კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 რატომ არიდებს შონ ო’მალი მერაბ დვალიშვილთან ბრძოლას რეალურად თავს

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ლას-ვეგასის „აპექსისის“, დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგ ქარდში გამარჯვება ქართველმა სპორტსმენმა, მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა. მერაბისთვის UFC-ში მეექვსე ბრძოლა იყო. საერთო ჯამში, მან მეოთხედ შეძლო პირველობის მოპოვება. თავდაპირველად მას ბრძოლა რეი ბორგანთან ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა ბრძოლამდე ორი დღით ადრე მოწინააღმდეგემ შეხვედრა გააუქმა. საბოლოოდ, მერაბი „კომბატ ამერიკის“ ჩემპიონს, ძლიერ მებრძოლს, გუსტავო ლოპესს შეხვდა, რომელსაც დამაჯერებლად მოუგო.
მერაბ დვალიშვილი: UFC ყველაზე დიდი ორგანიზაციაა და იქ ვინც გამოდის, ყველა წარმატებული სპორტსმენია. აქ უბრალოდ გამოსვლა და მონაწილეობის მიღებაც კი დიდი წარმატებაა. ბრძოლაში გამარჯვება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთვის, ასევე, ქართული ემემეისთვის. საბოლოოდ ბრძოლამ კარგად ჩაიარა. მოწინააღმდეგეს რაც შეეხება, თავდაპირველად სულ სხვას უნდა შევხვედროდი, ისიც ათი დღით ადრე დამინიშნეს, მაგრამ ბრძოლამდე ორი დღე იყო დარჩენილი, რომ მოწინააღმდეგემ ოჯახური მიზეზის გამო შეხვედრა გამიუქმა. სასწრაფო წესით შემიცვალეს სპორტსმენი, რომელიც სულ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი და „კომბატ ამერიკის“ ჩემპიონი გახლდათ. მართლა ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, ჩემზე მეტი მოგება და გამოცდილება ჰქონდა – ათი შეხვედრა ფინიშით ჰქონდა დასრულებული, ბოლო სამი მოწინააღმდეგე ნოკაუტით ჰყავდა დამარცხებული. ვიცოდი მისი შესაძლებლობები, არ მინდოდა, გამერისკა, ამიტომ ვეჭიდავე და აშკარა უპირატესობით მოვუგე. ახლა მიდის მოლაპარაკებები შემდეგ შეხვედრაზე, ტრავმა არ მაქვს და ბრძოლა როცა არ უნდა დამინიშნონ, მზად ვარ.
– ბრძოლაზე „ნიკოლშოუს“ სიმღერით გამოხვედი...
– რამდენიმე წელია, ჯგუფ „ბანის“ სიმღერაზე – „სამშობლო“ – გამოვიდვარ ბრძოლებზე. კარგ განწყობაზე მაყენებს და ასევე, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რომ დამსწრე საზოგადოებას შენი ქვეყნის კულტურა გააცნო. უცხოურ რეპსა და ჰიპ-ჰოპს, რა თქმა უნდა, ქართულ სიმღერაზე გამოსვლა მირჩევნია. კარანტინის დროს ყველაფერი დაკეტილი იყო და გარეთ დავრბოდი.  შემთხვევით მოვუსმინე „ნიკოლშოუს“ სიმღერას, მანამდეც კი მქონდა მოსმენილი, მაგრამ მაშინ გავაანალიზე მისი შინაარსი, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან, განსაკუთრებული განწყობა შემიქმნა და გადავწყვიტე, სწორედ ამ მუსიკის თანხლებით გავსულიყავი შემდეგ ბრძოლაზე. სხვათა შორის, გულშემატკივარს ორივე სიმღერა მოსწონს. ბოლო შეხვედრაზე, ვირუსის გამო, შეზღუდული რაოდენობით იყო დამსწრე საზოგადოება წარმოდგენილი, მაგრამ შეხვედრის შემდეგ ვისაც გავესაუბრე, ამ მუსიკაზე ყველამ გაამახვილა ყურადღება, როგორც მითხრეს, მათაც  კარგი განწყობა შეუქმნა.
– შონ ო’მალი რამდენიმეჯერ გამოიწვიე, ბოლოს მან „ტვიტერზე“ დაწერა, რომ მისგან მხოლოდ ფოტოსურათს მიიღებდი, ავტოგრაფით. რა რეაქცია გქონდა, როცა ეს წაიკითხე? რატომ გინდა მასთან ასე ძალიან შეხვედრა?
– ამ ბიჭს განსაკუთრებული შარმი აქვს, ძალიან პოპულარულია, თავისი სტილი აქვს: მარიხუანას ეწევა და ვიდეოთამაშებს თამაშობს. ონლაინ-მოთამაშეებშიც ცნობილია. ეს არის მისი ცხოვრების ერთი მხარე, რაც შეეხება სპორტს, მართლა ძლიერი სპორტსმენია, ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩემს წონაში და ამიტომ, დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე. მისი სიტყვებით, რაც ჩემზე დაწერა, თავი დაიფასა, ის ბევრად ცნობილია. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გავბრაზებულვარ ამ კომენტარზე, პირიქით, გამეღიმა, კარგად დამცინა (იცინის). იგულისხმა,  თუ უნდა, ჩემს ავტოგრაფს მივცემ, ჩემთან ბრძოლას არ იმსახურებსო. სინამდვილეში, ჩემთან ბრძოლა არ სურს, რადგან რისკია მისთვის,  დიდი შანსია, რომ მოვუგო. ჭიდაობაში მე მაქვს უპირატესობა, იცის, რომ დავღლი და ბოლოს გამარჯვებაც დამრჩება, ამიტომ დაცინვით მარიდებს თავს, მაგრამ მე მგონი, მალე ვეღარ დამემალება, ყველაფერი მასზეც არაა დამოკიდებული. ორი წელი დისკვალიფიკაცია ჰქონდა დოპინგის გამო, ახალი დაბრუნებულია და არ ასცდება ჩემთან ბრძოლა. ყოველი შემთხვევისთვის, იმედს ვიტოვებ.
– ბევრი ჭორი გაგივრცელეს პირად ურთიერთობებზე, ერთ-ერთია – შორენა ბეგაშვილი მოჰყავს ცოლადო...
– ეგ ამბავი ჩემამდეც მოვიდა, მეც არ ვიცოდი (იცინის). რაღაცას რომ აკეთებ და საზოგადოებაში ცოტა ჩანხარ, მერე სხვადასხვა ამბებს გიგონებენ, ბევრი მითი გამიგია ჩემზე, რაღაც სასწაულები, ხან ვისზე დამაქორწინეს, ხან – ვისზე. ელემენტარული – თუ ვინმე გოგოსთან სურათი გადავიღე, ყველას ჰგონია, რომ ჩემი შეყვარებული, საცოლე ან, უკიდურეს შემთხვევაში, ცოლია (იცინის). რეალურად პირად ცხოვრებაზე არ ვაქვეყნებ არაფერს, არც მაქვს რაიმე სერიოზული ურთიერთობა, ამიტომ ყველას ჰგონია, რაღაცას ვმალავ და თუ ვინმესთან ერთად გამოვჩდები, მიდის ჩურჩული. აი, შორენას თემა საიდან წამოვიდა, მართლა ვერ ვხვდები. ლას-ვეგასში ვიყავი, ერთი ქართველი კაცი შემომეხმიანა, გამარჯვება მომილოცა და შევხვდით. რამდენიმე ჭიქა რომ დალია, მერე მითხრა, გავიგე შორენა ბეგაშვილი მოგყავს ცოლადო (იცინის).
– პოპულარობასთან ერთად, თაყვანისმცემლების რაოდენობამ არ მოიმატა? ოჯახშიც აქტუალურია ცოლის მოყვანის ამბავი?
– თაყვანისმცემლების რაოდენობამ – არა, ცნობადობასთან ერთად, უფრო ურთიერთობები გამარტივდა. ოჯახშიც მეუბნებიან, არ მოგყავს ცოლიო? ვაპირებ კიდეც, მაგრამ ჯერ რაღაც გეგმები მაქვს. 40 წლისამაც რომ მოვიყვანო ცოლი, რა პრობლემაა? არანაირი. ამიტომ, ამ ეტაპზე კარიერაზე ვარ ორიენტირებული. პირადი ცხოვრება და ვარჯიში ერთად რთულია, ორივეს დრო სჭირდება, რაც ყველაზე დეფიციტურად მაქვს.
– კარანტინის დროს სპორტდარბაზები რომ დაიხურა, ახერხებდი ვარჯიშს?
– რა თქმა უნდა, გარეთ ვვარჯიშობდი. რომ ჩავიკეტოთ სახლში, არ გავანიავოთ, არ გამოვიდეთ, პირბადით ვიაროთ 24 საათი, ეს უფრო დამაზიანებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. ყველამ უნდა ივარჯიშოს და სუფთა ჰაერზე გავიდეს. ეს ვირუსია, რომელიც არსად წასულა, ისევ არის, უბრალოდ, სიფრთხილის ელემენტარული ზომების დაცვაა აუცილებელი. ერთადერთი, რისი საშიშროებაც მქონდა, თუ დამემართებოდა, მე არ ვყოფილიყავი ინფექციის გადამტანი, თორემ, დანარჩენი კორონავირუსის კი არა და არაფრის მეშინია.

скачать dle 11.3