კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ დააბრუნეს საქართველოში დევნილ ორბელთა შთამომავალი, ვის უნდოდა ის სიძედ და ვინ აირჩია ორბელმა ცოლად

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  რადგან მხარგრძელები სომხური წარმოშობისად ითვლებოდნენ და სარწმუნოებრივად გრიგორიანები იყვნენ, სანამ მართლმადიდებლობას მიიღებდნენ, მათ დიდი ავტორიტეტი ჰქონდათ სომეხთა შორის.
მაჰმადიანთაგან დატანჯული სომხეთის სომხური მოსახლეობა ოცნებობდა, თამარ მეფეს  გაეთავისუფლებინა მათი მიწები და საქართველოს სახელმწიფოსთვის მიეერთებინა.
  სომხური სამხედრო რესურსი ემსახურებოდა ქართულ სახელმწიფოს და მისი ტერიტორიების ზრდას სომხური მიწების ხარჯზე. სამაგიეროდ, სომხები სარწმუნოებრივი ჩაგვრისგან თავისუფლდებოდნენ. აღარ სჭირდებოდათ მაჰმადიანობის მიღება საქმიანობის წარმატებით გასაგრძელებლად. წინა ხანებში სომხეთში, როგორც ამბობენ, მომრავლებულა გამაჰმადიანებულ სომეხთა რიცხვი. ქართული სახელმწიფო არავის აძალებდა რელიგიის შეცვლას.
  1206 წელს, თამარ მეფის ბრძანებით, ძმებმა მხარგრძელებმა, ამირსპასალარმა ზაქარიამ და მსახურთუხუცესმა ივანემ, სომხური პროვინცია სივნიეთი და სხვა მიწები მაჰმადიანთაგან გაათავისუფლეს და შემოუერთეს ჩვენს სახელმწიფოს. ამოისუნთქეს იქაურმა არმენებმა, თავისუფალი ცხოვრება ეღირსათ.  
იმ დროს ივანე მხარგრძელი უკვე მართლმადიდლობას აღიარებდა.
  ადრე მხარგრძელები ფეოდალურ კიბეზე ორბელების ქვეშევრდომები, მათი ყმები იყვნენ. პატრონყმობა მხოლოდ სამსახურს არ გულისხმობდა. პატრონი და ყმა ახლობლებად ითვლებოდნენ. ყმას უნდა ემსახურა პატრონისთვის, პატრონს უნდა დაეცვა ყმა მტერთაგან და ნებისმიერ განსაცდელში. თუ ყმა შეთანხმებით ან რაიმე ობიექტური მიზეზით გავიდოდა პატრონის ვასალობიდან, მეფე დააწინაურებდა ან სხვა, მათ შორის ადამიანური დამოკიდებულება უნდა შენარჩუნებულიყო. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში ასე იდეალურად არ იყო საქმე, მაგრამ ადამიანობა ყოველ დროში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ურთიერთობაში.
  პატრონი და ყმა გაუთავებელ ომებში, რომელსაც აწარმოებდა საქართველო, თანამებრძოლებიც იყვნენ და მათი ახლობლობა სისხლით იყო განმტკიცებული.
  ჯერ კიდევ გიორგი მესამის დროს ამირსპასალარ ივანე ორბელს გვერდში ედგნენ მისი ყმები, მხარგრძელები, ომშიც და თუ მეფე რომელიმე დაპყრობილ ქალაქს ჩააბარებდა, მაშინაც.
  დემნა-ორბელების აჯანყების მერე, ორბელები დაემხნენ. ყველა გაანადგურა მეფე გიორგიმ ღალატისთვის. გადარჩა მხოლოდ სამი მათგანი – ლიპარიტ ორბელი, ამირსპასალარ ივანეს ძმა და მისი ორი ვაჟი, ელიკომი (ელიგუმ, ელიკუმ) და ივანე. აჯანყების დროს გიორგი მეფის მხარეს გადასული სარგის მხარგრძელი ხელმწიფემ დააწინაურა და ორბელების ზოგი მამულიც უბოძა.
  თამარ მეფის პოლიტიკა შემწყნარებლური იყო. ბევრ მოღალატეს აპატია დანაშაული, თვით მის წინააღმდეგ აჯანყებულებსაც და სიკვდილით არავინ დაუსჯია. ყველას ჰქონდა საშუალება, გამოესწორებინა თავისი დანაშაული. გარკვეულ სამამულო ქონებასაც უტოვებდნენ მათ. რა თქმა უნდა, სახელმწიფო სამსახურში სამართავად  მიღებულ ტერიტორიებს ართმევდნენ და მათ მაგიერ სხვებს ნიშნავდნენ ტერიტორიათა მმართველებად.
თუ მის წინააღმდეგ აჯანყებულები შეიწყალა მეფე თამარმა, რასაკვირველია, მამამისის წინააღმდეგ აჯანყებულებსაც აპატიებდა. ლიპარიტ ორბელის შვილი ივანე, გამეფებიდან მალე შეიწყალა, დააბრუნა საქართველოში და პატარა მამული, ორბეთის ციხეც დაუბრუნა. ივანე მართლმადიდებელი იყო ისევ.
გავიდა წლები.
  სივნიეთის აღების შემდგომ, თამარ მეფის ბრანებით, ზაქარია და ივანე მხარგრძელებს დავალებული ჰქონდათ, მოეძებნათ გადარჩენილი ორბელი, ლიპარიტ ელიგუმის ძე და დაებრუნებინათ საქართველოში. იმ დროს ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ სომხეთში დაბრუნება საქართველოში დაბრუნებას ნიშნავდა, რადგან ჩვენს სახელმწიფოში შემოდიოდა ეს მიწები.
  ელიგუმმა უცხოეთში სომეხი ცოლი მოიყვანა და თვითონაც სარწმუნოებრივად გასომხდა. იგი ახალგაზრდა გარდაიცვალა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი – ლიპარიტი. მისი ქვრივი მაჰმადიანს მოეყვანა ცოლად და ციხესიმაგრეში ჰყავდა  გამოკეტილი შვილთან ერთად.
მხარგრძელებისა და სივნიეთის ეპისკოპოსის ბრძანებით, მეომრებმა ჩაატარეს სპეცოპერაცია მაჰმადიანთა სამფლობელოში, ნახჭევანში, გამოიტაცეს ლიპარიტ ორბელი და დედამისი ციხესიმაგრიდან და გადმოიყვანეს საქართველოს სომხურ პროვინცია სივნიეთში. დედამისი ერთ ციხეში შეაფარეს, ყოველი შემთხვევისთვის, ხოლო ყრმა ლიპარიტი, როგორც გვამცნობს სტეფანოს ორბელიანი, სივნიეთის ეპისკოპოსმა მიუყვანა ივანე ათაბაგს.
გაუხარდა ივანე მხარგრძელს საკუთარი მამისა და პაპის ყოფილი პატრონების შთამომავლის გათავისუფლება. ათაბაგმა გადაწყვიტა ლიპარიტ ორბელიანი მისი სიძე გამხდარიყო. მაგრამ, ეტყობა, ლიპარიტ ელიგუმის ძეს სხვა ქალი მოეწონა და მასზე იქორწინა.
„ხოლო დიდმან დიდებულმან ერთმან, ბუბად წოდებულმან, რომელი იყო ყოვლისა საქმისა მოადგილე სახლისა მის ათაბაგისა, აცთუნა და მაცთურითა სიტყუებითა ფარულად ისიძა და მისცა ყოვლად კურთხეული და შუენიერი იგი ქალი ატია“.
სომეხი მიტროპოლიტი და ისტორიკოსი, სტეფანოს ორბელიანი, ლიპარიტ ელიგუმის ძის შვილიშვილი, ცოტა შელამაზებულად წარმოგვიდგენს მისი პაპის ქორწინებას, თითქოს ათაბაგ ივანე მხარგრძელის სახლთუხუცესმა „აცთუნა“, ანუ რაღაცნაირად დაითანხმა ახალგაზრდა ლიპარიტი და თვითონ დაისიძა. თითქოს ტაციაობა იყო ლიპარიტისთვის. არადა, ყველაფერი შეიძლება, უბრალოდ მომხდარიყო, ლიპარიტს შეჰყვარებოდა აღნიშნული დიდებულის, ბუბას ქალიშვილი ან და შვილიშვილი, რომელიც მშვენიერი ყოფილა.
სტეფანოს ორბელიანის თქმით, ივანე მხარგრძელს საკუთარი დის, თამთას მითხოვება სურდა ლიპარიტისთვის. იმ დროისთვის კი, ივანე მხარგრძელის მამა, სარგისი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო და თუ  მართლა ჰყავდა ივანეს და, სარგისის სიცოცხლის ბოლოს დაბადებული, ის უფროსი იქნებოდა ლიპარიტ ორბელზე. ივანე ორბელს ქალიშვილიც ჰყავდა თამთა, თუმცა, ის ხლათის სულთანზე იყო გათხოვილი.
სტეფანოს ორბელიანი განაგრძობს:
„მცირეს ხანს უწყრებოდა ივანე ათაბაგი და შემდგომად ბრძანებითა მეფისა მისცა მამულისა ნაცულად მოუშლელისა სიგლითა ჰრაშკაბერდი, რომელი არს ციხე ერთი, თვსისა დაბებითა და სხვა მრავალი სოფლები: ელარი, გეღაქუნი, ჰამასარი, კაიანი. მისცა მას კუალად სივნიეთისა ოროტნი, ბარაგუშატი და სხუანი ციხენი“.
მაშასადამე, დაბრუნებული ლიპარიტ ელიგუმის ძე ორბელი კარგად დაუსაჩუქრებიათ და საკმაოდ მამულებიც გადაუციათ მისთვის ჩრდილოეთ სომხეთში. ეს მამულები არ იქნებოდა ისეთივე დიდი, რაც მის წინაპრებს ჰქონდათ დემნას აჯანყებამდე, მაგრამ ფაქტია, თამარ მეფემ დიდი წყალობა გაიღო, მამამისის მოღალატის შთამომავალი დააბრუნა ქვეყანაში, დაუბრუნა დიდებულის წოდება და მიწები მისცა სამამულოდ. თამარ მეფის ვაჟმა, მეფე გიორგი მეოთხე ლაშამაც არ დააკლო წყალობა გასომხებულ ორბელებს:
„და დაადგინეს იგი ლაშამან და ათაბაგმან ივანე კერძოს მთავრად ქუეყანისა ამის, ეგრეთვე მთავარი მეორე ყოვლად კურთხეული ვასაკ ხაჩინელი კერძოთ მთავრად სხვას მხარესა“.
ორბელიანებს მეტი უნდოდათ.

скачать dle 11.3