№26 როგორ მოჰპარა ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავემ მაიმუნს სათვალე
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

– მაიმუნი რატომ გიზისო?
– იმიტომ, რომ არავინ არაფერი მომპაროსო, – უპასუხა გამყიდველმა. ტარიელი კი არ მოეშვა:
– მე რომ შენს მაიმუნს სათვალე მოვპარო, რას იზამო?
– შენი იყოსო, – მიუგო თავდაჯერებულმა გამყიდველმა ტარიელს.
მაიმუნს ერთი თვისება ჰქონდა – რასაც შენ გააკეთებდი, ყველა მოძრაობას იმეორებდა, იმიტაციას აკეთებდა. ტარიელმა ცხვირზე მიიდო თითი, მაიმუნმა გაიმეორა. ტარიელმა თავზე დაიდო ხელები, მაიმუნმა გაიმეორა. ტარიელმა ორივე თვალზე აიფარა ხელები და მაიმუნმაც რომ იგივე გააკეთა, ტარიელმა სათვალეს დასტაცა ხელი, ჯიბეში ჩაიდო და... შერჩა“.