კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 კითხვა-პასუხი

ნინო კანდელაკი ანი რევია

კითხვა: ვიცი, რომ სოდა ჭარბ ოფლიანობას შველის. როგორ მოვამზადო მისგან დეოდორანტი, რომელიც იღლიისა და ფეხის ტერფისთვის კარგია და უსიამოვნო სუნსაც აქრობს?
პასუხი: 1 ჩაის კოვზ საჭმელ სოდას, დაუმატეთ 2-3 წვეთი წყალი და კარგად გადაურიეთ. მიღებულ მასას უნდა ჰქონდეს ბლანტი კონსისტენცია. კარგად დაიმუშავეთ ამ საშუალებით იღლიები და ფეხები, გაიჩერეთ სულ რაღაც 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ასე, საიმედოდ დაიცავთ თავს იღლიებისა და ფეხის ჭარბოფლიანობისა და უსიამოვნო სუნისგან.
კითხვა: ვარ 57 წლის. დეკოლტეს ზონაზე კანი დამინაოჭდა. ზამთარში არ მაქვს პრობლემა, ზაფხულში კი საკმაოდ ცუდი შესახედია და რა მოვიმოქმედო?
პასუხი: დეკოლტეს ზონაზე ნაოჭებს შეგიძლიათ, ნატურალური საშუალებებით უშველოთ. კერძოდ, რეგულარულად იკეთეთ მასაჟი დეკოლტის ზონაზე, ქოქოსის ზეთის გამოყენებით, რათა გაიგლუვოთ ნაოჭები, დაიტენიანოთ კანი და დაუბრუნოთ ტონუსი. შეგიძლიათ, ქოქოსის ზეთის ნაცვლად, არჩევანი ზეითუნისა და ნუშის ზეთზე შეაჩეროთ. ასევე, მოამზადეთ ფაფისებრი მასა ერთი კიტრისგან, დაუმატეთ ცოტა კარტოფილის სახამებელი და შეიზილეთ დეკოლტეს ზონაში. თუ ამ პროცედურას დაძინების წინ, ყოველ საღამოს ჩაიტარებთ, მინიმალურ ვადაში ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახდება. შეეცადეთ, იწვეთ ზურგზე ძილის დროს, რათა ნაოჭები კიდევ უფრო მეტად არ გაღრმავდეს.
კითხვა: როგორ დავიგრძელო წამწამები და მივანიჭო მათ დამატებითი მოცულობა?
პასუხი: ამისთვის დაგჭირდებათ: 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 2 წვეთი E ვიტამინი და ნახევარი ჩაის კოვზი ალოე ვერას ახლად გამოწურული წვენი. ერთმანეთში კარგად აურიეთ და ბამბის ჩხირის დახმარებით მიღებული ნარევით კარგად დაიმუშავეთ წარბები და წამწამები. ეცადეთ, თვალში არ მოგხვდეთ. გაიჩერეთ სამოქმედოდ 45 წუთით და შემდეგ, ჩამოიბანეთ გრილი წყლით. 6-8 კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს ჩაიტარეთ ეს პროცედურა, ოღონდ ყოველ ჯერზე ახალი ნარევი უნდა მოამზადოთ. ამ საშუალების რეგულარული გამოყენებიდან მცირე დროში თქვენი წამწამები გაცილებით გრძელი და მოცულობითი გახდება, ამასთან, წარბების ცვენის პრობლემაც არ შეგაწუხებთ.
скачать dle 11.3