კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№26 როგორ „გადააგდეს“ „კაგებე“ და მილიცია ქართველმა ქურდებმა და „ცეხავიკმა“

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების ვინაობა და მოქმედების ადგილი შეცვლილია. ნებისმიერი მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
გადაბირება
39 წლის კარლო გოგია კანონიერი ქურდი იყო და მეტსახელად მას „ბიჭიკოევიჩს“ ეძახდნენ. ერთ დღეს თბილისში, თავის ბინაში მარტო მყოფ გოგიას მილიციის მაიორი აკაკი ლაბაძე ესტუმრა, წარუდგა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობა შესთავაზა. „ბიჭიკოევიჩს“ გაეცინა და უთხრა:
– რატომ გგონია, უფროსო, რომ „დამავერბოვკებ“?
– აი, ამიტომ, – მშვიდად მიუგო გოგიას ლაბაძემ და წინ ათიოდე ინტიმური ფოტო დაუდო, რომელზეც „ბიჭიკოევიჩი“ და მისი გარდაცვლილი კოლეგის მეუღლე შიშვლები, სხვადასხვა პოზიციაში იყვნენ გადაღებული.
– მყარი არგუმენტი გქონიათ ძაღლებს, – ბრაზიანი ცინიზმით თქვა გოგიამ და დააყოლა, – რა გინდათ?
– „ფიშკას“ უნდა დააჯდე კუდზე და „გააიასნო“, სად ინახება ქურდული „ობშჩიაკი“ და რამდენია იქ, –  თქვა მაიორმა.
– გამორიცხულია. როდესაც ბობოლები იკრიბებიან, მე იქ არ ვარ, ამ ვიწრო „სხოდკაზე“ არც არავინ დამიძახებს და მით უმეტეს, არავინ ჩამაყენებს „ობშჩიაკის“ საქმის კურსში, – მიუგო გოგიამ.
– შენ ის მითხარი, „ფიშკასთან“ სახლში თუ მიგესვლება? – იკითხა მაიორმა.
– კი, – მიუგო „ბიჭიკოევიჩმა“.
– ლაბაძემ გოგიას ასანთის კოლოფისოდენა იაპონური მაგნიტოფონი მისცა და უთხრა:
– ამის „პლიონკა“ ერთ „სუტკას“ ყოფნის. „ფიშკას“ სახლში დამალავ. შემდეგ წამოიღებ და ჩანაწერის მიხედვით ბევრ რამეს გავიგებთ.
მაიორმა ახლად გადაბირებულ კარლო გოგიას მაგნიტოფონით სარგებლობა აუხსნა, დაუტოვა და წავიდა, თან „ბიჭიკოევიჩს“ შეახსენა ინტიმური ფოტოების შესახებ.

აუდიოჩანაწერი
„ფიშკა“, იგივე მალხაზ თინიკაშვილი, გოგიას უფროსი კოლეგა, 46 წლის ცნობილი კანონიერი ქურდი იყო და „შავ სამყაროში“ პატივისცემითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. „ბიჭიკოევიჩმა“ თინიკაშვილის სახლში მაგნიტოფონი დამალა. ორი დღის შემდეგ კვლავ ეწვია კოლეგას და „გრევი“ – მარიხუანა მიუტანა, თან უთხრა:
– სვანური ბომბა „პლანია“. დაბოლდი, მაგრად გაგისწორდება.
გოგიამ მაგნიტოფონი ფარულად ამოიღო სამალავიდან და შეინახა. შემდეგ კიდევ ცოტა ხანს დარჩა „ფიშკასთან“. ბოლოს გამოემშვიდობა და წავიდა. სახლში რომ დაბრუნდა, ჩანაწერი ჩართო და მოსმენას შეუდგა. გოგია ფირს ახვევდა და საინტერესო მონაკვეთებს უსმენდა. „ბიჭიკოევიჩი“ გაოგნებული დარჩა. ფირზე ჩაწერილი იყო „ფიშკასა“ და მისი „კაგებეს“ კურატორის დიალოგი. აშკარა იყო, რომ „ფიშკა“ უშიშროებაზე მუშაობდა. კურატორი მას აჩქარებდა და აიძულებდა, რომ „ცეხავიკ“ ნოშრევან სიდამონიძისთვის 100 ათასი მანეთი გამოეძალა, რომლის მერეც სიდამონიძე „კაგებეს“ უნდა დაეპატიმრებინა და „ცეხავიკი“ უკვე მილიონებში „გაეწეწა“. გოგია დარწმუნდა, რომ ის და მისი კოლეგა ერთ ბედ ქვეშ იყვნენ და მას შესთავაზა:
– მე მგონი, საუკეთესო ვარიანტი იქნება, რომ ძაღლები და „კაგებე“ ერთდროულად „გადავაგდოთ“. მაყუთები ავიღოთ და „მოვტყდეთ“. ხომ იცი, რომ თავს აღარ დაგვანებებენ და უფრო შეგვატოპინებენ. ან ეს ბოზები მოგვიღებენ ბოლოს, ან – ჩვენები...
– თანახმა ვარ, – მიუგო „ფიშკამ“ და დაამატა, – მხოლოდ ერთი პირობით.
– რა პირობით? – იკითხა გოგიამ.
– ნოშრევან სიდამონიძე უნდა გავაფრთხილოთ, თორემ ცოდოა. ჩვენ რომ „მოვტყდებით“, გამწარებული „კომიტეტჩიკები“ მას ისეთ პრესში გაატარებენ, რომ სიკვდილს მოანატრებენ, – თქვა თინიკაშვილმა.
ქურდები შეთანხმდნენ. იმავე ღამეს „ცეხავიკს“ ფარულად ესტუმრნენ და ყველაფერი დაწვრილებით მოუყვნენ. სიდამონიძეს ცივმა ოფლმა დაასხა. შემდეგ ნებისყოფა მოიკრიბა და ქურდებს უთხრა:
– თქვენი არ იყოს, მეც მარტოხელა ვარ. „ცეხების“ დედაც! ჩემს ქონებას მოვხვეტავ და ერთად „მოვტყდეთ“, იქნებ გაგვიმართლოს და გადავრჩეთო...
იმავე ღამეს ნოშრევანმა სამალავიდან ამოიღო თავისი უზარმაზარი ქონება – მილიონობით მანეთი და კილოგრამობით ოქრო. ყველაფერი ეს ოთხ ჩემოდანში გადაანაწილა და გვიან ღამით ქურდებთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით გაემგზავრა.

ქურდული „ობშჩიაკი“
ქურდებისა და „ცეხავიკის“ გაუჩინარების შესახებ ორი დღის შემდეგ გახდა ცნობილი და მთელი „კაგებე“ და მილიცია ფეხზე დადგა. სამივეზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა, მაგრამ ისინი ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, ვერავინ გაიგო. ძალოვნებმა „შავი სამყაროც“ აამოქმედეს და რადგან „ფიშკასთან“ 400 ათასი მანეთი ინახებოდა ქურდული „ობშჩიაკიდან“ „ფიშკასა“ და „ბიჭიკოევიჩს“ მთელი საბჭოეთის ქურდებიც ეძებდნენ, მაგრამ ისინი არცერთ „მალინაზე“ არ გამოჩენილან. ორივე მიმალულ ქურდს დიდმა „ქურდულმა სხოდკამ“ სასიკვდილო განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა. ისინი ბოზებად მონათლეს და დაადგინეს, რომ ვინც მათ შეიპყრობდა ან თუნდაც დახოცავდა, ავტომატურად „ქურდის“ ტიტულს იძენდა. ამიტომ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ „ქურდის“ ტიტულის მაძიებელი ახალგაზრდა ბოროტმოქმედები, მაგრამ ამაოდ... ამასობაში გავიდა ოთხი თვე და გაუჩინარებული ტრიოს კვალს ვერავინ ვერსად მიაგნო.
 ზაფხულის ერთ საღამოს კი თბილისის „კრიტში“ პატარა „ქსივა“ შეუგზავნეს ქურდებს, რომელშიც ეწერა: „ჩემთან შენახული „ობშჩიაკი“ 400 ათასი მანეთი ხელუხლებელია და კუკიის სასაფლაოზე, მამაჩემის საფლავშია ჩაფლული. ზემოდან ვამატებ 100 ათას მანეთს, რომელიც იქვეა და ერთ რჩევას მოგცემთ, ძმებო – ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ და პატიოსან ხალხს ბოზებად ნუ მოგვნათლავთ. არც მე და არ „ბიჭიკოევიჩს“ თქვენთვის არ გვიღალატია. „ფიშკა“...“
  ქურდული „ობშჩიაკი“ და ასიათასმანეთიანი „გრევი“ ახალ „ობშჩიაკში“ შეიტანეს. გაუჩინარებული ტრიო კი ვერსად აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მათ სიდამონიძის ფულისა და კავშირების წყალობით რუსეთში გადასვლა მოახერხეს.


скачать dle 11.3