კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 როგორ გავანეიტრალოთ ბინაში ნეგატიური ენერგია და რა გვიცავს მისი „დაბუდებისგან”

  ყველა საცხოვრებელ სახლს თავისი „ხასიათი” აქვს, ენერგეტიკული ზონები კი, როგორც ობობის ქსელი, ისე ედება საცხოვრებელი სახლის გარემოს – ერთგან კეთილია, მეორეგან კი – ბოროტი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული სახლის „ხასიათი”.
  სახლში, პოზიტიური და ნეგატიური ენერგიების ზონებს თავად ადამიანები ვქმნით. ამიტომ,  გირჩევთ, არასდროს შეიტანოთ სახლში ცუდი გუნება-განწყობა, უსიამოვნო ფიქრები, ისინი ზღურბლს იქით დატოვეთ, რადგან ნივთები მალე იწოვს ნეგატიურ ენერგიას, ყველაზე უკეთ კი – სარკე.
 საერთოდ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, ჰოლი და სამზარეულო ყველაზე არასასიამოვნო ადგილებია. რასაკვირველია, ჭუჭყიან ჭურჭელსა და გასაწმენდ ფეხსაცმელს თქვენ აუცილებლად დაასუფთავებთ, მაგრამ მათ უკვე შეძლეს უარყოფითი ინფორმაციის გაშვება. არ შეიძლება, ლარნაკით დიდხანს გედგათ დამჭკნარი ყვავილები, რადგან დამჭკნარი ყვავილები სიკვდილს „იხმობს”, დამდგარი წყალი კი უარყოფით ენერგიას მოიზიდავს. სიკვდილის ენერგიას ინახავს და თავისთავად ნეგატიური ენერგიის მატარებელია ჰერბარიუმი, მწერების კოლექცია და ნატურალური ქურქი.
  ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უარყოფითი ენერგია ქუჩიდან გადადის. ამიტომ, სახლში მისვლისთანავე გაიხადეთ და გაწმინდეთ. ასევე, არასდროს არ დააგროვოთ და შეინახოთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ. რადგან თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ მიდის, ძველი ტანსაცმელი კი წარსულში გაბრუნებთ. ნუ ისარგებლებთ ნივთით ერთ წელზე მეტხანს, თავიდან მოიშორეთ ისინი. სახლში უნდა „იცხოვრონ” მხოლოდ იმ ნივთებმა, რომლებიც აუცილებლად გჭირდებათ. ამით ბინაში არასასიამოვნო ზონების არსებობა მცირდება.
  ბინა რომ „ბედნიერი” იყოს, სახლის ენერგეტიკას ჩვენი მხრიდანაც სჭირდება დახმარება. მაგალითად, გეოპათოგენურ ზონას მშვენივრად ანეიტრალებს ქარვის ქვა, რომელსაც ძლიერი ენერგეტიკა აქვს. აგრეთვე, დროდადრო უნდა ჩაატაროთ და ასე გაწმინდოთ ბინის ბიოველი, ანუ აურა – მილეული მთვარის პერიოდში, ღამით გააღეთ ფანჯრები და კარი, საიდანაც ბინაში შემოვა სუფთა ჰაერი და მას კოსმოსიდან მილეული მთვარის ენერგეტიკა შემოჰყვება, რომელიც ბინის აურაზე დადებითად მოქმედებს.
  როგორც აღვნიშნეთ, ყველა სახლს თავისი ენერგოინფორმაციული სტრუქტურა აქვს.  ამიტომ, თუ კარგად გვექნება ჩვენი საცხოვრებელი შესწავლილი, გვეცოდინება, როგორ გავანეიტრალოთ ბინაში ნეგატიური ენერგია და რა დაგვიცავს მისი „დაბუდებისგან”, თავს უფრო უსაფრთხოდაც ვიგრძნობთ და მშვიდად ვიცხოვრებთ.
скачать dle 11.3