№27 სიფილისის გადადების გზები და პროფილაქტიკა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
სიფილისი (ქართული სახელწოდება – ათაშანგი) ინფექციური დაავადებაა. ის აზიანებს კანს, ლორწოვანს, შინაგან ორგანოებს, იმუნურ სისტემას, ძვლებსა და ნერვულ სისტემას.
ათაშანგით ინფიცირების ყველაზე გავრცელებული გზა სქესობრივი კონტაქტია. ინფიცირება ხდება გენიტალიების, ექსტრაგენიტალიების, კანის მცირე დეფექტებიდან, ასევე – ლორწოვანის ეპითელიუმიდან.
ნერწყვში ათაშანგის გამომწვევი მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდება, როდესაც გამონაყარი ჩნდება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.
სიფილისით დასნებოვნება ხდება საყოფაცხოვრებო ნივთების (ჭურჭლის, პირსახოცის და სხვათა) საშუალებითაც, ოღონდ ძალიან იშვიათად.
ჩვილს დაავადება შესაძლოა გადაედოს სიფილისით დაავადებული დედის რძის მეშვეობით. არც მუცლად ყოფნის დროს ინფიცირებაა გამორიცხული. ამ შემთხვევაში ნაყოფი თანდაყოლილი სიფილისით იბადება. თანდაყოლილი სიფილისის ნაადრევი ფორმები ორ წლამდე ვლინდება, გვიანი – შედარებით გვიან.
შარდისა და ოფლის საშუალებით სიფილისის გადაცემის შემთხვევები აღრიცხული არ არის.
არსებობს დაავადების შემდეგი სახეობები:
* პირველადი;
* მეორადი;
* მესამე ხარისხის;
* ნაყოფის;
* ადრეული თანდაყოლილი;
* გვიანეული თანდაყოლილი;
* ფარული თანდაყოლილი;
* ნეიროსიფილისი.
სიმპტომები:
* წყლულების გაჩენა ტუჩებზე, პირის ღრუში, სასქესო ორგანოებზე;
* ლიმფური კვანძების გადიდება;
* გაჩენიდან 3-6 კვირაში წყლულის გაქრობა;
ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს:
* ტანზე უფერული, სიმეტრიული გამოანყარი;
* თავის ტკივილი;
* საერთო სისუსტე;
* ტემპერატურის აწევა;
* მთელ სხეულზე ლიმფური კვანძების გადიდება;
* თავიდან თმის დიდი რაოდენობით გაცვენა;
* სასქესო ორგანოებზე ფართე კონდილომების გაჩენა;
სიფილისის პროფილაქტიკა გულისხმობს ღონისძიებათა მთელ კომპლექსს:
მოსახლეობის ინფორმირებას დაავადებისა და მისი შედეგების შესახებ; სქესობრივი პარტნიორის ერთგულებას, შემთხვევითი სქესობრივი კავშირების მინიმუმამდე დაყვანას; დაცულ სექსს, სისხლის რეგულარულ ანალიზს; პარტნიორისთვის დაავადების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; თუ ერთ-ერთი პარტნიორი მკურნალობის შედეგად გამოჯანმრთელდა, მეორე კი – არა, ადვილი შესაძლებელია, ნამკურნალევი ადამიანი ხელმეორედ დაავადდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, სქესობრივმა პარტნიორებმა აცნობონ ერთმანეთს დაავადების შესახებ, თუნდაც არაფერი აწუხებდეთ, და დაარწმუნონ ერთმანეთი, ჩაიტარონ გამოკვლევები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში – მკურნალობის კურსი. უსიმპტომო მიმდინარეობა არ ამცირებს გართულებათა განვითარებისა და პარტნიორის ინფიცირების რისკს.