კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№27 სადო-მაზო რუსულ-ქართულად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ ბარონი მიუნჰაუზენი ისვენებს

  სანამ მსოფლიო აქეთ კორონებს ებრძვის, იქით – ძეგლებს, შიგადაშიგ კი შავკანიანები თეთრკანიანებს ურახუნებენ (ჩვენკენ კიდევ უფრო დრამატულია ვითარება: უგულავასა და ელისაშვილს შორის შავმა კატამ ჩაირბინა, რასაც პირადად მე სხვებს შორისაც ველი – იმიტომ რომ სკამი ოხერია), მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ახალი ინტერვიუთი გაგვახალისა (ჟურნალისტ გორდონის გადაცემაში).
  მე არ შევუდგები სრული ინტერვიუს განხილვას (ამდენი არც ნერვები მაქვს და არც დრო, იმიტომ რომ აწ უკვე ბარონი მიუნჰაუზენიც ისვენებს, ერთი ისაა, რომ ის ძალიან კეთილი იყო), მხოლოდ ერთ პასაჟს შემოგათავაზებთ: ექსპრეზიდენტი იხსენებს, რომ პუტინს 30-40-ჯერ მაინც შეხვდა, თუმცა ყველაზე დრამატულად იმ შეხვედრას აღწერს, როდესაც რუსეთის მმართველმა ბნელ ოთახში გაიყვანა, თვალებში ჩახედა, მუხლებში ფრჩხილები ჩაასო და ომით დაემუქრა (ის კიდევ სხვა საქმეა, თუ დაემუქრა, მაშინ რატომღა წამოიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ღამით ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის ოპერაცია, თუმცა ეს სულ სხვა საუბრის თემაა და სახალისო ნაკლებია).
  მანამდე კი იმავე ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა ისიც გაგვიმხილა, თუ როგორ ცდილობდა ასტანაში ცეკვით პრეზიდენტ მედვედევის ყურადღების მიპყრობას (მედვედევიც ცეკვავდა), ამდენად, პირადად ჩემი დასკვნა ასეთია: პუტინსა და სააკაშვილს შორის ერთგვარი სადო-მაზოხისტური, მედვედევსა და სააკაშვილს შორის კი წყალგაუსვლელად რომანტიკული ურთიერთობა იყო.


скачать dle 11.3