამი დარაჯი რიგრიგობით ყარაულობდა. თუმცა, ძარცვის დღეს, დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად, ისინიც რესტორანში იყვნენ და ძარცვაც, სწორედ, ამ დროს მოხდა. როგორც აღმოჩნდა, სარდაფის კიდევ ოთხი შესასვლელი კარი და კერძო სეიფებიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, გასაღებებით იყო გაღებული. ხუთივე კარის გასაღები მხოლოდ კუტუბიძეს ჰქონდა. კერძო სეიფების გასაღებები  კი – მათ მფლობელებს და თითო ცალი – ნოშრევან კუტუბიძეს. ყველა გასაღები ნოშრევანს საიმედოდ, სახლის ცეცხლგამძლე სეიფში ჰქონდა შენახული. ამიტომ ან მას შეეძლო ყველა კარისა და სეიფის გაღება ან იმას, ვინც ეს გასაღებები ან დროებით ჩაიგდო ხელში და გამოიყენა, ან მათი ასლები დაამზადა და ამით ისარგებლა. გამოძიება, სწორედ, ამ გზით წავიდა და ბოროტმოქმედს ნოშრევან კუტუბიძის ახლო წრეში ეძებდნენ.
დანაშაულის სქემა
კერძო სეიფების ძარცვის საქმეს გამოცდილი გამომძიებელი მიხეილ ძიძიგური იძიებდა. მას დაკითხვაზე ოლეგ ჭანჭილაშვილი ჰყავდა დაბარებული, მაგრამ ის არ გამოცხადდა. როდესაც მოიკითხეს, ვერსად აღმოაჩინეს და ძიძიგურმა თქვა: არ გამიკვირდება, თუკი მთავარი დამნაშავე ეს ყმაწვილი აღმოჩნდებაო. გამოცდილი გამომძიებელი არც შემცდარა. სულ მალე ძიძიგურთან ბანკირის მეუღლე ლუიზა ხინთიბიძე მივიდა, გამომძიებელს ქაღალდის ნაგლეჯი გაუწოდა და სლუკუნით უთხრა:
– აი, ინებეთ, ნახეთ იმ ნაძირალამ რა წერილი დამიტოვა.
ქაღალდის ნაგლეჯზე ეწერა: „მაპატიე, ფისო, მაგრამ დროებით უნდა დავიკარგო, ცოტა ხანში გნახავ. მოკითხვა ძვირფას ნოშრეს.“
წერილს „ლეკვად“ წოდებული ოლეგ ჭანჭილაშვილი აწერდა ხელს.
– ასეც ვფიქრობდი, – ჩაილაპარაკა ძიძიგურმა და ლუიზას უთხრა:
– დაწვრილებით დამიწერეთ ყველაფერი და, რაც შეიძლება სწრაფად, არაფერი  გამოგრჩეთ. ვეცდები, მაქსიმალურად შეგიმსუბუქოთ სასჯელი.
ბანკირის ცოლის ჩვენებით, „ლეკვმა“ ლუიზა „შეკერა“, შემდეგ ქმრისთვის გასაღებები მოაპარინა, ასლები დაამზადა და კორპორატიული საღამოს დროს სეიფები გაძარცვა. ქალის თქმით, წყვილი საზღვარგარეთ გაქცევასა და იქ ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებდა.
ოლეგ ჭანჭილაშვილი ორი კვირის შემდეგ მებაჟეებმა სარფის გამშვებ პუნქტზე დააკავეს ყალბი საბუთებით, პარიკითა და წვერ-ულვაშით შენიღბული. ჩხრეკისას კი ნაძარცვი ძვირფასეულობა და ფული ამოუღეს.
ბანკირის ცოლს 5 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 1 წელიწადში გამოუშვეს. ჭანჭილაშვილი კი 15-წლიანი „სროკიდან“ ვარდების რევოლუციის შემდეგ გაათავისუფლეს. ის დღესაც ცოცხალია და საკუთარი კერძო ბიზნესი აქვს.


скачать dle 11.3