№26 ეს საინტერესოა
* ამერიკელი მილიარდერი ენდრიუ მელონი მეოცე საუკუნის დასაწყისში ხელოვნების ნიმუშებით იყო გატაცებული. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ხელოვნების ყველა ნიმუში და მთელი ფული ამერიკელ ხალხს დაუტოვა სურათების გალერეის შესაქმნელად, ოღონდ ერთი პირობით – გალერეისთვის მისი სახელი არ უნდა ეწოდებინათ. ასე დაარსდა ვაშინტონის სურათების გალერეა.
* პეტრე პირველის მიერ დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად წარგზავნილი გრაფი ანდრეი მატვეევი 1708 წელს კრედიტორის საჩივრის საფუძველზე დააპატიმრეს. ეს კი რუსეთისთვის შეურაცხყოფა იყო და გამოხატეს კიდეც აღშფოთება. მატვეევი გამოუშვეს. დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა კი მიიღო აქტი დიპლომატიური ხელშეუხებლობის შესახებ.