№26 ანეკდოტები
მეგრელმა გააკეთა სუფრა. ინდაურის საცივი მოამზადა, მარა, უფრო მეტი სტუმარი მოვიდა და საცივს წყალი დაუმატა, გააბევრა. გურულმა გადაიღო საცივი და რა იხვია, რა იხვიო?! მასპინძელს ეწყინა, იხვი კი არა, შვილივით ნაზარდი ინდოურიაო!
- არაო გურულმა, ინდოური ამხელა წყალში ვერ შებედავდაო!
***
- რაია, ბუჯო, აი შენი ძაღლი სულ რომ ხელებში გიყურებს? - ეკითხება კლიენტი პარიკმახერს.
- რაია და ყურს უცდის, უყვარს ყურები. - უპასუხა ენამახვილმა პარიკმახერმა.