კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 შეგიძლიათ საკუთარი თავის წარმოჩენა?

ნინო კანდელაკი ელენე წულუკიძე

საქმიან  შეხვედრაზე, პირველ პაემანზე, გასაუბრებაზე  თავი ყველაზე კარგი მხრიდან უნდა წარმოაჩინოთ. შეეცადეთ, გაიაროთ ტესტი, რომელიც  დაგეხმარებათ, გაიგოთ, რამდენად გეხერხებათ ამის გაკეთება:
1. გაიხსენეთ სტუდენტობის პერიოდი. ზეპირი გამოცდის დროს:
ა) თავს წესიერ მოსწავლედ აჩვენებდით – 1 ქულა;
ბ) ცდილობდით, ნათლად გამოგეხატათ თქვენი აზრი – 2 ქულა;
გ) ცდილობდით, თქვენი ხმა გაეგონათ – 3 ქულა.
2. ვიღაცამ გადაწყვიტა თქვენთვის შენიშვნა მოეცა, თქვენი რეაქცია:
ა) ვწითლდები და თვალებს დაბლა ვხრი – 3 ქულა;
ბ) ყველაფერს ხუმრობაში გავატარებ – 2 ქულა;
გ) საერთოდ არ მიცნობს, ამას სერიოზულად არ მივიღებ – 1 ქულა.
3. დაპატიჟებული ხართ  წვეულებაზე, რომელზეც ბევრი დასაქორწინებელი მამაკაცი იქნება:
ა) ცხოვრებაში ერთხელ მაინც თავს სრულ წესრიგში მოვიყვან – 2 ქულა;
ბ) ჩავიცვამ იმას, რაც ყველას შოკში ჩააგდებს – 1 ქულა;
გ) გამოვეწყობი ჩვეულებრივად – 3 ქულა.
4. თუ სამსახურში მიღებისას გასაუბრების დროს შეგეკითხებიან თქვენი ნაკლოვანებების შესახებ:
ა) თქვენთვის გადაწყვეტთ, რომ ეს აშკარად ცუდი ნიშანია – 3 ქულა;
ბ) გულწრფელად დაასახელებთ რამდენიმე თქვენ სუსტ წერტილს – 2 ქულა;
გ) ამაყად განაცხადებთ, რომ საკუთარ ნაკლოვანებებზე აქტიურად მუშაობთ, მათ ღირსებებად გადაქცევას ცდილობთ – 1 ქულა.
5. საპირისპირო სქესის სანდომიანი კოლეგა მიგანიშნებთ თქვენ მიმართ აშკარა სიმპათიაზე. თქვენ:
ა) ასევე ბუნდოვნად მიანიშნებთ საპასუხო ინტერესზე – 1 ქულა
ბ) თქვენი გადაადგილება ოფისში ძალიან ფრთხილი გახდება, თქვენ გეშინიათ, არ შეხვდეთ მას პირისპირ – 3 ქულა;
გ) თქვენი გზა ახლა მხოლოდ მისი კაბინეტის წინ გაივლის – 2 ქულა.
6. როგორ ფიქრობთ, როგორ გიყურებენ ადამიანები?
ა) ვფიქრობ აღმიქვამენ ისე, როგორიც ვარ – 2 ქულა;
ბ) მხოლოდ იმას ხედავენ, რისი დანახვის საშუალებასაც ვაძლევ – 1 ქულა;
გ) ვფიქრობ, იმასაც კი ხედავენ, რაც მე არ ვიცი – 3 ქულა.
7. თქვენი შეხედულებით საზოგადოებაში ცხოვრება ეს არის:
ა) ჯუნგლები – 3 ქულა;
ბ) საზეიმო მეჯლის-მასკარადი – 1 ქულა;
გ) შესანიშნავი მოგზაურობა თავგადასავლებით – 2 ქულა.
8. როდესაც სარკეში იყურებით, ფიქრობთ, რომ გამოიყურებით:
ა) ოდნავ შეზღუდულად – 3 ქულა;
ბ) ბუნებრივად – 2 ქულა;
გ) ჩვეულებრივად – 1 ქულა.
9. ცოტათი გშურთ  იმ ადამიანების:
ა) რომელთაც შეუძლიათ პირში გითხრან ის, რასაც ფიქრობენ – 1 ქულა;
ბ) რომელთაგან იფრქვევა ადამიანური სიკეთე – 2 ქულა;
გ) რომელთაც არ ეშინიათ, ყურადღება მიიქციონ – 3 ქულა.
10. იმისათვის, რომ საკუთარი თვითშეგნება გაათამამოთ, საჭიროა:
ა) ღიმილი, რომელსაც თანამოსაუბრე გაჩუქებთ – 2 ქულა;
ბ) კომპლიმენტი – 3 ქულა;
გ) თქვენკენ მომართული აღფრთოვანებული მზერა – 1 ქულა.
ტესტის შედეგები:
თუ მოაგროვეთ:
10-18 ქულა – ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხართ. ყველას მოსწონხართ, მაგრამ რის ფასად გიჯდებათ ეს? თქვენ – თამაშის გენიოსი ხართ! ნუ ფიქრობთ, რომ  ნამდვილი  არავის მოეწონებით! ის, ვისაც შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში იყოს ის, ვინც არის, ადამიანებთან უფრო მყარ ურთიერთობებს აშენებს!
19-24 ქულა – თქვენ ხართ ოქროს შუალედი! როგორც ნამდვილი ბრძენი, არ იწყებთ თავის მოწონებას თქვენი შესაძლებლობებითა და ნიჭით, როდესაც ამის დრო არ არის. ასეთ ადამიანებს ბედი აუცილებლად უღიმით.
25-30 ქულა – გეშინიათ, ყურადღების ცენტრში მოექცეთ, თქვენი შესაძლებლობების საჯაროდ დემონსტრირება კი პირდაპირ გაძრწუნებთ. გაერკვიეთ საკუთარ თავში: რა გიშლით ხელს თავის წარმოჩენაში?

скачать dle 11.3