№27 როგორ იქცა გოგოების მადევარი სპარტაკ ბაღაშვილი ქართული კინოს ვარსკვლავად და ვინ დაუწუნა მას მეტყველება
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
სპარტაკ ბაღაშვილის შესახებ ხალხი დღესაც ლეგენდებს ყვება, თუმცა, როგორც წესი, საუბრობენ სპარტაკ ბაღაშვილზე, როგორც პიროვნებაზე და ნაკლებად – მის შემოქმედებაზე... არადა, სწორედ შემოქმედებაში წარმოჩნდა სპარტაკ ბაღაშვილის, როგორც ადამიანის, ტრაგიკული ბედი. ეს არის იშვიათი (ყოველ შემთხვევაში, ქართულ და ქართულ-საბჭოთა კულტურაში) შემთხვევა, როცა ხელოვანი იმდენად გაითავისებს როლს, რომ ცხოვრებაშიც როლში რჩება. ეს არის სპარტაკ ბაღაშვილის ბიოგრაფია. ქართული კინოს ისტორიაში უნიკალური კაცისა, რომელსაც ერთნაირ როლებს სთავაზობდნენ. იგი ამ როლებს კარგად თამაშობდა, ისე, როგორც უნდა ეთამაშა ნამდვილ კინომსახიობს, ზედმეტი პირობითობისა და თეატრალურობის გარეშე. მერე კი ხალხმა დაიჯერა, რომ ამ როლების შემსრულებელი ცხოვრებაშიც ასეთია – სულით ავადმყოფი თუ არა, ყველასგან განსხვავებული და „არც ისე ბუნებრივი“... მერე თავად მსახიობმაც დაიჯერა ეს. გარდაცვალებამდე, ესე იგი, 1977 წლის თებერვლამდე, რამდენიმე წლით ადრე ბაღაშვილი მართლაც გახდა ავად – მსახიობს, რომელსაც ქართული კინოს კლასიკოსად ნათლავდნენ, კინოში აღარ იღებდნენ. ხალხი მას ქუჩაში ხედავდა, ხშირად ნასვამსაც... ბაღაშვილი გიორგი ლეონიძის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებს კითხულობდა. ასეთი შეხვედრია იგი მწერალ რეზო ინანიშვილს, რომელიც მოგვიანებით გაიხსენებს: შემომხედა და თავისი ბიბლიური ხმით მითხრა: ადამიანმა წინასწარ რომ იცოდეს, რა ელის ცხოვრებაში, მას ვერანაირი ძალა ვერ გამოიყვანს დედის საშოდანო. არადა, შემოქმედებითი ცხოვრება მისთვის წარმატებით დაიწყო. 1937 წელს, როცა მიხეილ ჭიაურელს არსენას როლის შემსრულებლის ძებნაში ყველანაირი იმედი გადაეწურა, რეჟისორმა ქუჩაში შენიშნა, როგორც თავად აღნიშნავდა, „ძალიან ლამაზი ჭაბუკი“, რომელიც მუშტაიდის ბაღთან ორ გოგონას მისდევდა: „მისმა გარეგნობამ ისე გამიტაცა, ისე ჰგავდა ჩემს წარმოდგენილ არსენას, რომ არ შემეძლო, არ შემეჩერებინა. რა გვარი ხარ, ყმაწვილო-მეთქი, ვკითხე. მან მიპასუხა: თუ ჩემთან რაიმე ანგარიში გაქვთ, მეორე ქუჩაზე გადავიდეთო. იძულებული გავხდი, ჩემი გვარი მეხსენებინა – რეჟისორი ჭიაურელი გახლავართ-მეთქი. სულ ერთია, ვინც უნდა იყოთო,
მიპასუხა. დაავლო ხელი თავის გოგონებს და სწრაფად გამშორდა. მეორე დღეს გავიგე, რომ თურმე იგი ჩვენი ცნობილი მუშა მსახიობის, ლევან ბაღაშვილის, შვილი ყოფილა. მან სპარტაკი ჩემთან მოიყვანა. ვთხოვე ალექსანდრე იმედაშვილს მხატვრული კითხვა ესწავლებინა და როცა ორი თვის შემდეგ სპარტაკმა ოტელოს მონოლოგი წაიკითხა, ჩემს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა.“ მიხეილ ჭიაურელის ფილმში ბაღაშვილმა ოტელოს არა, მაგრამ არსენას მონოლოგები კი წაიკითხა. ბაღაშვილის ოსტატობით სტალინი ისე აღფრთოვანდა, რომ პირადად გასცა ბრძანება, დაეჯილდოებინათ მსახიობი სახელმწიფო პრემიით, რომელსაც იმხანად „სტალინური პრემია“ ერქვა. ბაღაშვილის გარეგნობა, მისი, თუ შეიძლება ითქვას, „პირველყოფილი სილამაზე“, სწორედ ის იყო, რასაც ეძებდა ჭიაურელი. იმ მხედართმთავრებისგან განსხვავებით, რომელთა ტირაჟირებას ეწეოდა 30-იანი წლების საბჭოთა კინო და რომლებიც სტალინის ასოციაციებს ქმნიდნენ, არსენა არც ინტელექტით გამოირჩეოდა, არც განათლებით... 1937 წელს, როცა ინტელიგენციაზე შეტევები დაიწყო, ხელისუფლებას სჭირდებოდა სახე გულუბრყვილო, მაგრამ სამართლიანი გლეხისა, უფრო სწორად, „ლუმპენისა“, რომელსაც საზოგადოება შეიყვარებდა... მაგრამ „ველური არსენას“ სახე სპარტაკ ბაღაშვილს აღარ აკმაყოფილებდა. 1944 წელს იგი თბილისის კინოსტუდიასთან არსებულ კინომსახიობის სკოლას ამთავრებს და პროფესიონალი მსახიობი ხდება. იტაცებს ლიტერატურა და, შესაბამისად, მხატვრული კითხვა. თეატრს არ ეკარება, თუმცა გარდასახვის ნიჭით რომ გამოირჩევა, ამას უკვე ომის შემდეგ ამტკიცებს კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „აკაკის აკვანი“, რომელშიც სპარტაკ ბაღაშვილმა, პირველად ქართული კინოს ისტორიაში, სამი როლი – გამზრდელი, მეწისქვილე ესტატე და ვაჟა-ფშაველა განასახიერა. ამის შემდეგ იწყება რთული პერიოდი სპარტაკ ბაღაშვილის შემოქმედებაში. რეჟისორები აღფრთოვანებული არიან მისი ტალანტით, მისი არათეატრალურობით (რაც, სამწუხაროდ, იშვიათია ქართული კინოს ისტორიაში), მაგრამ, როგორც წესი, იწვევენ სწორედ თეატრალური როლების შესასრულებლად, იმ როლებისა, რომელიც ხაზგასმულ ჟესტსა და მიმიკას, პათეტიკას მოითხოვს... მსახიობს არ შეუძლია, გააცოცხლოს როლი, როცა მას სქემის თამაშს სთავაზობენ და, მით უმეტეს, როცა სქემას აკვიატებული აზრი ქმნის – „მთის კაცი“, „ველური“, „შეშლილი“, რომლისაც ეშინიათ ბავშვებს, „უზარმაზარი მონსტრი“, რომელმაც კადრში ყველა და ყველაფერი უნდა დათრგუნოს... აი, ასე აღიქვამდნენ სპარტაკ ბაღაშვილს არცთუ ისე ნიჭიერი რეჟისორები, რომლებიც მას 60-იანი წლების ბოლოს კინოში იწვევდნენ... (წყარო: რადიო „თავისუფლება“) ასე განიდევნა ეკრანიდან სპარტაკ ბაღაშვილი. სწორედ იმ დროს, როცა ხევისბერ გოჩასა და მსგავსი კინოგმირების, „ოპერეტული ტრაგედიების“ გმირების განსახიერება უწევდა, მას რადიოში იწვევდნენ და ნიკოლოზ ბარათაშვილს აკითხებდნენ. უჩვეულოდ რბილი, თბილი, ადამიანური იყო მისი ხმა და შესრულების მანერა. ის ხალხი, ვინც ამ ხმას ყურს უგდებდა, ხვდებოდა, როგორ დაანგრია დიდი მსახიობი უგუნურმა კულტურულმა იდეოლოგიამ და, რა თქმა უნდა, აკვიატებულმა აზრებმა, რომელიც დღესაც ხელს უშლის ქართული ხელოვნების ევოლუციას.

... „მამაჩემი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ნიჭიერი მოსწავლე ყოფილა. უზნაძის ქუჩაზე ვაჟთა მეორე სასწავლებელი დაამთავრა. მასწავლებლები სპარტაკს ყოველთვის აქებდნენ და ნიჭიერებით გამოარჩევდნენ. პატარაობიდანვე კეთილშობილი ყოფილა. მამა მეც ასეთი დამამახსოვრდა. ყველას მიმართ თბილი და კეთილი იყო. თურმე, მშობლები პურის მოსატანად გზავნიდნენ ხოლმე. ერთხელაც პაპაჩემი პურის ფულის გადასახდელად რომ წავიდა, ზედმეტის გადახდა მოუწია. სახლში რომ მივიდა, შვილს ჰკითხა, რატომ იყო ამდენი გადასახადი. უპასუხა, – ჩვენ მეზობლად გაჭირვებული ოჯახი რომ ცხოვრობს, ერთ
პურს მათთვის ვიღებ ხოლმეო”, – იხსენებს მისი ერთადერთი ქალიშვილი მანანა ბაღაშვილი.
პურს მათთვის ვიღებ ხოლმეო”, – იხსენებს მისი ერთადერთი ქალიშვილი მანანა ბაღაშვილი.
მისი თქმით, სპარტაკ ბაღაშვილს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. ვიღაცებს მისი წარმატება არ მოსწონდათ და ხელის შეშლას ცდილობდნენ. ერთხელ მისთვის, ერთ-ერთი ფილმის გახმოვანებაზე უარიც უთქვამთ, – მეტყველება არ გივარგაო.
1951 წელს მსახიობი ანტისაბჭოთა ანეკდოტის მოყოლის გამო დააპატიმრეს. ჯერ თბილისის ციხეში იჯდა, მერე კი – ლენინგრადში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის გამო მისი მეუღლეც ლენინგრადში გადასულა საცხოვრებლად. (წყარო: city kvira)
„სტალინი რომ გარდაიცვალა და ბერიაც დაიჭირეს, დედა ლენინგრადიდან მოსკოვში გადაფრინდა სუსლოვთან, ყველაფერი მოუყვა და მისი ბრძანებით მამა გაათავისუფლეს. ეს იყო 1953 წელს. ამასობაში რეჟისორები ელდარ შენგელაია და თამაზ მელიავა ახალი ფილმის გადასაღებად ემზადებოდნენ და „თეთრ ქარავანში“ მარტიას როლი მამას შესთავაზეს. თურმე, თავიდან ეს იყო ძალიან მოკლე როლი, მაგრამ მან განავრცო. რეპეტიციების დროს რეჟისორებმა გადაწყვიტეს, რომ მარტია უფრო მეტად გამოჩენილიყო კადრში, ვიდრე ეს ჩაფიქრებული ჰქონდათ,” – ამბობს მანანა ბაღაშვილი. ფილმ „გიორგი სააკაძეში“ მთავარი როლი სპარტაკ ბაღაშვილს უნდა ეთამაშა, მისი კოსტიუმებიც კი მზად ყოფილა, მაგრამ მოხდა ისე, რომ ლუარსაბ მეფის როლი მისცეს. თურმე ისტორიკოსი სიმონ ჯანაშია თავის ლექციებზე სტუდენტებს ეუბნებოდა, – თუ გინდათ, ბაგრატიონთა გვარზე წარმოდგენა იქონიოთ, მაშინ წადით და ნახეთ ლუარსაბ მეფე სპარტაკ ბაღაშვილის შესრულებითო… უცნობია სპარტაკ ბაღაშვილისა და მისი მომავალი მეუღლის სიყვარულის ისტორია.
„არ ვიცი, დედამ და მამამ ერთმანეთი როგორ გაიცნეს. ამაზე თვითონ არასდროს საუბრობდნენ. მამას მართალია, მკაცრი გარეგნობა ჰქონდა, მაგრამ მასში საკმაოდ რბილი ხასიათის ადამიანი ცხოვრობდა. რაღაც სხვანაირი პიროვნება იყო. დედაჩემი – მარიამ დოლიძე მეუღლეს გადაღებებზე სულ თან დაჰყვებოდა. მამას დიდი ყურადღება სჭირდებოდა, დამოუკიდებლად რაღაცების გაკეთება არ შეეძლო. ყველაფერს მეუღლე უკეთებდა. გადაღებებზე სულ თან დაჰყვებოდა, უვლიდა და მთლიანად მისი რეჟიმით ცხოვრობდა. მამაჩემი თუ ვინმე გაჭირვებულ ბავშვს ნახავდა, დედას ეტყოდა: „მარიამო, გეხვეწები, უყიდე ამ ბავშვს ფეხსაცმელი, ცოდოა. ეკონომიას გავაკეთებ, სიგარეტს ნაკლებს მოვწევ და დაზოგილი ფულით ბავშვებს დაეხმარე“, – იხსენებს მსახიობის ერთადერთი ქალიშვილი.
მისი თქმით, სპარტაკ ბაღაშვილი გადასაღებ მოედანზე გაცივდა, გაურთულდა და იმდროინდელ „ლეჩკომბინატში“ დააწვინეს, მაგრამ ექიმებმა ვერ გაუგეს, რომ ფილტვების ანთება ჰქონდა. პროცესი შორს წავიდა, გულზეც გადაუვიდა და ვერაფერი უშველეს. 30 იანვარს გარდაიცვალა, კვირადღეს. სიკვდილის წინ უკითხავს, – რა დღეაო და რომ გაიგო, კვირა იყო, კვირას წასვლა კარგიაო. რაღაც ჩაუღიღინია და მალევე გარდაცვლილა...