კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 მიწების შემგროვებლის ვერსიები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

მემატიანე – კრემლიდან

  სავარაუდოდ, რაკი „მიწების შემგროვებლის“ სტატუსს ეჭიდება, რფ-ის პრ.-ი შიგადაშიგ ისტორიის თავისებურ ვერსიებსაც გვთავაზობს და, ფაქტობრივად, ახალ ისტორიასაც წერს, ოღონდ საქმეც ისაა, რომ არც დამშლელი ჰყავს (თუმცა, აბა, ვინ დაუშლის, როდესაც თვით დასავლეთიც კი ვერ იცავს ჯეროვნად თავის ისტორიას, წარსულსა და მოღვაწეებს, რომელთა დამსახურებითაც აქვთ ის, რაც აქვთ).
  ერთი სიტყვით, თავდაპირველად (მე ჩვენსას ვჩივი) პრ.-მა პუტინმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავისებური ისტორია მოგვიყვა (კერძოდ, თუ როგორ გვაჩუქა წითელმა რუსეთმა სსრკ-ის შექმნის შემდეგ), თუმცა უფრო ადრე ქართველების მიერ სისხლდანთხეული საქართველოს მიწა-წყალი „ტიფლისსკაია გუბერნიის“ ტერიტორიამდე დაიყვანა, ახლა კი განაცხადა, რომ, საერთოდაც, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უნდა ჩამოერთვათ ის მიწები, რომლებიც რუსეთმა აჩუქა.
  უფრო ზუსტად, თუკი საბჭოეთიდან გავიდნენ, დააბრუნონ რუსული მიწებიო. იმის გათვალისწინებით, რომ, სახელდობრ, ჩვენ არაფერი გვაქვს რუსული, მათ იდარდონ, ვისაც სახელმწიფოებრიობაც არ ჰქონდა და, მართლაც, საბჭოეთმა შეუქმნა, თუმცა პრ. პუტინის ლოგიკა ჩვენთვის ხელჩასაჭიდია, რადგან ფაქტია, რომ მეოცე საუკუნის ბოგანოდ ქცეული რუსეთი სტალინმა და ბერიამ ბირთვულ ზესახელმწიფოდ აქციეს, იმას გარდა, რომ უფრო ადრე ჩრდილოეთ კავკასია რუსეთის იმპერიამ სწორედ ქართველების დახმარებით შემოიმტკიცა.
  აქედან გამომდინარე კი, წესითა და რიგით, უნდა დაგვიბრუნოს ბირთვული იარაღიც და ზესახელმწიფოს სტატუსიც, მაგრამ, რაკი ჩვენ კეთილშობილები ვართ, შეგვიძლია, ეს ყოველივე მწვანე კუპიურებად ვუანგარიშოთ, ბოლოს და ბოლოს, ტარანა თვლითაა...



скачать dle 11.3