კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 ბედნიერება ყველასთვის

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ბედნიერება ყველასთვის სხვადასხვა გრძნობაა და  სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული. ბედნიერებას ყველა ეძებს, მაგრამ ცოტა პოულობს. ბედნიერად ყოფნის არსი ძალიან მარტივია: გიყვარდეს შენი მოვალეობები და ეძებე მათში ნეტარება. ბედნიერება სულაც არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, არამედ გულის შინაგან მდგომარეობაზე. უნდა გჯეროდეს, რომ თუ გულით გინდა, ოცნება ყოველთვის ახდება და როცა ეს მოხდება, ბედნიერებაც მუდმივად შენთან იქნება.
  ბედნიერებისთვის არ არის აუცილებელი, რომ გყავდეს ძვირფასი მანქანა, გქონდეს ძალიან მაგარი სახლი, კარგი ტანსაცმელი, კარგი მობილური. არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც ბედნიერებისთვის ცოტა რამ აკმაყოფილებთ, მაგალითად, მუსიკის მოსმენა, სითბო, წვიმის წკაპაწკუპი, მეგობრებთან ერთად ყოფნა, საინტერესო გადაცემის ყურება.
 თუ გონებაში გამჯდარი გაქვს, რომ  უბედური  ხარ და   ვერასდროს იქნები ბედნიერი, მაშინ ეს მართლაც ასე იქნება. უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება, პოზიტიური განწყობა გვქონდეს. მაშინ, უამრავი პრობლემის მიუხედავად, ცხოვრებაც უფრო ნათელი იქნება.  იმ რეალობასაც უნდა შევეგუოთ, რომ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ის უცებ მოდის და ასევე უცებ ქრება.
და მაინც...
 ბედნიერება ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალური საკითხია, ზოგს ფული აბედნიერებს, ზოგს – სიყვარული, ზოგს – ერთი კონკრეტული ამბიცია და მიზანი, ზოგიერთი კი, უბრალოდ, იმითია ბედნიერი, რომ არსებობს.
ყველა ადამიანმა უნდა იპოვოს საკუთარი ბედნიერების წყარო და ვინც იპოვის, ის ნამდვილად იღბლიანია.
ბედნიერებაა, როდესაც გარშემო ის ადამიანები გყავს, რომლებიც გიყვარს. ბედნიერებაა იმის კეთება, რაც გიყვარს. ბედნიერება წვრილმანებშია, შეიძლება, სულ უბრალო რამემ გაგაბედნიეროს – სასიამოვნო სიტყვებმა, მოფერებამ, თბილმა დამოკიდებულებამ, პატარა წარმატებამ... საბოლოო ჯამში, ბუნებრიობა და დადებითი ენერგეტიკა ხდის ადამიანს ბედნიერს. თუმცა ბედნიერების მისაღწევად მთავარი შენ ხარ და შენ უნდა ეცადო, რომ გახდე ბედნიერი.

ძლიერი სქესის
წარმომადგენელი

  მამაკაცი, როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენელი, ყოველთვის ცდილობს ურთიერთობაში მაქსიმალურად დომინანტი იყოს. თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში  და  როდესაც ძლიერი სქესი თანხმდება, მასზე უარი თქვას,  ნიშნავს იმას, რომ მას ასეთი ურთიერთობისგან გარკვეული მოლოდინები აქვს.
რა სურთ კაცებს?
* იგრძნონ თავი ძლიერებად – ისინი მამაკაცები არიან, შესაბამისად, აუცილებელია მათი ძალაუფლების აღიარება. მამაკაცმა უნდა იგრძნოს, რომ ბოლო სიტყვა მას ეკუთვნის. შეიძლება, ფემინისტი იყოთ და სულაც არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ ეს მას არ დაანახვოთ;
* სითამამე – ურთიერთობაში მათთვის აუცილებელია თავისუფლება და სითამამე. ნუ შეეცდებით მათ ჩარჩოებში მოქცევას, თქვენ ეს მაინც არ გამოგივათ და იმავდროულად ურთიერთობასაც დაძაბავთ;
* საკუთარ თავში დარწმუნება – თქვენთან ურთიერთობისას მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს საკუთარ თავში დარწმუნებული. ის ძლიერია, თამამია, შესაბამისად, თავდაჯერებულობის მაღალი კოეფიციენტიც აქვს. აგრძნობინეთ, რომ ის მართავს და  არ უთხრათ,  რომ თქვენ ხართ კისერი და ამ მიმართულებას თქვენ აძლევთ;
* მას სჭირდება ქალი, რომელიც იქნება კარგი მეგობარი, საყვარელი, სასიამოვნო მოსაუბრე… მოკლედ რომ ვთქვათ, მრავალფეროვანი არსება;
* ვინაიდან მამაკაცი მონადირული ინსტინქტებით ხასიათდება, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია არ იყოთ ბოლომდე ამოხსნილი ამოცანა, აუცილებლია შეინარჩუნოთ მრავალფეროვნებისა და იდუმალების გარკვეული ხარისხი;
* ის გრძნობს პასუხისმგებლობას თქვენ მიმართ – ნამდვილი მამაკაცი აცნობიერებს ურთიერთობის მნიშვნელობას და პასუხისმგებლობას, თუ  მისთვის ხართ სუსტი არსება, რომელზეც უნდა იზრუნოს. შესაბამისად, მიეცით ამის საშუალება.

გახდით ის ქალი

გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომლის წყალობითაც გაცილებით მომხიბვლელი გახდებით და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მოაწონებთ თავს მამაკაცს
* მიიზიდეთ  რბილი ხასიათით
როცა ქალი მამაკაცის გვერდითაა, აღარ უნდა თამაშობდეს ძლიერი პროფესიონალის ან დედის როლს. გამოიჩინეთ სიფრთხილე, ნუ იჩქარებთ, დაივიწყეთ ყველა სტრატეგია და იდეა, თუ როგორ მიიზიდოთ მამაკაცი, უბრალოდ, მიჰყევით დინებას.  მამაკაცებს გულწრფელობა და უშუალობა ხიბლავთ. გულში სითბო და სიმშვიდე იგრძენით და უბრალოდ ისიამოვნეთ მომენტით, რომელიც თქვენი რომანტიკული ურთიერთობისას იქმნება. ნამდვილმა ქალმა უნდა იცოდეს, როგორ აგრძნობინოს კაცს თავისი სისუსტე  და ამ სისუსტით სიამოვნება მიიღოს.
* ყველაფერი  საკუთარ თავზე არ აიღოთ
კაცმა უნდა იფიქროს თქვენზე – ის ქალღმერთია, ურყევი, წყნარი და ზომიერი ენერგეტიკის მფლობელი, რაც სიმშვიდის, სიყვარულის,  სინაზისა და სიმსუბუქის ატმოსფეროს ქმნის.
* უსმინეთ  არა მხოლოდ ყურებით
როცა  მამაკაცი  გესაუბრებათ, მოუსმინეთ ყურადღებით და ნუ აგრძნობინებთ, რომ ტელეფონზე ან სხვა რაიმეზე ფიქრობთ.  ჩართეთ აზროვნება და გაიხსენით გული. მოუსმინეთ მთელი გულისყურით, სხეულითა და გონებით.
თუ მამაკაცს ნაზად შეეხებით, ამით აჩვენებთ, რომ მისი  გრძნობები თქვენთვის  მნიშვნელოვანია, რომ ორივე ერთ ტალღაზე ხართ როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და ემოციურად.

скачать dle 11.3