№26 ვის „აბანავებს“ სიყვარულში ეკა კვალიაშვილი და როგორ დაამარცხა მან ვერაგი დაავადება
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალმა ეკა კვალიაშვილმა იმიჯი შეიცვალა და ამის ფონზე, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. ამბობს, რომ ეს მხოლოდ იმიჯის ცვლილებას არ უკავშირდება და მისი პოზიტიური განწყობისა და დადებითი ემოციების ბრალია, რომელსაც ის სამყაროში უშვებს და უკანვე უბრუნდება.
ეკა კვალიაშვილი: იმიჯის ცვლილებაზე არც მიფიქრია, უბრალოდ, მომბეზრდა ერთი და იმავე ფორმაში სიარული და თმა შევიჭერი. დიდი ხანია, იმიჯი არ შემიცვლია, მომწონს გრძელი და შუაზე გაყოფილი თმა და ბოლო შვიდი წელია, სულ ასე ვატრებდი. თუმცა, ახლა რომ შევიჭერი, ყველა მეუბნება, გიხდება და ასაკიც დაგიგდო, 15-20 წლით გაახალგაზრდავდიო. მიხარია, თუ ასეა. საერთოდ, ვთვლი, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია და როგორც გამოიყურები, ზუსტად იმ წლოვანების ხარ. ასაკი ვიღაცისთვის სიბერეა, ჩემთვის კი – უბრალოდ გამოცდილება. ჩემი წლები ჩემი სიმდიდრეა. განვლილი წლების განმავლობაში, კიდევ ვამბობ, დიდი გამოცდილება შევიძინე, მეტი დავინახე, განვიცადე და უფრო მეტად დავჭკვიანდი (იცინის). ამ გადმოსახედიდან კი ერთ რამეს მივხვდი – ყველანაირი აგრესია ხელს უშლის ადამიანს, რომ მის გარშემო დადებითმა ენერგიამ იტრიალოს და იყოს ბედნიერი.
– ანუ, ცდილობ, უფრო მეტი პოზიტივი დაინახო, აღიქვა და გაუშვა სამყაროში?
– დიახ, ასეა. და უფრო მეტად მიყვარდეს.
– ბევრმა შენი იმიჯის ცვლილება და ამის ფონზე გაახალგაზრდავება შენს პირად ცხოვრებაში სიახლეს დაუკავშირა. ამაზე რას მეტყვი? არის შენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი?
– მათ პირს შაქარი, ვინც ასე ფიქრობს, რომ ჩემი იმიჯის ცვლილება საყვარელ მამაკაცს უკავშირდება (იცინის). არ დაგიმალავთ, ახლა ნამდვილად არავინ დგას ჩემ გვერდით. სხვა გეგმები და საქმეები მაქვს, სერიოზულ პროექტზე ვფიქრობ. ჩემს საქმეებს უნდა მივხედო, ჩემი პროექტის რეალიზებაზე ვარ გადართული. მე არ ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში წარუმატებელი ვარ. წარუმატებელი და საწყალი ის უფროა, ვისაც ცხოვრებაში სიყვარული არ ღირსებია. არაფერს ვნანობ. არ მაინტერესებს, რას იტყვის ხალხი. იტყვიან და გაჩუმდებიან. ყველას თავისი ცხოვრება აქვს. ჩემს ცხოვრებაში ახლა არის ორი მთავარი მამაკაცი – ჩემი შვილიშვილები და მათ „ვაბანავებ“ დიდი დოზით იმ სიყვარულში, რაც ჩემშია.
– ქალი რომ წარმატებული და ბედნიერი იყოს, მოტივაცია ჰქონდეს, საჭიროა, გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავდეს? ოჯახური იდილია და თანაცხოვრება აუცილებელია?
– თუ ნორმალური მამაკაცი გიდგას გვერდით, გიგებს, ორივე ერთ ენაზე საუბრობთ, რასაკვირველია, კარგია. თუ ოჯახში ჰარმონიაა, ეს სტიმულიცაა ცხოვრებაში. თუ ეს არ არის, მაშინ ჯობია, მარტო იყო. სამჯერ ვიყავი გათხოვილი და რომ მივხვდი, ამ მამაკაცებთან ერთ ენაზე ვერ ვსაუბრობდი, ვერ გავძელი. ის, რომ ახლა მარტო ვარ და მამაკაცი არ მიდგას გვერდით, არ არის პრობლება. ასეც წარმატებულად, კარგად და მშვიდად ვგრნობ თავს. თუ
მეყოლებოდა ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემს მხარს გაამაგრებდა, მასზე უარს არ ვიტყოდი. მაგრამ, თუ მამაკაცი ჩემი სათრევი გახდა, ასეთი არ მჭირდება.
მეყოლებოდა ისეთი მამაკაცი, რომელიც ჩემს მხარს გაამაგრებდა, მასზე უარს არ ვიტყოდი. მაგრამ, თუ მამაკაცი ჩემი სათრევი გახდა, ასეთი არ მჭირდება.
– პირად საუბარში მითხარი, რესტორანში ვერ ვიმღერებო, რატომ?
– ადრე მიმღერია რესტორანში, მაგრამ ვერ გავჩერდი. მე არავის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ რესტორანში დღეს ვერ ვიმღერებ. არ ვარ ამ სფეროს წარმომადგენელი, არც სარესტორნე რეპერტუარი მაქვს. თორემ, თავად თუ ვზივარ რესტორანში და ვიღაც მღერის, ძალიან ვერთობი, უბრალოდ, მე მიჩვეული ვარ მსმენელის ტაშს, დარბაზს, ჩუმად რომ გისმენენ და არ შემიძლია, ვიმღერო განცდით გართობისთვის და თან, ვუყურო დარბაზში ვიღაც როგორ ჭამს.
– ვინც არ გიცნობს, ალბათ, ჰგონია, ლაღი ცხოვრება გამოიარე. არადა, წარმატებისა და ღიმილის მიღმა, იყო ბევრი განცდა, ტკივილიანი ემოცია, იმედგაცრუება... როგორ გაიარე ეს გზა და როგორ მოხვედი დღემდე?
– მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ გამივლია, რაც ერთი შეხედვით ჩანს და ჰგონიათ, არ მიყვარს წარსულის გახსენება, იმიტომ რომ მე მომავალს ვხედავ. შენი მომავალი კი ის არის, რასაც თავად დაგეგმავ. ადრე ვბრაზობდი, განვიცდიდი, ბევრ ნეგატივს ვიღებდი. მერე, ნელ-ნელა ეს ყველაფერი მოვიშორე, სიმძიმეები ქვევით დავტოვე და ზევით ავედი, გავათავისფულე ჩემი გონება და ენერგეტიკა ცუდი ფიქრებისგან. ამ გადასახედიდან ყველაფერს სხვანაირად ვხედავ. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დღეს ვარ, ვინც ვარ და რომ შემიძლია, თუნდაც იმ მამაკაცის გარეშეც, მარტო „გავქაჩო“ ცხოვრება. ის ყველაფერი წარსულში დარჩა, მე აქ და ახლა ვარ, ამიტომ რასაც ახლა დავგეგმავ, ის არის ჩემი მომავალი.
– ეკა, არაჩვეულებრივად გამოიყურები და ბევრს ჰგონია, ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც გქონდა, მოიგონე. ვიცი, ამ მხრივ, საკმაოდ რთული პერიოდი გაიარე. ახლა როგორ ხარ? განაგრძობ მკურნალობის კურსს?
– არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი და ჩემი პრობლემების სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ გეტყვით, რომ გადავლახე საკმაოდ რთული პერიოდი და ახლაც არ ვარ სრულად გამოჯანმრთელებული, თუმცა, ამაზე არ ვფიქრობ და ყველაფრს პოზიტიურად ვუყურებ. მინდა, დავაიმედო გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანები და მათ ვუთხრა: მე მქონდა ამ დაავადების არააგარესიული ფორმა, რომელიც ასაკთან ერთად, უკან იხევს. მე დავამარცხე ეს დაავადება ჩემი განწყობითა და ფსიქოლოგიით. თუმცა ის თავის შედეგებს ტოვებს და რეაბილიტაცია სჭირდება.
– ბევრი ცნობილი ადამიანი თავის ცხოვრების დეტალებს მალავს. თუმცა, შენ გადაწყვიტე, ყველაფერი სააშკარაოზე გამოიტანო, ფურცელზე გადაიტანე და მემუარების წერა დაიწყე. რატომ მოგინდა, შენი ცხოვრების დეტალები ყველას გაეგო, ეს ხომ ძალიან პირადია?
– საჯარო ადამიანი ვარ და აინტერესებთ, ჩემი ცხოვრების დეტალები. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც რაღაცას მალავს და ჩქმალავს. არაფერი მაქვს დასამალი – სამჯერ ვიყავი გათხოვილი, ყველამ იცის. ავად რომ ვიყავი, ყველამ იცის. კარგად რომ ვმღერი, ესეც იციან. მარიკა კვალიაშვილის ძმისშვილი რომ ვარ, ესეც იციან. ნაქირავებ ბინაში რომ ვცხოვრობ, ესეც იციან... და, რაც ვარ, ეს ვარ. ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ გამიმართლა ცხოვრებაში. ის, რომ ჩემ გვერდით მამაკაცი არ დგას, ეს გაუმართლებლობას არ ნიშნავს. დღეს არ დგას და შეიძლება, ხვალ იდგეს, არაფერია გამორიცხული.