კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ექიმის რჩევები

კითხვა: მაქვს თავის ტვინის შუა არტერიის სინდრომი და მარცხენა შუა ცერებრული არტერიის სტენოზი. მესაჭიროება სასწრაფოდ საშვილოსნოს ამოკვეთა. მაინტერესებს ამ დაავადების ფონზე რამდენად უსაფრთხოა ჩემთვის ზოგადი ანესთეზიის გაკეთება?
პასუხი: შეფასება უნდა გააკეთოს თქვენმა ნევროლოგმა და ანესთეზიოლოგმა – როგორი ხარისხის სტენოზია, რა სიმპტომები გაქვთ. ანესთეზიოლოგი გეტყვით, არსებობს თუ არა რაიმე რისკი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.
კითხვა: ვარ მეზღვაური, ვიყავი აფრიკაში, ნარკომანებთანაც მიწევს ურთიერთობა (სადილი). მეშინია შიდსის, რადგან წონაშიც მოვიკელი და ხშირად სიცხეც მაქვს. სად და როგორ უნდა გამოვიკვლიო თავი შიდსზე და რა ჯდება?
პასუხი: შიდსის არსებობა-არარსებობის დასადგენად საჭიროა სპეციალური ანალიზი შიდსზე, რაც დღეს უკვე თითქმის ყველა ქალაქში ტარდება. თუ თბილისში ბრძანდებით, შეგიძლიათ, მიმართოთ შიდსის ცენტრს. კვლევა არ არის ძვირად ღირებული.
კითხვა: მაინტერესებს, არსებობს თუ არა ბავშვებში ასაკობრივი ზღვარი კურორტოთერაპიისთვის – კონკრეტულად დამტვერვის პერიოდში წასაყვანად? თუ ექიმმა გვირჩია, 10-11 წლის ასაკში მოგვცემს შედეგს თუ დაგვიანებულია?
პასუხი: თუკი ექიმმა გირჩიათ, დამტვერვის სეზონზე კურორტოთერაპია და ბავშვებს არ აქვთ სეზონური ალერგია – ალერგია მცენარეთა მტვერზე, მაშინ ასაკს არ აქვს მნიშვნელობა.
კითხვა: ხშირად, საღამოობით, უენერგიობას ვგრძნობ. დიდ დროს ვატარებ მობილურთან და ტელევიზორთან და შეიძლება, ეს იყოს მიზეზი?
პასუხი: დიახ, უმოძრაო ერთფეროვანი ცხოვრების რეჟიმი შეიძლება, იყოს მოდუნებისა და სისუსტის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი. თუ ჯანმრთელობის სხვა გამოხატული პრობლემა არ გაქვთ, უნდა გადახვიდეთ ცხოვრების ჯანსაღ წესზე, აუცილებელია რეგულარული ვარჯიში, ბუნებაში სიარული, ჯანსაღი კვება და ღამის სრულფასოვანი ძილი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3