№26 ბრძნული აზრები
რუზველტი: კაცობრიობის ისტორია ზედმეტად ჰგავს ერთ დიდ, საშინელ ექსპერიმენტს ადამიანებზე, რომელიც სასტიკმა და შეცოდების უნარის არმქონე არსებამ დაგეგმა.
ტოლსტოი: ის, რასაც იღებ მიზნის მიღწევის შემდეგ, ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, როგორც ის, თუ რად გაქცევს ამ მიზნისკენ მიმავალი გზა.
ჯიბრანი: ვინც პირველივე წყენისას გტოვებს, იცოდე, რომ ის ამ წყენას ელოდებოდა.
ოტია იოსელიანი: სიყვარული თუ არ იცი, ყველაფრის სწავლას დაანებე თავი და სიყვარული ისწავლე.
ტაისონი: როცა ზევით მიდიხარ, მეგობრები იგებენ, თუ ვინ ხარ შენ. როცა ქვევით ეცემი, შენ იგებ, ვინ არის შენი მეგობარი.
ილია მეორე: თუ გინდა, გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება. თუ გინდა, სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.
ადამსი: ქვეყნების დაპყრობის ორი გზა არსებობს: პირველი – ომი, მეორე – ვალი.
დოსტოევსკი: კარგი გეგმის მტერი, საუკეთესო გეგმაზე ფიქრია.
ტვენი: როცა საქმე სხვას შეეხება, ჩვენ ძალიან ჭკვიანები და საქმიანები ვართ ხოლმე.
დანიელ კიზი: მეგობრების ყოლა ადვილია, თუ ხალხს შენზე გაცინების უფლებას მისცემ.
ნიცშე: ადამიანს ადვილად ავიწყდება საკუთარი ცოდვა, როდესაც ის მას სხვას უყვება, მაგრამ როგორც წესი, სხვა მას არასდროს ივიწყებს
თაგორი: მე ვთხოვე ხეს: „მომიყევი რაიმე ღმერთზე“ და ხე აყვავდა.
ნაპოლეონი: თუ არ შეგიძლია, გააკეთო დიდებული საქმეები, დაიწყე პატარა საქმეებით, მაგრამ აკეთე დიდებულად.
უნამუნო: გაცნობა უფრო გვიან ხდება ხოლმე. სიყვარული წინ უსწრებს გაცნობას. გაცნობა კი სიყვარულს კლავს.
შამფორი: დამოუკიდებელი ქალი – ეს არის ქალი, რომელმაც ვერ მონახა ისეთი ადამიანი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალზე დამოკიდებული იყოს.