კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბერიამ საქართველოში ნავთობისა და ოქროს საბადოები დააკონსერვა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მართალია, ლავრენტი ბერია უცოდველი არ ყოფილა, თუმცა ის ნამდვილად არ იყო ცივსისხლიანი მანიაკი, როგორსაც მას ხრუშჩოვისეული პროპაგანდა ხატავდა.
  ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი ნაულის ბრომგაუზი წერს: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიას ცივსისხლიან მანიაკად შერაცხვა იმიტომ დასჭირდა ხრუშჩოვსა და შეთქმულთა ბანდას, რომ საკუთარი  ცოდვები გადაეფარათ და ჩადენილი უკანონობები მიეჩქმალათ, ისტორიკოსი როი მედვედევი ამბობს: „ბერია, სტალინის ქვეშევრდომთაგან, ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე საქმიანი და ყველაზე შემოქმედი იყო, სხვები კი – კარგი შემსრულებლები, თუმცა, იმასაც გააჩნია, რას ასრულებდნენ. მე იმას არ ვამბობ, რომ ბერიას დანაშაული არ ჩაუდენია, მაგრამ უკვე დამტკიცებულია, რომ ნიკიტა ხრუშჩოვის კისერზე ბევრად უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლეა, ვიდრე ბერიასაზე. არადა, სწორედ ბერია გამოაცხადა ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირის მთავარ ბოროტმოქმედად...“
  ბერიას, თუკი რაიმე იარლიყს მივაკერებთ, კომუნისტური საზომით მას შეიძლება, ნაციონალისტი ვუწოდოთ. თუმცა, ბერია თავისი პატარა სამშობლოს, საქართველოს, პატრიოტი იყო და ვფიქრობ, პატრიოტობა სულაც არ უნდა იყოს ცუდი... ხოლო ბერია რომ საქართველოს პატრიოტი იყო, ეს მის მიერ გაკეთებული საქმეებით დასტურდება.
  აკადემიკოსი დიმიტრი ლიხაჩოვი ამბობდა: „ლავრენტი ბერიამ თავისი პატარა სამშობლო არა მარტო დიდი საბჭოეთის ასპარეზზე, არამედ მსოფლიო ასპარეზზე გამოიყვანა. საქართველო მსოფლიომ სწორედ ბერიას წყალობით გაიცნო. სტალინიც ქართველი იყო, მაგრამ მსოფლიოში ეს ცოტა ვინმემ იცოდა. ბერია კი დაუფარავად აფიშირებდა თავის ქართველობას. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც ის საქართველოსა და ამიერკავკასიის პოლიტიკური მეთაური იყო, ქართულ სამეურნეო-აგრარულ და სპორტულ-კულტურულ მიღწევებზე მოწინავე ევროპული პრესა წერდა...“
  ლავრენტი ბერიას პატრიოტობა არა მარტო, თანამედროვე ტერმინით რომ ვთქვათ, თავისი სამშობლოს „გაპიარება“ იყო, არამედ ბერიას მიდგომა და მოხერხება, ანუ მთელი ეშმაკობა იმაში მდგომარეობდა, რომ მთელი ქართული აღმშენებლობის პროცესის 90 პროცენტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ბერია ყოველმხრივ ცდილობდა, რომ ადგილობრივი ბუნებრივი რესურსები დაეკონსერვებინა, შეენახა და ტყუილად არ გაენიავებინა. ხოლო ჭარბი და ამოუწურავი ადგილობრივი რესურსების ამოღებისგან კი მაქსიმალური მოგება მიეღო და თანხების ლომის წილი საქართველოს ბიუჯეტში წასულიყო. მაგალითად, ბორჯომის, მარგანეცისა თუ ქვანახშირის გაყიდვიდან მიღებული თანხების ნახევარი საქართველოში რჩებოდა. ნიშანდობლივი იყო, რომ საკავშირო ბანკში საქართველოს თავისი სავალუტო ანგარიში ჰქონდა. ეს პრივილეგია მხოლოდ რუსეთს ჰქონდა და ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი. ალბათ, ძალიან ძნელი დასაჯერებელია მავანთათვის ის, რომ ბერიამ მოახერხა და დააკონსერვა ქართული ნავთობი და ქართული ოქრო... ტოტალური ინდუსტრიალიზაციის პერიოდში მან რესურსების მომძიებელი კომისია ისე მიიღო და გაისტუმრა, რომ  მოსკოვში ჩასულებმა თავიანთ დასკვნაში დაწერეს – საქართველოში ამ რესურსების მოძიებაც კი არარენტაბელური და წამგებიანი საქმეაო. ხოლო საქართველოს საგეგმო კომიტეტის მუშაკი არშაკ ფარაჯანიანი კი ამ პროცესს შეეწირა.
  ბერიას დაცვის უფროსი, რაფაელ სარქისოვი 1953 წელს ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ყვებოდა: „არშაკ ფარაჯანიანი საქართველოს საგეგმო კომიტეტში მუშაობდა და როგორც მე ვიცი, ბერიას მითითებით, „ჩეკისტებმა“ ის თბილისი-მოსკოვის მატარებელში დააპატიმრეს და უკან წამოიყვანეს, გზაში კი ინფარქტით გარდაიცვალა. დაპატიმრების მიზეზი ის იყო, რომ ფარაჯანიანი მოსკოვში მიემგზავრებოდა, რათა ცენტრალურ კომიტეტში მისულიყო და შეეტყობინებინა: მათ საკავშირო კომისიას ოქროს საბადოს ამბავი დაუმალესო...“
  სარქისოვი, რომელიც სასწაულებრივ გადაურჩა დახვრეტას და ამის თავიდან ასაცილებლად, ინვალიდობაც კი გაიფორმა, მხოლოდ 1961 წელს გარდაიცვალა ინფარქტით. ის, ფაქტობრივად, ლავრენტი ბერიას ადებდა ხელს არშაკ ფარაჯანიანის მკვლელობაში და ეს სიმართლისგან არც თუ ისე შორს იყო. ძნელი სათქმელია, ფარაჯანიანს ნამდვილი კომუნისტური სინდისი ამოძრავებდა თუ სხვა რამ, მაგრამ მან მოსკოვში ჩაღწევა და ბერიას დაბეზღება განიზრახა. „ჩეკამ“ კი ამის შესახებ შეიტყო და მცხეთაში, მატარებელში დაკავებული ფარაჯანიანი რომ  „ჩეკისტებს“ მანქანით თბილისში მოჰყავდათ, გზაში  ინფარქტით გარდაიცვალა... ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ სახიფათო იყო ბერიას წინააღმდეგ წასვლა, მისი დაბეზღებისა თუ მხილების მცდელობა. თუმცა, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, არაა დადასტურებული და არქივებში არ იძებნება...
  ასეა თუ ისე, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პატრიოტულ საქმეებზე ლეგენდები დღემდე დადის საქართველოში. ნიშანდობლივი და საგულისხმო კი ისაა, რომ ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში, საქართველოში (განსაკუთრებით სამეგრელოში) ჯერ ბერიას სადღეგრძელოს სვამდნენ, შემდეგ კი – სტალინისას.  მასზე შექმნილი ლექსები და სიმღერებიც გაცილებით მეტი იქმნებოდა. ეს კი ძალიან საშიში, სარისკო საქმე იყო, მაგრამ ხალხი ასეთ რისკზე მიდიოდა.“

скачать dle 11.3